გ ი ხ ა რ ო დ ე ნ ! ქ რ ი ს ტ ე შ ო ბ ა ა !
ქრისტეშობა . 2008/2009 წელი.
ტროპარი:
შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი
მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ,
ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო,
რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება
შენდა.კონდაკი:
ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა
შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ,
ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა
ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.
ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის
ტაძრის სამღვდელოება და მრევლი გილოცავთ სრულიად საქართველოს და მთელს
მართლმადიდებელ სამყაროს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს და
შეგახსენებთ ჩვენი სულიერი მამის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს
მიმართვას ქართველი ერისადმი.
„უკვე რამოდენიმე წელია დავამკვიდრეთ ახალი შესანიშნავი ტრადიცია:
შობის საღამოს სანთელს ან კანდელს ვანთებთ ფანჯარაში. ამას უდიდესი
მნიშვნელობა და შინაარსი აქვს . ჩვენ ამით ვიწვევთ ყოვლადწმინდა
ღვთისმშობელ დედას და მართალ იოსებს , რათა ჩვენს გულში იშვას უფალი
ჩვენი იესო ქრისტე; და ჩვენი გული, ჩვენი სახლი გახდეს ის წმიდა
სავანე, სადაც არა მარტო იშვა უფალი, არამედ მუდმივად იქ დარჩება.“
- უწმინდესი და უნეტარესი ილია II .
|