ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი


გვერდი შეიქმნა ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით.

მთავარი გვერდი.
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტი
ქუთაის–გაენათის ეპარქიის ოფიციალური საიტი
მამა ჩვენი,
სრულიად საქართველოს
კათალიკოს – პატრიარქი,
უწმიდესი და უნეტარესი,
ილია მეორე.
ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი
მეუფე კალისტრატე
ქუთაის–გაენათის ეპარქიის
ეკლესია–მონასტრები.
წმინდა სინოდი
ქართველი წმინდანები
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები
ჩვენი ტკივილი
მღვდელმსახურნი
სტიხაროსნები
მგალობელთა გუნდი
გალობანი
ლოცვანი
ქუთაისის ეპარქიის ეკლესია–მონასტრები. (ეპარქიის საიტიდან)
სამხელიანი ღვთისმშობლის ხატი
ივერიის ღვთისმშობლის ხატი პორტაიტისა
ივერონის მონასტერი
პეტრიწონის მონასტერი
მრევლი
უწმინდესის ნათლულები
პრესა ჩვენს ტაძარზე.
გელათი
ბაგრატი
მოწამეთა
საქართველოს მოქმედი მონასტრები
შეკითხვა მოძღვარს
ჩვენი ფოტოარქივი
მართლმადიდებელი ხატების ვირტუალური კატალოგი
მმართლმადიდებელი საიტების ბმულები
მამა არჩილის ფოტოგალერეა
ამინდი

ქუთაის–გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი
მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა
მეუფე კალისტრატე



ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი
მეუფე კალისტრატე.(შოთა მარგალიტაშვილი)


ბიოგრაფიული მონაცემები
დაიბადა – 1938 წ. თელავი, ვარდისუბანი.
1982წ. 07.04. – მღვდელ–მონაზონი.
1982წ. . – იღუმენი.
1983წ. – არქიმანდრიტიი.
1983წ. .– ეპისკოფოსი ქუთათელ–გაენათელი.
1989წ. – მთავარეპისკოპოსი ქუთათელ–გაენათელი..
1990წ. გელათის სასულიერო აკადემიის რექტორი.
1992წ. ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი.
1995წ. ქუთაისის სასულიერო სემინარიის და გაბრიელ ეპისკოფოსის სახ. სასულიერო სასწავლებლის რექტორი..
2001წ. დავით აღმაშენებლის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის რექტორი .
მისამართი: 4600. ქუთაისი. ჯავახიშვილის მეორე შეს. №2.
99523170105
ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე. (შოთა მარგალიტაშვილი) განსაკუთრებული სიყვარულით უყვარს ეპარქიის მრევლს, სამღვდელოებას.
მეუფის უდიდესი ღვაწლით,შრომით და მონდომებით აღდგა გელათის აკადემია, დაარსდა სასულიერო სემინარია, გაბრიელ ეპისკოფოსის სახელობის სასლიერო სასწავლებელი. დავით აღმაშენებლის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. მედავითნეობის კურსები, ეპარქიის პრესცენტრი. აშენდა უამრავი ტაძარი და მონასტერი. მეუფეს მიღებული აქვს საქართველოს ეკლესიის ყველა უმაღლესი ჯილდო.: სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება,რამოდენიმეჯერ – ოქროს პანაღეა, სულ ახლახან მისმა უწმინდესობამ წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.
„მე ძალიან გახარებული ვარ იმ სასიკეთო ცვლილებებით , რაც ქუთაის გაენათის ეპარქიაში ხდება,აქ ბევრი ტაძარი აშენდა და შენდება. ნაყოფიერად შრომობს ადგილობრივი სამღვდელოება და ეს პირველ რიგში მეუფე კალისტრატეს დამსახურებაა. აქ ყოფნისას მე მეუფლება ისეთი განცდა,რომ ჩვენს ქვეყანაში დამთავრდა ჟამი ნგრევისა და დაიწყო ჟამი შენებისა“– აღნიშნა ქუთაისში სტუმრობისას უწმინდესმა და უნეტარესმა , სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ.
მეუფე ერთ–ერთი პირველი იყო ვინც ჩერნობილში ეკოლოგიური კატასტროფის პირველივე დღეებში გაემგზავრა უკრაინაში. ორი კვირის განმავლობაში ფეხით შემოიარა იქაურობა, ანუგეშა დამხვდურნი და შემთხვევით არ იყო ის ფრაზა რომელიც ადგილობრივმა მიტროპოლიტმა მიმართა მას: „მეუფე კალისტრატე, თქვენ აქ არა მხოლოდ სიტყვა და ნუგეში, არამედ თქვენი გული ჩამოგვიტანეთ და გვაჩუქეთო “. შარშან უკრაინის პრეზიდენტმა იუშჩენკომ სპეციალური წერილით მადლობა გადაუხადა მეუფეს ამ გმირობისათვის. მეუფე კალისტრატე ჯარისკაცებთან ერთად უშიშრად ავიდა იმ უკანასკნელ თვითმფრინავში, რომელიც სოხუმში მიფრინავდა და რომელიც ერთადერთი დაფრინდა სოხუმის აეროპორტში. დანარჩენი ყველა ააფეთქეს სეპარატისტებმა. მეუფე წინ გადაუდგა ძმათამკვლელი ომის დროს ქუთაისისკენ მომავალ ტანკებს და შეაჩერა ისინი. 2007 წლის 8 ნოემბერს მისი ერთი სიტყვაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის,რომ ორ ბანაკად გაყოფილი მრავალათასიანი მიტინგი ქალაქის მერიიდან ღვთისმშობლის ხარების ტაძრისაკენ გადაენაცვლა და იქ ერთობლივი სამშვიდობო პარაკლისი აღევლინა ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მეუფე კალისტრატე მაგალითია ჩვენთვის თავისი სიტყვით, საქმით, ვაჟკაცობით, სიკეთით, სიყვარულით, თავგანწირულობით, საოცარი სიმდაბლით. სადაც საჭიროა სიმკაცრითაც. ძნელია იპოვო ადამიანი, რომელშიც ყველა ეს თვისება ერთად იყოს თავმოყრილი. ამბობენ ქუთაისელი მოძღვრები. ქუთაის–გაენათის ეპარქიაში მოღვაწეობის 25 წლისთავს ულოცავენ და კიდევ დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უსურვებენ ამ მართლაც ღვთისგან გამორჩეულ მღვდელმთავარს.

ვულოცავთ ქუთათელ გაენათელ მიტროპოლიტს მეუფე კალისტრატეს წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოებას.


დაფასდა უდიდესი ღვაწლი და უმწიკვლო თავდადებული შრომა რომელსაც არ იშურებს ქუთაის გაენათის ეპარქიის საკეთილდღეოდ იმერეთის მართლმადიდებელი საზოგადოების სულიერი მოძღვარი – მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე. ის დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით უწმინდესის და უნეტარესის საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ინტრონიზაციის 30 წლისთავთან დაკავშირებულ დღესასწაულზე. გულითადად ვულოცავთ ჩვენს მეუფეს ამ მოვლენას. უფალი ფარავდეს მას და მის მრევლს.

ჩვენი მეუფე .

  გვერდი შედგენილია მამა ალექსის ლოცვა კურთხევით 2008 წელს