|
მღვდელმსახურნი.
უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი ილია მეორე
|
ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე.(შოთა მარგალიტაშვილი)
ბიოგრაფიული მონაცემები
დაიბადა – 1938 წ. თელავი, ვარდისუბანი.
1982წ. 07.04. – მღვდელ–მონაზონი.
1982წ. . – იღუმენი.
1983წ. – არქიმანდრიტიი.
1983წ. .– ეპისკოფოსი ქუთათელ–გაენათელი.
1989წ. – მთავარეპისკოპოსი ქუთათელ–გაენათელი..
1990წ. გელათის სასულიერო აკადემიის რექტორი.
1992წ. ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი.
1995წ. ქუთაისის სასულიერო სემინარიის და გაბრიელ ეპისკოფოსის სახ. სასულიერო სასწავლებლის რექტორი..
2001წ. დავით აღმაშენებლის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის რექტორი .
მისამართი: 4600. ქუთაისი. ჯავახიშვილის მეორე შეს. №2.
99523170105
ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე. (შოთა მარგალიტაშვილი) განსაკუთრებული სიყვარულით უყვარს ეპარქიის მრევლს, სამღვდელოებას. მეუფის უდიდესი ღვაწლით,შრომით და მონდომებით აღდგა გელათის აკადემია, დაარსდა სასულიერო სემინარია, გაბრიელ ეპისკოფოსის სახელობის სასლიერო სასწავლებელი. დავით აღმაშენებლის სახელობის
საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. მედავითნეობის კურსები, ეპარქიის პრესცენტრი. აშენდა უამრავი ტაძარი და მონასტერი. მეუფეს მიღებული აქვს საქართველოს ეკლესიის ყველა უმაღლესი ჯილდო.: სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება,რამოდენიმეჯერ – ოქროს პანაღეა, სულ ახლახან მისმა უწმინდესობამ წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.
„მე ძალიან გახარებული ვარ იმ სასიკეთო ცვლილებებით , რაც ქუთაის გაენათის ეპარქიაში ხდება,აქ ბევრი ტაძარი აშენდა და შენდება. ნაყოფიერად შრომობს ადგილობრივი სამღვდელოება და ეს პირველ რიგში მეუფე კალისტრატეს დამსახურებაა. აქ ყოფნისას მე მეუფლება ისეთი განცდა,რომ ჩვენს ქვეყანაში დამთავრდა ჟამი ნგრევისა და დაიწყო ჟამი შენებისა“– აღნიშნა ქუთაისში სტუმრობისას
უწმინდესმა და უნეტარესმა , სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ.
მეუფე ერთ–ერთი პირველი იყო ვინც ჩერნობილში ეკოლოგიური კატასტროფის პირველივე დღეებში გაემგზავრა უკრაინაში. ორი კვირის განმავლობაში ფეხით შემოიარა იქაურობა, ანუგეშა დამხვდურნი და შემთხვევით არ იყო ის ფრაზა რომელიც ადგილობრივმა მიტროპოლიტმა მიმართა მას:
„მეუფე კალისტრატე, თქვენ აქ არა მხოლოდ სიტყვა და ნუგეში, არამედ თქვენი გული ჩამოგვიტანეთ და გვაჩუქეთო “. შარშან უკრაინის პრეზიდენტმა იუშჩენკომ სპეციალური წერილით მადლობა გადაუხადა მეუფეს ამ გმირობისათვის.
მეუფე კალისტრატე ჯარისკაცებთან ერთად უშიშრად ავიდა იმ უკანასკნელ თვითმფრინავში, რომელიც სოხუმში მიფრინავდა და რომელიც ერთადერთი დაფრინდა სოხუმის აეროპორტში. დანარჩენი ყველა ააფეთქეს სეპარატისტებმა.
მეუფე წინ გადაუდგა ძმათამკვლელი ომის დროს ქუთაისისკენ მომავალ ტანკებს და შეაჩერა ისინი. 2007 წლის 8 ნოემბერს მისი ერთი სიტყვაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის,რომ ორ ბანაკად გაყოფილი მრავალათასიანი მიტინგი ქალაქის მერიიდან ღვთისმშობლის ხარების ტაძრისაკენ გადაენაცვლა და იქ ერთობლივი სამშვიდობო პარაკლისი აღევლინა ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
მეუფე კალისტრატე მაგალითია ჩვენთვის თავისი სიტყვით, საქმით, ვაჟკაცობით, სიკეთით, სიყვარულით, თავგანწირულობით, საოცარი სიმდაბლით. სადაც საჭიროა სიმკაცრითაც. ძნელია იპოვო ადამიანი, რომელშიც ყველა ეს თვისება ერთად იყოს თავმოყრილი. ამბობენ ქუთაისელი მოძღვრები.
ქუთაის–გაენათის ეპარქიაში მოღვაწეობის 25 წლისთავს ულოცავენ და კიდევ დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უსურვებენ ამ მართლაც ღვთისგან გამორჩეულ მღვდელმთავარს.
სრული ინფორმაცია იხილეთ მეუფის გვერდზე.
|
ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ალექსი ( სინაურიძე )
მღვდელი ალექსი (ერისკაცობაში მამუკა სინაურიძე) დაიბადა 1961 წელს 21 მარტს ქ.ქუთაისში.
1976–79 წლებში იყო საქართველოს კალათბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი.
სწავლობდა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში,ხოლო შემდეგ თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში, რომელიც
დაამთავრა 1988 წელს. 1990–96 წლებში მუშაობდა ფირმა „ელიტას“ დირექტორად.
1992 წლიდან ქუთაისის ხარების ტაძრის მრევლი და აღმსარებელია.
1996 წელს დაამთავრა ქუთაისის წმ. გაბრიელ ეპისკოფოსის სახ. სასულიერო სასწავლებელი. 2001 წელს კი გელათის სასულიერო აკადემია.
1998 წლიდან ქუთაისის ხარების ტაძრის მორჩილია.
1999 წლის 31 იანვარს (ალექსი ბერის ხსენების დღეს ) აკურთხეს დიაკვნად.
ექვსი თვის განმავლობაში მსახუროდა ქუთაისის მერიის მთავარანგელოზების ეკლესიაში, შემდეგ კი
2002 წლამდე ქუთაისის წმ.მოციქულთა თავთა პეტრე და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში მთავარდიაკვნად.
2002 წლის 7 იანვარს ქრისტეშობას ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის – მეუფე კალისტრატეს მიერ ხელდასმულ იქნა მღვდლად და გამწესებულ იქნა სოფ. ზედა მესხეთის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელმსახურად.
2003 წლის 7 აგვისტოდან ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.
არის წმ.დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ლუქტორი მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოსა და საეკლესიო სამართალში.
წლების განმავლობაში იყო ტელევიზია „რიონის“ გადაცემის „საუბარი მოძღვართან“ მონაწილე.
ათი წელია ხელმძღვანელობს ქუთაის–გაენათის ეპარქიის პრესცენტრს.
2008 წლის 9 იანვრის ბრძანებულებით ,სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ,
ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი– მღვდელი ალექსი (სინაურიძე) ,ეკლესიაში ერთგული მსახურებისთვის დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ტელ: 7 3717 მობ: 898 184848 და 897 400700
ელ ფოსტა – mama_aleqsi@land.ru
|
მღვდელი არჩილი (დათეშიძე)
ბიოგრაფიული მონაცემები
დაიბადა – 1958 წ. 19.01. ქუთაისში.
2004 წ. 11.01. – დიაკონი.
2008 წ. 10.02. – მღვდელი.
1991წ. დ.აღმაშენებლის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლექტორი.
ტელეკომპანია რიონის რელიგიურ გადაცემათა რედაქტორი.
მისამართი: 4600. ქუთაისი. გოგებაშვილის ქ. № 3.
ოჯახი : მეუღლე და ორი შვილი.
ტელ: 4 54 55 მობ: 899 920204
ელ ფოსტა – mama_archili@pochta.ru
|
სამღვდელო დიაკონი ეფრემი (შარაშენიძე)
ბიოგრაფიული მონაცემები
დიაკონი ეფრემი (ერისკაცობაში ამბერკი შარაშენიძე) დაიბადა 1971 წლის 22 ივნისს ქ. ქუთაისში. 1993 წელს მან დაამთავრა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. ამის შემდეგ 1994-98 წ.წ_ში მუშაობდა სასკოლათაშორისო საცურაო ბაზაში დირექტორის მოადგილედ სამეურნეო დარგში. იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრევლია 1998 წლიდან. 2002 წლის იანვრიდან მესხეთის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის სტიქაროსანია, ხოლო 2003 წლის აგვისტოდან (როცა იკურთხა ტაძარი) ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აგრძელებს სამსახურს. 2007 წელს მან დაამთავრა გელათის სასულიერო აკადემია და მედავითნეობის კურსი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით 2008 წლის 10 თებერვალს წმ. ეფრემ ასურის ხსენების დღეს, ამბერკი შარშენიძე ქუთაისის წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს მიერ, ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და ეწოდა სახელი ეფრემი, რის შემდეგაც იგი ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მსახურობს.
ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი.
მის. რესპუბლიკის ქ. N 12
ტელ: 2-69-19 : მობ: 893-22-57-57 874-84-27-27
ელ ფოსტა – mama_efremi@land.ru
|
|