| ავტორის მიმართვა |
| ლიტერატურა |
| პროგრამები |
| სამედიცინო წიგნები |
| მედ პროგრამები |
| აკრობატ რიდერი |
| აიც რიდერი |
| ლიზარდ დიჟავიუ |
|
|
ამ გვერდზე ქირურგებმა გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, საფიქრალი და გულისტკივილი. პროგრამები, საკუთარი ნაშრომები, საინტერესო შემთხვევები პრაქტიკიდან და ბევრი სხვა. გამოთქვით თქვენი აზრი ამა თუ იმ საკითხზე. ვასწავლოთ ერთმანეთს. აღვწეროთ საინტერესო ოპერაციები. მომწერეთ და დავდებ საიტზე ცენზურის გარეშე.
gizo laSqaraSvili ___ mob: 899 232572
gizogo@gmail.com
skype name: gizogo
daviT laSqaraSvili ___ mob: 899 933918
lashkarashvili@gmail.com
skype name: dato_var
|
| Prolen hernia sistem - JONSON AND JONSON |
|
|
გთავაზობთ თიაქრის პლასტიკისათვის პოლიპროპილენის პროტეზების სურათებს. პირველი გამოიყენება ლიხტენშტეინის ოპერაციის დროს, ხოლო მეორე უნივერსალურია და ჰქვია პროლენის სამგანზომილებიანი სისტემა. ქვემოთ მითითებულია საიტის მისამართი, სადაც აღწერილია ლიხტენშტეინის ოპერაცია საზარდულის თიაქრის პლასტიკის დროს.
|
ლიხტენშტეინის ოპერაცია საზარდულის თიაქრის პლასტიკის დროს
თიაქარკვეთის და პლასტიკის ოპერაცია პოლიპროპილენის სამგანზომილებიანი პროტეზით.
|
| მინიასისტენტის ერთჯერადი კომპლექტები |
|
|

გამოვიდა მინიასისტენტის ერთჯერადი კომპლექტები. ვისაც ჯერ არ უნახავს გთავასობთ სურათებს. დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ენდოქირურგიის საიტზე. კარგია, მაგრამ ერთჯერადი ინსტრუმენტის კვალობაზე სასწაულად ძვირია. თუმცა რა არის ახლა იაფი.
|
| ფარმაკოლოგიური კატალოგი ვიდალი 2007 |
ეს კატალოგი ეხლახან დაიდო საიტზე და წინა წლების ვიდალის კატალოგს ათი თავით ჯობია.
vidal 2007 ფარმაკოლოგიური კატალოგი.
|
| სიახლე ! - რობოტი ქირურგი ,ოპერატორი - "დავინჩი" |
|
|
რობოტი ქირურგი - დავინჩი. ახალმა ტექნოლოგიებმა და რობოტოტექნიკის განვითარებამ შეაღწია საოპერაციოში და უკვე რობოტები ასრულებენ ოპერაციის ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპებს. ეს უკანასკნელი კომპლექსი დგას , რობოტექნიკის ცენტრში ხოლმცის კლინიკაში ჩეხეთის რესპუბლიკაში. გთავაზობთ ლინკს დაწვრილებითი ცნობების მისაღებად. 16.02.2007 წ.
|
გთავაზობთ სტატიის სრულ ვერსიას.
|
| შემდეგ რუბრიკაში გამოცდილმა ქირურგებმა გაიღიმეთ და დანარჩენებმა გამოიყენეთ პრაქტიკაში.
|
| ჭრილობის სიღრმეში კვანძის დადების ხერხი ვინოგრადოვის ჩხირის გამოყენებით |
|
|
მინიასისტენტით ოპერირების დროს, ან უბრალოდ მცირე განაკვეთით ოპერირების დროს, გვიხდება ჭრილობის სიღრმეში მანიპულირება და ძაფის გადაკვანძვა. არსებობს ვინოგრადოვის ჩხირით კვანძის დადების ხერხი ჭრილობის სიღრმეში. შეგახსენებთ ამ ხერხს. ძაფი გვიჭირავს მარცხენა ხელით, იკვანძება. მეორე ბოლოსაც ვიჭერთ მარცხენა ხელში და ჩხირით ჩაიწევა კვანძი ბოლომდე. მნიშვნელოვანია, რომ ვინოგრადოვის ჩხირს პერიოდულად ჭირდება პალიროვკა. ვინოგრადოვის ჩხირს მე დავუმატე სამკუთხა ქლიბით დამატებითი კბილი, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. ეს კბილი გაგიწევთ კარგ სამსახურს ჭრილობის სიღრმეში კვანძის ან ძაფის მდგომარეობის შესასწორებლად.
|
|
|
ახალმოდური პირსიგის გასაკეთებლად საჭიროა –ფანჯრიანი დამჭერი, ერთჯერადი მსხვილი ნემსი და სტერილობა . ანესთეზიის აუცილებლობა არ არის ვინაიდან დამჭერი იწვევს იშემიას და ანესთეზიას.
|
| ულტრასონოგრაფისტების საყურადღებოდ! |
|
|
ღმერთმა დამიფაროს მე, ქირურგმა რამე მიგითითოთ პროფესიონალებს, მაგრამ, მაინც წაიკითხეთ ,იქნებ გამოგადგეთ. ერთ–ერთ ამერიკულ სამედიცინო საიტიდან გავიგე და თქვენც მოგაწოდებთ ინფორმაციას:
ექოსკოპს ალბათ ყველა სათუთად ებყრობა, უფრო მეტად საფრთხილოა დატჩიკი. მომეწონა და თქვენი ყურადღების მისაქცევად გავაკეთე ეს გიფ ფაილი.
ერთჯერადი ცელოფნის პაკეტი დაიცავს თქვენს აპარატს და ჰიგიენურიცაა.
|
| კოაგულატორი, კვამლი, ნამწვი აირები. |
|
|
ელექტრო კოაგულატორით ან კაუტერით მუშაობის თითქმის ყველა რეჟიმში, ჭრილობაში გამოიყოფა წვის პროდუქტები და კვამლი, რომელიც ფარავს მხედველობის არეს და აქვს სპეციფიური სუნი. ეს დიდი პრობლემაა განსაკუთრებით მცირე განაკვეთით მუშაობის დროს. ჩვეულებრივ ამ დროს იყენებენ ელ–საქაჩს . ამას სჭირდება დამატებით ინსტრუმენტი, ასისტენტის ხელი და დრო. მე გთავაზობთ შემდეგ ხერხს: კოაგულატორის მუშა პირს მიამაგროთ სილიკონის მილი შესაბამისი სიგრძის და მივუერთოთ ელ–საქაჩს.
|
| სანათურის დროებით გადაკეტვის ხერხი |
|
|
ოპერაციის დროს ზოგჯერ არის სიტუაცია,როდესაც საჭიროა სისხლძარღვის ან ნაწლავის სანათურის დროებით გადაკეტვა. ამისათვის გამოიყენება ლიგატურა და სილიკონის მილი. სურათზე ნაჩვენებია თუ როგორ იკეტება სანათური. ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს დამჭერით ფიქსირება.
|
|
|
| პერიოდულად მოგაწოდებთ საინტერესო ლინკებს ოპერაციების შესახებ. |
| | |