26 ოქტომბერი. – ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული .
წლის მანძილზე ხუთჯერ აღინიშნება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული, ანუ ტაძრის დღე.
ღვთისმშობლის ხატის დღეებია:
25 თებერვალი. –
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი ( აღდგომის მესამე დღე ).
4 სექტემბერი. –
9 ოქტომბერი. –
26 ოქტომბერი. –
ჩვენი ტაძრის მრევლი განსაკუთრებით აღნიშნავს ყველა ამ დღესასწაულს. ლოცვით,აღსარებით, წირვით, ზიარებით.
ჩვენს მეუფეს მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ,როგორც თვითონ აღნიშნავს ,განსაკუთრებით უყვარს ჩვენი ტაძარი და ყოველთვის აღავლენსს საზეიმო წირვას ჩვენს ტაძარში.
მეუფე კალისტრატემ ეხლაც აღავლინა საზეიმო წირვა , დალოცა მრევლი და მღვდელმსახურნი.
ტაძრის წინამძღვარმა მამა ალექსიმ მრევლის და სამღვდელოების სახელით კიდევ ერთხელ ამბიონიდან მიულოცა მეუფე კალისტრატეს იუბილე და ეპარქიაში ნაყოფიერი მოღვაწეობის ოცდახუთი წლისთავი.
საზეიმო წირვა გააშუქა ადგილობრივმა ტელევიზიამ და პრესამ.
|