საწყისი გვერდი ლიტერატურა მედ ლინკები პროგრამები ქირურგია მოგონება სტაციონარები ექიმები თავისუფალ დროს
.
ორგანიზატორები
ზოგადი ქირურგები
სპეც ქირურგები
თერაპევტები
სპეციალისტები
ექიმთა ოჯახები
Georgian Search
Georgian Search
ყველას გთხოვთ გაავრცელოთ ეს განცხადება.
... გავიხსენოთ ჩვენი ღვაწლმოსილი კოლეგები.
მეგობრებმა, თანამშრომლებმა, მოგვწერეთ მათ შესახებ. გთხოვთ
ინფორმაცია გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით 50 სიტყვა და ფოტოსურათი.
ამ ხალხს წიგნიდან ამოღებული სურათი არ ეკადრებათ და მე სხვა არ მაქვს.
ინფორმაცია გამოგზავნეთ ან მობილურზე
ან ელ. ფოსტით. სურათი მიამაგრეთ წერილს.

gizo laSqaraSvili ___ mob: 899 232572

gizogo@gmail.com
skype name: gizogo

daviT laSqaraSvili ___ mob: 899 933918
lashkarashvili@gmail.com
skype name: dato_var
ორგანიზატორები
ოთარ მიტროფანეს ძე ჩხობაძე. 1923 - 1998 წ.
ბატონი ოთარი იყო მთელი ეპოქა ქუთაისის მედიცინაში. შესანიშნავი სპეციალისტი თერაპევტი, უზადო ორგანისატორი.მამობრივი მზრუნველობით ებყრობოდა ყველას ვისზედაც ხელი მიუწვდებოდა. ბევრმა ქირურგმა არ იცის პერიკარდის პუნქციის ტექნიკა. ბატონი ოთარი ფლობდა ბევრ ქირურგიულ მანიპულაციას და მათ შორის პერიკრდის პუნქციას ლარრეის წესით. ჩხობაძის სახელს უკავშირდება ყველაფერი რაც კი შეეხება ავტოქარხნის მედსანნაწილს. ავტოქარხნის საავადმყოფოს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. ოთარ ჩხობაძემ დატოვა ნათელი კვალი ქუთაისის ისტორიაში. მისი სახელი ჰქვია მის საავადმყოფოს და ქუჩას სადაც არის ინვალიდთა რეაბილიტაციის ცენტრი.
შოთა ბათლომის ძე დანელია 1919--1993
ჩვენი ბათლომიჩი, სასწაულად უბრალო, ბუმბერაზი ბუნების პიროვნება. ქუთაისის მედიცინის ერთ-ერთი ბურჯი. იუმორით და ჭკუის დარიგებით ნაქები, თბილი, ერუდირებული მცოდნე მედიკოსი.საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი. სასახელო შვილების და შვილიშვილების გამზრდელი ოჯახის მამა და ბაბუა.
ზოგადი ქირურგები
კონსტანტინე (კუკური) ნიკოლოზისძე აბულაძე 1927--1992
ბატონი კუკური იყო კარგი სპეციალისტი -ქირურგი დაუზარებელი ავადმყოფის მოვლაში.
კარგი მეგობარი უღალატო ძმაკაცი.
ქირურგი რომელსაც უწრიდა ხელიც და გონებაც. თან გადაგყვებოდა თუ რამე გიჭირდა.
მუშაობდა ქირურგიული განყოფილების ორდინატორად ავტოქარხნის საავადმყოფოში.
მან დატოვა ნათელი კვალი ჩვენს გულებში.


მარსელ სიმონის ძე გოზალიშვილი 1922--1987
ბატონი მარსელ გოზალიშვილი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ქირურგთაგანი
მრავალმხრივ ერუდირებული, რთული ოპერაციების დიდოსტატი. ქირურგიული საქმის უზადო მცოდნე, რთულ სიტუაციებში, საოცრად მარტივი და სწორი გადაწყვეტილებების მიმღები დასდაქარი. ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული.


ამირან იაშვილი 21.10.2007.გარდაიცვალა
ამირან იაშვილი
ქუთაისმა დაკარგა კიდევ ერთი კარგი ქუთაისელი. ბატონი ამირანი იყო ძლიერი ქირურგი . მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი დასტაქარი. მას არასოდეს დაივიწყებენ მადლიერი პაციენტები და კოლეგები.


მიხეილ რაჟდენის ძე კეთილაძე 1927 - 1995
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი № 1 საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე.
70-ზე მეტი ნაშრომის და 4 მონოგრაფიის ავტორი.
მრავალი წლის მანძილზე ქ.ქუთაისის მთავარი ქირურგი.
უაღრესად კეთილი,ყურადღებიანი უღალატო პიროვნება.



იგორ დავითის ძე თევდორაძე 1951 - 1993
ავტოქარხნის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი.
მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. დაუზარებელი ,
ღრმა აკადემიური ცოდნის მქონე ქირურგი.
ფანატიკურად შეყვარებული თავის პროფესიაზე, კლინიცისტი.
ადრე გამოაკლდა ჩვენს რიგებს და უსაზღვროდ დაგვწყვიტა გული.


ვალერიან (ვალია) ნიკოლოზის ძე გიორგაძე 1905 - 1995
ბატონი ვალერიან გიორგაძე წლების მანძილზე იყო
ქუთაისის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე .
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
120 სამედიცინო ნაშრომის და 5 მონოგრაფიის ავტორი. იას ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან.
კოლეგებს, ახლობლებს და პაციენტებს დაუტოვა უდიდესი სიყვარული და კეთილი ხსოვნა.


ბენიამინ (ბენო) თადეოზის ძე მამრიკიშვილი 1921 - 1997
ბატონი ბენო ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო ავტოქარხნის მედ სან ნაწილის ქირურგიული განყოფილების გამგე.
უაღრესად ერუდირებული დიდი გამოცდილების მქონე კლინიცისტი,
უზადო ოპერატორი, ახალგაზრდა ექიმების დაუზარებელი მასწავლებელი, ჭირში და ლხინში გვერდით მდგომი
კოლეგიალობის და მეგობრობის ეტალონი. ძალიან ბევრს დაგვაკლდა ჩვენი თადეოზოვიჩი.

გოგლიჩიძე - ჩხობაძე იზეია 1944 - 1991
ქალბატონი იზეია იყო უმაღლესი კატეგორიის ქირურგი.
უაღრესად კეთილსინდისიერი,ყურადღებიანი ექიმი.
კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი.
შესანიშნავი დედა და მეუღლე.




ვიწრო სპეციალისტები
ჭაბუკი მაღლაქველიძე 1959 - 2009
49 წლის ასაკში ავტოავარიაში გარდაიცვალა დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ცენტრის დირექტორი ჩვენი ჭაბუკი მაღლაქველიძე. მან განვლო გზა რიგითი ექიმიდან ცენტრის დირექტორობამდე. ის იყო ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის იმერეთის კოორდინატორი. საოცრად გულისხმიერი, თბილი, ღრმად ერუდირებული ექიმი. ძალიან დააკლდება ის ახლობლებს , მეგობრებს და ჩვენს ქუთაისს.
დაკრძალვა 17 თებერვალს . გამოსვენება საფიჩხიის წმინდა სამების ტაძრიდან 15 საათზე. ქ.ქუთაისი.




ჰანრი შოთას ძე ჭეიშვილი 1940 - 1994
ძალიან დააკლდა იმერეთს ჰანრი ჭეიშვილის ხელი.
უზადო ნეიროქირურგი, ტოპიკური დიაგნოსტიკის დიდოსტატი ,
ღრმა ერუდიციის მქონე კლინიცისტი. ბევრჯერ ადამიანის გადარჩენის უკანასკნელი იმედი.
ღმერთმა იცის რამდენმა იტირა მისი გარდაცვალების გამო.




მეფარიშვილი ბუდუ
ტავმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო ავტოქარხნის მედ სან ნაწილის
ტრავმატოლოგიური განყოფილების გამგე.




პედიატრები
შალამბერიძე სოსო ზურაბის ძე - 1958 - 2004
თბილი, გულისხმიერი, მცოდნე, ექიმი-პედიატრი. პროფესორი
შესანიშნავი მამა და მეუღლე.
თერაპევტები
ბაბუნაშვილი ზურაბ დავითის ძე - 1952 - 1994
სასწაულად თბილი, გულისხმიერი, მცოდნე, ექიმი-თერაპევტი.
მეორე პოლიკლინიკის უბნის თერაპევტი.შესანიშნავი მამა და მეუღლე.
ტრაგიკულად დაიღუპა სრულიად ახალგაზრდა.
მარინა ბერაია. - 21.10.2007.ტრაგიკულად დაიღუპა
ბრმა უაზრო ავტოსატრანსპორტო შემთხვევამ წაგვართვა სიცოცხლით სავსე მარინა, ის იყო ერუდირებული ექიმი, ქუთაისის ჯანდაცვის სისტემის თვალსაჩინო მოღვაწე. თბილი, ყურადღებიანი პროფესიონალი.
ვიწრო სპეციალისტები
ლონდა შოთას ასული დანელია. –
...–– 2007 წ. 8 მაისს დავკრძალეთ ავტოქარხნის საავადმყოფოს წამყვანი კარდიოლოგი,
კარდიოლოგიური განყოფილების ორდინატორი.
შესანიშნავი კლინიცისტი, ყურადღებიანი, ერუდირებული ექიმი. შესანიშნავი დედა და ბებო.
ძალიან დააკლდა ჩვენი ლონდა არა მარტო მის ოჯახს და მეგობრებს,
ქუთაისმა დაკარგა კიდევ ერთი კარგი კარდიოლოგი .


გიორგი კონსტანტინეს–ძე კანკავა.–
1944–– 2007 წ. 15 მაისს 15 მაისს 63 წლის ასაკში გარდაიცვალა გიორგი კონსტანტინეს–ძე კანკავა.

ეს მშრალი ინფორმაცია იუწყება, რომ აღარ გვყავს ჩვენი გოგი.
ქუთაისის ერთ–ერთი საუკეთესო ანესთეზიოლოგი. ქირურგებმა იციან, როცა გოგი იდგა საოპერაციოში,
იქ ურთულეს სიტუაციაშიც რატომღაც ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა.
სასწაული ოპტიმისტი, განათლებული ექიმი,კლინიცისტი, თბილი, ყურადღებიანი.
ძალიან დაგვაკლდება ჩვენი გოგი ოჯახს, მეგობრებს,კოლეგებს და ქალაქს.
დაიკრძალა 20 მაისს ქუთაისში საფიჩხიის სასაფლაოზე.

გიორგი გენადის–ძე არველაძე. – 1954 -2007
...–– 2007 წ. 9 აგვისტოს დავკრძალეთ გოგი არველაძემან განვლო გზა რიგითი ექიმიდან სამედიცინო ინსტიტუტის რექტორობამდე. საოცრად გულისხმიერი, თბილი, ღრმად ერუდირებული ექიმი, პროფესორი .
ძალიან დააკლდა ჩვენი გოგი არა მარტო მის ოჯახს და მეგობრებს,
ქუთაისმა დაკარგა კიდევ ერთი კარგი ქუთაისელი.




ექიმთა ოჯახები
ოთარ მიტროფანეს ძე ჩხობაძე და გოგლიჩიძე - ჩხობაძე იზეია
ბატონი ოთარი იყო მთელი ეპოქა ქუთაისის მედიცინაში.
შესანიშნავი სპეციალისტი თერაპევტი, უზადო ორგანისატორი.მამობრივი მზრუნველობით ებყრობოდა ყველას ვისზედაც ხელი მიუწვდებოდა.ქალბატონი იზეია იყო უმაღლესი კატეგორიის ქირურგი.უაღრესად კეთილსინდისიერი,ყურადღებიანი ექიმი.კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი. შესანიშნავი დედა და მეუღლე.

გვენეტაძე გენადი და ცაგარეიშვილი ქეთო
გენადი გვენეტაძე - ჩვენი სოფრომიჩი - ქუთაისის ნამდვილი კოლორიტული პიროვნება,
სითბოს და სიყვარულს აფრქვევდა ირგვლივ.
იყო ქუთაისის კანისა და ვენდაავადებათა დისპანსერის დამაარსებელი
და უცვლელი ხელმძღვანელი.
ქალბატონი ქეთო მეან-გინეკოლოგი.
მესამე სამშობიარო სახლის გინეკოლოგიური განყოფილების გამგე,
შესანიშნავი ოპერატორი.

დადუნაშვილი დავითი და იოსელიანი ვენერა
ბატონი დავით დადუნაშვილის და ქალბატონი ვენერა იოსელიანის ოჯახი
იყო ქუთაისში ერთ-ერთი სამაგალითო საამაყო ექიმთა ოჯახი.
მეპატიება,თუ განსაკუთრებული სიყვარულით ვიხსენებ მათ
ვინაიდან პირადად განმიცდია ამ ოჯახის სამაგალითო სტუმართმოყვარეობა.


  gverdi Sedgenilia gizo da daviT laSqaraSvilebis mier - 2007 wels
|
gizogo@gmail.com | imereTi | quTaisi | mob: 899 232572| skype id: gizogo |
| lashkarashvili@gmail.com | imereTi | quTaisi | mob: 899 933918| skype id: dato_var |