ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი


გვერდი შეიქმნა ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით.

მთავარი გვერდი.
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტი
ქუთაის–გაენათის ეპარქიის ოფიციალური საიტი
მამა ჩვენი,
სრულიად საქართველოს
კათალიკოს – პატრიარქი,
უწმიდესი და უნეტარესი,
ილია მეორე.
ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი
მეუფე კალისტრატე
ქუთაის–გაენათის ეპარქიის
ეკლესია–მონასტრები.
წმინდა სინოდი
ქართველი წმინდანები
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები
ჩვენი ტკივილი
მღვდელმსახურნი
სტიხაროსნები
მგალობელთა გუნდი
გალობანი
ლოცვანი
ქუთაისის ეპარქიის ეკლესია–მონასტრები. (ეპარქიის საიტიდან)
სამხელიანი ღვთისმშობლის ხატი
ივერიის ღვთისმშობლის ხატი პორტაიტისა
ივერონის მონასტერი
პეტრიწონის მონასტერი
მრევლი
უწმინდესის ნათლულები
პრესა ჩვენს ტაძარზე.
გელათი
ბაგრატი
მოწამეთა
საქართველოს მოქმედი მონასტრები
შეკითხვა მოძღვარს
ჩვენი ფოტოარქივი
მართლმადიდებელი ხატების ვირტუალური კატალოგი
მმართლმადიდებელი საიტების ბმულები
მამა არჩილის ფოტოგალერეა
ამინდი

რეზო ჩხეიძის 80 წლის იუბილე ქუთაისში .


ოქტომბერში ჩვენს ქალაქს დიდი ქართველი კინორეჟისორი – ბატონი რეზო ჩხეიძე ეწვია. ქუთათურებმა მართლაც თბილი შეხვედრა მოუწყვეს თანაქალაქელ რეჟისორს. საიუბილეო საღამო ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა – მეუფე კალისტრატემ გახსნა. „ თუ დღეს ჩვენს ქალაქში არსებობს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, ეს ბატონი რეზოს უდიდესი დამსახურებაა. ის ისევე დიდი მართლმადიდებელია როგორც რეჟისორი. ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას ასეთი მამულიშვილები...“ აღნიშნა მეუფემ. ბატონ რეზოს დაბადებიდან 80 წელი მიულოცა და საჩუქრად ივერიის ღვთისმშობლის ხატი გადასცა. „ არშეიძლება ითქვას, რომ მე მხოლოდ ქუთაისი მიყვარს, იმიტომ რომ ქუთაისი ჩემშია და შეიძლება ითქვას მე თვითონ ვარ ქუთაისი. ეს ქალაქი ჩემთვის ყველაფერია“ – აღნიშნა ბატონმა რეზო ჩხეიძემ. შემდეგ იყო გამომსვლელთა უამრავი მილოცვა და გულთბილი სიტყვა.
„მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი“ – ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომლის ჩვენებაც შედგა იმ საღამოს ქუთაისში. ფილმის დამთავრების შემდეგ დიდხანს ისმოდა მქუხარე ტაში და აპლოდისმენტები. ალბათ სიმბოლური იყო მეუფის მიერ დარიგებული ის სანთლებიც, რომელიც ყველა მაყურებელს ეჭირა ხელში, იქაურობას ანათებდა და სითბოთი და სიყვარულით ასხივოსნებდა ისედაც სიყვარულით სავსე დაუვიწყარ საღამოს.


იუბილეს ამსახველი სურათები.





  გვერდი შეიქმნა მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით 2008 წელს