ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი


გვერდი შეიქმნა ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით.

მთავარი გვერდი.
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტი
ქუთაის–გაენათის ეპარქიის ოფიციალური საიტი
მამა ჩვენი,
სრულიად საქართველოს
კათალიკოს – პატრიარქი,
უწმიდესი და უნეტარესი,
ილია მეორე.
ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი
მეუფე კალისტრატე
ქუთაის–გაენათის ეპარქიის
ეკლესია–მონასტრები.
წმინდა სინოდი
ქართველი წმინდანები
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები
ჩვენი ტკივილი
მღვდელმსახურნი
სტიხაროსნები
მგალობელთა გუნდი
გალობანი
ლოცვანი
სამხელიანი ღვთისმშობლის ხატი
ივერიის ღვთისმშობლის ხატი პორტაიტისა
ივერონის მონასტერი
პეტრიწონის მონასტერი
მრევლი
უწმინდესის ნათლულები
პრესა ჩვენს ტაძარზე.
გელათი
ბაგრატი
მოწამეთა
საქართველოს მოქმედი მონასტრები
შეკითხვა მოძღვარს
ჩვენი ფოტოარქივი
ღვთისმშობლის ხატების ვირტუალური კატალოგი
მმართლმადიდებელი საიტების ბმულები
მამა არჩილის ფოტოგალერეა
ამინდი
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.

წმინდა მამათა გამონათქვამები ლოცვის შესახებ.


მასალა მოგვაწოდა ტაძრის მორჩილმა მინდია ყიფიანმა



ლოცვა ქრისტიანის მოვალეობაა, და უპირველესიც, რომელიც მან უნდა აღასრულოს.

ლოცვის დროს მხოლოდ ის ვერ ნახულობს, ვისაც ლოცვა არ სურს.

ლოცვა უპირველესი უნდა იყოს, რადგან მის გარეშე შეუძლებელია რომელიმე მადლმოსილი საქმის აღსრულება

წმინდანთა ლოცვას უდიდესი ძალა აქვს, მაგრამ მხოლოდ მაშინ. როდესაც ჩვენ თვითონაც ხშირად გულმოდგინედ ვლოცულობთ
(ძველი პატერიკი)

როგორც თევზი ცხოვრობს წყალში და წყლით, ასევე ღვთის მოსიყვარულე სულიც ლოცვაში და ლოცვით ცხოვრობს. ეს იმისგან ხდება, რომ ღვთის მოსიყვარულე სული განუწყვეტლივ ისწრაფის და სწყურია თავისი სიყვარულის შემოქმედი. ეს სწრაფვა ზოგჯერ იმდენად დიდია, რომ ღვთის სიყვარულით ანთებული ადამიანები ძილშიც ლოცულობენ და თანაც ისე ძლიერად რომ, ზოგჯერ ლმობიერების ცრემლები გამოაღვიძებთ ხოლმე.

საკუთარი თავი აიძულე, რომ ბევრი ილოცო, ლოცვა სინათლეა სულისა
(ამბა ისაია.)

ლოცვა სიკეთეში განამტკიცებს კეთლს, ბოროტს კი, ღვთის მადლით კეთილად აქცევს.

ზოგიერთი ლოცვას იწყებს, როგორც ცოდვილი და ამთვრებს მას––როგორც მართალი.

ლოცვის დროს ცრემლები სულის საუკეთესო განსაწმენდელია; მაგრამ ლოცვის შემდეგ გახსოვდეს რაზე ტიროდი
(წმიდა ნილოს სინელი).

როდესაც ლოცვის შემდგომ დრო გავადა დაინახავ, რომ შენში ანთებული ცეცხლი ნელ-ნელა ქრობას იწყებს, მეყსეულად ისწრაფე ლოცვისაკენ და გაყინული გული გაითბე
(წმიდა იოანე ოქროპირი).

მხოლოდ ბაგეებით მლოცველი ჰაერის წინაშე ლოცულობს და არა –– ღვთის; უფალი გონებას აქცევს ყურადღებას და არა –– სიტყვებს, ადამიანებისაგან განსხვავებით
(წმიდა პეტრე დამასკელი).

უგულისყურო და ზარმაცი ლოცვა ამაოდმეტყველებაა(წმიდა ანტონი დიდი).

შენ თვითონ არ გესმის საკუთარი ლოცვა, მაშინ, როგორ გინდა, რომ უფალმა შეისმინოს ის(წმიდა იოანე ოქროპირი)?

ლოცვის დასაწყისი იმაში მდგომარეობს, რომ განიდევნოს შემოსული ზრახვები – მათი გამოჩენისთანავე; მისი შუაგული ისაა, რომ გონება გადართულია სიტყვებში, რომელსც წარმოვთქვამთ ანდა ვფიქრობთ; ლოცვის სრულყოფილება კი მისი უფალთან ატაცებაა
( წმიდა იოანე კიბისაღმწერელი).

ლოცვის დროს, როდესაც სხეული მიწისკენ იხრება, შენი სული მაღლისაკენ–– ღვთისაკენ აღემართება
(სულიერი მარგაქლიტი).

რწმენა ლოცვის აღსრულების გასაღებია. სადაც იგი არ არის, ლოცვა წარუმატებელია. ასე რომ, თუ ზოგჯერ შენი ლოცვები ამაოა, პირველ რიგში გამოიკვლიე გაქვს კი რწმენა?

ვინც საკუთარ თავს ცოდვილად არ თვლის, მის ლოცვას ღმერთი არ შეისმენს
(წმინდა ისააკ ასური).

ვისაც სურს, რომ უფალმა სწრაფად შეისმინოს მისი ლოცვა, მან ყოველი ლოცვის, თვითსაკუთარ სულზე ლოცვის წინაც ჯერ საკუთარ მტრებისთვისუნდა ილოცოს; ამის გამო უფალიმის ყოველგვარ ლოცვას შეისმენს.

ნუ მოსთხოვ უფალს ამაოსა და მცირედმნიშვნელოვანს, მითუმეტეს იმას,რაც ჩვენი სულისთვის. შესაძლოა, დამღუპველი იყოს, მაგალითად, სიმდიდრეს, პატივს და სხვა მის მსგავსს. ასეთი ლოცვა არა მხოლოდ უნაყოფოა ჩვენთვის, არამედ ცოდვადაც შეიძლება შეგვერაცხოს–– ღვთის განმარისხებელი.

დიდიხანს ლოცვის შემდეგ თუ ნაყოფს ვერ დაინახავ, ნუ იტყვი, რომ ვერაფერი მოიპოვე, რადგან თვით ლოცვაში მყოფობა უკვე მონაპოვარია; და რა არის ამაზე დიდი მადლი, ვიდრე მიელტვოდე უფალს და განუწყვეტლივ კავშირში იყო მასთან
(წმიდა იოანე კიბისაღმწერელი)?

როდესაც უფალი ჩვენი ლოსვის შესმენას აყოვნებს, ამას ჩვენს სასარგრბლოდ იქმს, რათა მოთმინება გვასწავლოს; ამიტომაც გული არ უნდა გავიტეხოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვლოცულობდით და უფალმა არ შეისმინა. ღმერთმა იცის, რა არის ადამიანისთვის სასარგებლო
(წმიდა ბარსანოფი დიდი)?

წმინდა იოანე კრონშტადტელი ლოცვის შესახებ

გრწამდეს და იმედი გქონდეს, რომ როგორც ადვილია სუნთქვა და საზრდოს მიღება, ასევე ადვილია რწმენით მიიღო ყველა სულიერი ჯილდო. ლოცვა სულის სუნთქვაა, იგისულიერად გვკვებავს. ლოცვა წყაროა ცხოველისა, რომლიტაც სული იკლავს წყურვილს.

ლოცვით ადამიანი ჭვრეტს საკუთარ თავს, ბუნებისა და ადამიანის სიბრძნეს, მადლს,ყოვლის შემძლე უფლის ძალას. ლოცვა გამუდმებული მადლიერებაა.

ლოცვა სულიწმიდის სუნთქვაა, იგი ჩვენი სულის ჰაერია, სულიერი ცეცხლი, სულის საკვები და სამოსია „ხოლო თქვენ საყვარელნო, წმიდასა მას სარწმუნოებასა თქვენსა ზედა აღაშენებდით თავთ თქვენთა, სულითა წმიდითა ილოცევდით“(იუდ.1.20).

მიტროპოლიტ ფილარიპეს თქმით, „ლოცვა არის გულის და გონების მიძღვნა უფლისადმი“.იგი არის ღმერთის მზერა, ქმნილების გაბედული საუბარი შეოქმედთან, სულისულის მოწიწებული დგომა უფლის წინაშე, ყოველივეს დავიწყება მისთვის, საზრდელი სულისა, ჰაერი, სინათლე,ცხოველსმყფელი სითბო, ცოდვათაგან გამწმენდელი, ქრისტეს ტკბილი უღელი, მისი მსუბუქი ტვირთი. ლოცვა საკუთარი უსუსურობისა და სულლიერი სისასტიკის გამუდმებული შეგრძნებაა, სულის კურთხევა, მომავალი სიკეთის იმედი, ანგელოზებრივი ნეტარება და ციური წვიმა, რომელიც განგვაახლებს და დაგვარწყულებს. ლოცვა მიწის განმანაყოფიერებელია, სულისა და სხეულის ძალა და სიმაგრე, აზრის განწმენდა და განახლება, სახის განათბა სულის ზეიმი და ოქროს ჯაჭვია, რომლიც შემოქმედსა და ქმნილებას აერთებს. იგი ყოველგვარი მწუხარებისა და ცდუნების დროს მხნეობა და სიმამაცეა, ცხოვრების პატრუქი, შეწევნა ანგელოზებრივი ღირსეულობა, რწმენის ბურჯი, იმედი და სიყვარულია, ლოცვა ანგელოზთა და წმინდანთა საუფლოა გულისთქმისაკენ დახსნა და სინანულის ცრემლის წყაროა „ მიუგო იესუ და ჰრქვა მას:უკეთუ ვისმე უყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი დამიმარხვეს და მამანცა შეიყვაროს იგი, და მოვიდეთმისა და მის თანა დავადგრეთ“(იოანე 14,23).

როდესაც ლოცულობ, გულის თვალებით შენს სულში ჩაიხედე. უფალი იქაა, შენს ფიქრებში და შენი გულის წრჶელ მოძრაობაში, ისე როგორც შენს გარეთ, ყოველგან მყოფობს იგი და არა მარტო ზესაცა და უფსკრულში.

ღმერთი ჭეშმარიტებაა. ჩემი ლოცვაც და ცხოვრებაც ჭეშმარიტი უნდა იყოს ღმერტი ნათელია. ჩემმა ლოცვამაც უნა გამინათლოს გული და გონება ღმერთი ყოველგან მყოფია, მარადიული ცეცხლია, მხურვალე, როგორც მისადმი აღვლენილი ჩემი ლოცვა.ასეთი მხურვალე უნდა იყოს ჩემი ცხოვრებაც.ღმერთი თავისუფლებაა,ასევე თავისუფლად უნდა მოედინებოდეს გულიდან ჩემი ლოცვა.იგი ადამიანური სულის სიმდიდრეა, თუ გულით ღმერთთან შეერთება ისურვე, იგი მაშინვე შენთან გაჩნდება.

მშვენიერია ჩვენი ლოცვები! ჩვენ მივეჩვიეთ მის სიტყვებს, ამიტომ საჭიროა უცხო თვალით შევხედოთ მას, ჩაუკვირდეთ და წარმოვიდგინოთ, რომ პირველად ვისმენთ

ლოცვა უცილობლად გულწრფელი,სრულიად თავისუფალი უნდა იყოს და არა ძალდატანებითი, ტრადიციით თუ ჩვენით გამოწვეული. საერთოდ, ლოცვა უნდა იყოს უფლის წინაშე სავსებით შეგნებული ამონათქვამი სულისა. „უფალს უხსნი ჩემ სულს“,- ასე ლოცულობდა სამოელის დედა ანა

უფალს უნდა, რომ მას გამუდმებით ვესაუბრებოდეთ,რათა ჩვენი ცოდვით გაველურებულები და მისგან მოწყვეტილი შვილები,მიგვიზიდოს,სიყვარულის მკლავებში მოგვაქციოს და განგვწმინდოსმსგავსად იმ კეთილი მშობლისა, რომელიც ტავის უზნეო შვილებს იფარავს.

ლოცვის ჟამს აუცილებელია გააზრებული და განსაკუთრებული მორჩილება. იგი განსაკუთრებულად მაშინ მოგვეთხოვება, როცა საუფლო ლოცვას-„მამაო ჩვენოს“ წარმოვთქვამთ. მორჩილება ანადგურებს მტრის ყველა ხრიკს. ოჰ, რა ჭარბად არის ჩვენში ფარული სიამაყე. რა ხშირად ვამბობთ:ეს ვიცი, ეს კი არ მჭირდება, ეს ზედმეტია, ეს ცოდვა არ მაქვს. რამხელა „სიბრძნეს“ ვიჩენთ ამგვარი საუბრისას.

გამოცდილება გვასწავლის,ორი ან სამი ერთად მლოცველი ადამიანის გულითად ლოცვას უფალი უმალ შეისმენს, რომ ლოცვის ჟამს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ თუ როგორ ბინდდება გარეთ,ანდა როგორ გვავიწროებს მტერი. ამ დროს მტკიცედ დაეყრდენი თვით ლოცვის სიტყვებს და ირწმუნე, რომ მასში დამალულია სულიწმიდის საიდუმლო: ჭეშმარიტება, სინათლე,ცხოველმყოფელი ცეცხლი, ცოდვატა მიტევება, სიმშვიდე და გულის სიხარული, ცხოვრება და ნეტარება.

როცა არ ლოცულობ, უგუნურად და განუსჯელად იქცევი, რადგან ყოველმხრივ განალაღებ ხორცს, ასიამოვნებ და აძლიერებ მას, სულს კი უგულებელყობ.ყოველი ადამიანი ხომ ორი დაპირისპირებულისაწყისი- სულისა და ხორცის მთლიანობაა.

ჭეშმარიტი ქრისტიანი მოუკლებლად უნდა ლოცულობდეს, რადგან გამუდმებით სცოდავს.მადლიერებაც მუდმივი უნდა იყოს, რადგან უფალი ყოველ წუთს გვიგზავნის წყალობას,მისდამი შიშიც უსაზღვროდ დიდია. ღმერთს ხოტბასაც გამუდმებით უნდა უძღვნიდეთ, რადგან ყოველთვის ვხედავთ მის საქმეთა სიდიადეს,რაც განსაკუთრებით ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულში ვლინდება.

ჩვენი გული ყოველდღიურად კვდება სულიერი სიკვდილით. თბილი, სევდიანი ლოცვა აცოცხლებს მას,აწყებინებს სუნთქვას თუ ყოველდღიურად გამუდმებით არ ვლოცულობთ, მაშინ სულიერი სიკვდილი დაგვეუფლება.

ამბობენ: თუ სიყვარული არ გაქვს, ნუ ილოცებ. მზაკვრული ამსოფლიური სიბრძნეა. თუ არ ილოცებ, თუ არ ილოცებ ამით შენს სულს განალაღებ და განუდგები უფალს. „სასუფეველი ცათაჲ იიძულების“ (მათ.11.12), კეთილი საქმის გარეშე ვერ გადარჩები.

მლოცველებს სწამთ, რომ უფალი მაშინ მიაგებს სანაცვლოს, როდესაც არ ელიან.

როდესაც ლოცულობ, მტკიცედ გწამდეს და გახსოვდეს,რომ ყოველი აზრი და სიტყვა შესაძლოა იქცეს საქმად. „რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღვთისა ყოველი სიტყვა“(ლოკ 1,37), გაუფრთხილდი სიტყვას, რადგან ძვირფასია იგი „ხოლო მე გეტყვ თქვენ, რამეთუ რამეთუ ყოველი სიტყუა ყქმი რომელსაც იტყოდიან კაცნიმისცენ სიტყუა მისთვის დღესა მას სასჯელისასა“(მათე 12,36)

ლოცვის დროს თუ უსიცოცხლოდ გრძნობ თავს, თუ შენი სული და ხორცი თვლემს, საკუთარი თავი შეაგულიანე შეკითხვით: ვისთან საუბრობ სულო ჩემო? ამის შემდეგცოცხლად წარმოიდგინე უფალი და უდიდესი გულჩვილობითა და ცრემლით ილოცე, ამ გზით შენი მოდუნებული ყურადღება გამახვილდება, გონება და გული განათლდება, ყველაფერი გაცოცხლდება. აი რას ნიშნავს უფალთან სიახლოვე და მასთან ერთად სიარული. თუ კი ვერ ბედავ, სულო ჩემო, სენზე აღმატებულ ადამიანებთან უსიცოცხლოდ და აგდებით ლაპარაკს, რომ არ შეურაცხყო ისინი, მაშინ რატომ ბედავ ლოცვის ჟამს უხალისოდ და აგდებით ესაუბრო უფალს?

მთელი ძალები მოიკრიბე, რომ არ იცრუო,ეცადე, რომ ყოველი სიტყვა გულის სიღრმიდან მოდიოდეს, რადგან ნათქვამია „ღრმითგამო ღაღად ვყავ შენდამი უფალო“(ფსალმუნი129,1). იზრუნე ძალიან რათა შენი ლოცვა იყოს გულწრფელი, მისი ყოველი სიტყვა გაითავისე და პატივი ეცი.

ლოცვისაა და ყოველი საქმის აღსრულებისას იყავ მიმნდობი, ნუ მიეცემი ეჭვსა და დამღუპველ ოცნებას. დაე, თვალნი შენი სულისა იყოს მარტივი, რათა შენი ლოცვა, საქმეები და თავად ცხოვრებაც ნათელმა მოიცვას.

როდესააც უფლის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და წიმმინდანების წინაშე ლოცულობ, გახსოვდეს რომ, უფალი ყოველივეს შენი გულის მიხედვით გაძლევს. „ვიხარებდეთ ჩვენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩვენისაჲთა ჩუენ განვდიდნეთ,აღგისრულენ, უფალმა ყოველი თხოვაჲ შენი“(ფსალმუნი19,5), როგორიცაა გული ისეთია ჯილდოც. თუ რწმენით გულწრფელად და მხურვალედ ილოცებ, მაშინ სამაგიერო უფლისაგან შენი რწმენის, გულის სიმხურვალის შესაბამისად მოგეცემა. თუ შენი გული ცივი, მცირედმორწმუნე და ფარისეველია, შენი ლოცვა ნაყოფს ვერ გამოიღებს. მეტიც, იგი განარისხებს უფალს, რომელიც არის სული და ეძიებს იმას ვინც მას თაყვანს სცემს სულითა და ჭეშმარიტებით.

ლოცვის ჟამს ყოველმხრივ ეცადე , რომ მთელი გულით შეიგრძნო ჭეშმარიტება და ძალა ლოცვისა. და გამოიკვებე მისით, როგორც უხრწნელი საკვებით, დარწყული როგორც ციური ცვარით, გული გაითბე მისით, როგორც ღვთიური ცეცხლით.

ლოცვის სიტყვებს –– „უფალო შემიწყალე“¬–– შეისმენს ღმერთი და შეასრულებს კიდეც, თუკი მას მთელი გულით წარმოვსთქვამთ. ასეთი ძალა აქვს ლოცვის სხვა სიტყვებსაც. ჩვენი სიტყვებით წარმოთქმული, გულწრფელი ლოცვაც შეისმინება, თუ მას უბრალო გულით და დაეჭვების გარეშე ვიტყვით.

ილოცე სხვისთვის მაშინ, როცა ამას თავად ეს ადამიანი ან მისი ახლობელი გთხოვს. უფალი წყალობით უყურებს ჩვენს შემართებას. სხვათათვის ლოცვა სასარგებლოა თვით მლოცველისათვისაც. იგი წმენდს ჩვენს გულს, ამტკიცებს უფლისადმი რწმენას და სასოებას, აძლიერებს ღვთისა და მოყვასის სიყვარულს.

როდესა მიცვალებულის სულისთვის ლოცულობ, თავს ძალა დაატანე, რათა მთელი გულით ილოცო. გახსოვდე, რომ ეს არა მხოლოდ მღვდლის არამედ შენი ძირითადი ვალიცაა. წარმოიდგინე რა აუცილებელია მიცვალებულისთვის სიმშვიდე და როგორ საჭიროებს ცოცხლისაგან ლოცვას ის, ვინც ერთიანი სხეულის, ეკლესიის წევრი იყო. უფლის წინაშე მიცვალებულისათვის რწმენითა და სიყვარულით ლოცვა ბევრს ნიშნავს.

ევედრე უფალს მიცვალებულთა მოხსენიებისათვის, დილა-საღამოს ილოცე წინაპრების სულისათვის,დაე, ცოცხლობდეს შენში გარდაცვლილთა ხსოვნა, დაე, არ ჩაქრეს შჱნში სიკვდილის შემდგომი იმედი. დაე, შეეგუოს შენი სული ყოველდღიურ ფიქრს მომავალი საიქიო ცხოვრების შესახებ.

როდესაც პირველად ან იშვიათად ვლოცულობთ, ხალისით, დიდი გრძნობით წარმოვთქვამთ ლოცვის სიტყვებს, მაგრამ შემდეგ რაც უფრო ხშირად ვიმეორებთ, მით უფრო გვიIრება მათი წაკითხვის სურვილი. ისინი აღარ გვაინტერესებს, გვიჭირს რომ, წინადადებები გრძნობით ვიკითხოთ. ასეთ დროს უნდა წარმოვიდგინოთ,რომ პირველად ვკითხულობთ იმ შესანიშნავ სიტყვებს, რომლებიც თავიდან ასე ძლიერ გვაინტერესებდა, შემდეგ კი მივეჩვიეთ. გულით უნდა ჩაუკვირდეთ ლოცვის ყველა სიტყვას და მოუფრთხილდეთ. სულის ამგვარი მდგომარეობა პირველშობილი ცოდვის შედეგია. იგი ჩვენმა მცირედმორწმუნეობამ წარმოშვა. დღემდე ვერ შევძელით რწმენაში განმტკიცება, ვერ დავძლიეთ მერყეობა, ჩვენი ბუნების ამგვარი ვისება თავს იჩენს არა მხოლოდ ლოცვასა და რწმენაში, არამედ ადამიანებთან ურთიერთობაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, საერთოდ ყველა სათნოებაში.

გულწრფელად საქმითა და სიტყვით შეეწევი სხვებს სულიერ ცხოვრებაში? უსურვებ კი წარმატებას მათ მთელი გულით? თავად კი აღწევ წარმათებას? განა არ ემორჩილები ვნებებს? გახსოვდეს, უფალი თავის ნათელი თვალებით ყველაფერს ჭვრეტს.მას უბრალო გულით, მხურვალე სულით უნდა ვთხოვოთ დახმარება და ნამდვილად შეგვეწევა.

ლოცვის სიტყვების სიღრმეს იმიტომ ვერ შევიგრძნობთ, რომ სიამაყის ვნებით ვართ ძლეული და საკუთარ ცოდვებს ვერ ვხედავთ. ლოცვა ადამიანს ასწავლის, ქედმაღალია თუ თავმდაბალი, რაც უფრო გრძნობით და მხურვალედ ლოცულობს კაცი, მით უფრო მორჩილია იგი და რაც უფრო უგრძნობია და ცივი მისი სიტყვები, მით უფრო ამაყია მისი ბუნება.

ხშირად ხდება ხოლმე, რომ სხვას ფიქრობს კაცი და სხვას ამბობს.ამგვარი ორსახოვნება თვით ყოვლისმხილველ უფალთან საუბრისას, ლოცვის ჭამს გვეუფლება. ხშირად არ თანაუგრძნობთ ლოცვის სიტყვებს, თუმცა გვესმის მისი მნიშვნელობა. საშინელი, სატანური გაორებაა. იგი პირველცოდვის ნაყოფია: „ და ვთქუ განკვირვებისა ჩემისა, რამეთუ ყოველი კაცი ცრუ არს“(ფს115,2). ჩვენი გული სიცრუის სვეტია, მისი განწმენდა მხოლოდ ლოცვითაა შესაძლებელი. უფალი ბრძანებს: „თაყვანისცემა სულითა და ჭეშმარიტებით ხდება,“ თუკი ლოავის ჟამს ჩვენ გულს ჭეშმარიტებას დავანანებთ,მაშინ ცხოვრებაშიც თავს სიცრუის თქმის უფლებას აღარ მივცემთ. გულწრფელი და ჭეშმარიტი ლოცვა ჩვენს გულს სიცრუისაგან წმენდს და ამ ვნებისაგან გვათავისუფლებს. იმისთჳის, რომ უფალთან საუბრისას ჩვენს გულში ჭეშმარიტებამ დაისადგუროს, ლოცვის თვითჱულ სიტყვას უნდა ღრმად ჩაუკვირდეთ, გავაცნობიეროთ იმის საჭიროება, რასაც უფალს ლოცვით ვთხოვთ. მადლიერება უნდა გამოვიჩინოთ შემოქმედის მიმართ ურიცხვი სიკეთისა და თანადგომისათვის.

ლოცვის დროს ხშირად დაუდევრობასა და საზარმაცეს ვავლენთ. გვსურს ვილოცოთ, ვიწყებთ კიდეც, მაგრამ ვცდილობთ, რაც შეიძლება ზედაპირულად და სწრაფად წარმოვსთქვათ სიტყვები, გულის სიღრმეში არც კი ვიხედებით, ამგვარი ლოცვა ქარს ჰგავს: იხმაურებს, გაიქროლებს და ყველაფერს იქვე ამთავრებს.

ხშირად სხვა ადამიანების თანდასწრებით ლოცვა გვრცხვენია,სიტყვებს უხალისოდ და უგულოდ წარმოვსთქვამთ. ასედ დროს უფლისათვის საძულველი და კაცთათვისა მაამებელი სირცხვილი უნდა ვძლიოთ, ხამამღლა, უბრალო გულით უნადა ვილოცოთ და წარმოვიდგინოთ, რომ უფლის წინაშე ვდგავართ და გარშემო სხვები არ არსებობენ. „ რამეთუ რომელსა იგი სირცხვილ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთა, ნათესავსა ამასა მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისაგან არცხვინოს მას, რა ჟამს მოვიდდეს დიდებითა მამისათა ანგელოზთა თანა წმიდათა“ ( მარკოზი 8,38).

ერთობლივი ლოცვით ცხოვრებისეული ვნებებით განმტკიცებული ადამიანის სულის კედელი ლღვება, ქრება ეგვიპტური სიბნელე ცდუნებისა და მავნე მისწრაფებებისა, რომლებიც გვამძიმებენ და ლოცვაში ხელს გვიშლიან. ისინი მით უფრო ადვილად დაიძლევიან, რაც უფრო უბრალო და მართალ ადამიანებთან ერთად ვილოცებთ.

წმინდანებს ჰქონდათ განათებული თვალი გულისა, „ხმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მისთანა ვიყო ჭირსა შინა, ვიხსნა იგი და ვადიდო იგი“(ფს 90,15). ისინი ამ თვალით ნათლად ხედავენ, თუ როგორ გაიხრწნა ჩვენი ბუნება ცოდვის გამო. მათ იცოდნენ როგორ უნდა გველოცა, რა უნდა გვეთხოვა უფლისათვის და როგორ გვედიდებინა იგი.ამიტომ დაგვიტოვეს ლოცვის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები. ო, რა სიღრმეა მათში, თუმცა ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ მას, მაშინ როცა შესანიშნავად ვიცით საჭმელ-სასმელის, მდიდრული სამოსის, თეატრალური სანახაობების თუ მაღალ წრეში მიღებული ლიტერატურის (რომანების) ფასი. ხოტბას ვასხამთ წარმავალ სიკეთეს, ამაო მჭერმეტყველებას, მაშინ როცა ლოცვის მძივს ფეხებით ვთელავთ, მაღალი წრის ყოველგვარ ნასუფრალს გულის კარს ფართოდ ვუღებთ, ლოცვას კი ერთ ვიწრო კუნჭულსაც არ ვუთმობთ.

ათასჯერ მიგვრძვნია გულით, რომ წმიდა საიდუმლოში მონაწილეობისას ან გულითადი ლოცვის შემდეგ უფლისა და ღვთისმშობლის მადლით როგორ განქარვებულა ჩემი მწუხარება და ტკივილი სულისა, რომელიც გულზე მძიმე ლოდივით მაწევს, როგორ განწმენდილა და განათებულა ღვთიური სიბრძნით ჩემი ბუნება და როგორ განწმენდილა სულმოკლეობა და მჭმუნვარება , ბილწი ვნება და უსასოობა სულისა, ბევრჯერ შევცვლილვარ ყველას გასაოცრად სასწაულებრივი და დიდებული ცვლილებით, რომელსაც უფალი ჩემგან ცოდვათა გაფანტვით ახდენდა.

ყოვლისმცოდნე უფალმა ისედაც უწყის, რა გვიჭირს და რა გვილხინს მაგრამ ჩვენი სულის განსაწმენდად და განსანათლებლად აუცილებელია მისდამი ლოცავ. კარგია მზეზე დგომა, იქ სითბოცაა და სინათლეც, ასევე ხდება ლოცვის დროსაც, ამ დროს ჩვენი სულიერი მზე, უფალი, სითბოსაც გვიგზავნის და გვაკურთხებს კიდეც.

განუწყვეტლივ მხურვალე ლოცვას იმის მტკიცე რწმენამდე მივყავართ, რომ ჩვენი სული უკვდავია, იმქვეყნიური არამიწიერი სამყარო კი სანეტარო, რადგან ლოცვის ჟამს განცდილ ნეტარებას ადამიანი უფლისგან იღებს, მთელ ძალას კი მისგან, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისაგან ანგელოზთა დასაისა და წმინდანებისაგან სესხულობს.

„ და მოიქცა უფალი და მოჰხედა პეტრეს, და მოეხსენა პეტრეს სიტყვა იგი უფლისა... და განვიდა გარე, და სჰტიროდამწარედ“(ლოკა, 22.62-61). ახლა, როდესაც იეო გვიყურებს ჩვენი ცოდვების გამო მწუხარედ ვტირით. ცრემლიანი ლოცვა კი იმას ნიშნავს, უფალმა შემოგვხედა ყოვლისგანმაცხოველებელი გულისა და სხეულის გამომცდელი მზერით. როდესაც ლოცვები გტანჯავენ და გამოსავალს ვერ პოულობ, გულს მწუხარება და მოწყენილობა ეუფლება, ასეთ დროს ნუ დაკარგავ იმედს, რადგან უფალი განსაცდელში მარტო არ დაგტოვებს, გადმოედინება ცრემლის ნალკადული და ბოროტების ყველა ხლართს წაშლის.

მიყვარს ლოცავ, განსაკუთრებით საკურთხეველში, წმიდა ტრაპეზთან ან სამსხვერპლოსთან რადგან უფლის მადლით მის სახლში სასწაულებრივად ვიცლები, სულიდან მეხსნება ეკლები, ვნებათა ხლართები, გულზე მეშვება, ვნებათა მომხიბლაობა და მიმზიდველობა ქრება, ამ დროს თითქოს ვკვდები ქვეყნისათვის,ქვეყნიერება კი მთელი თავისი წარმავალი სიკეთით კვდება ჩემთვის. ვცოცხლობთ ღმერთში და ღმერთისათვის მთლიანად ვაღწევ მასში და ვხდები ერთ სულ. ვემსგავსები ყრმას, რომელიც დამშვიდებულია დედის კალთაშჲ. ჩემი გული ზეციური, ტკბილი სამყაროთი ივსება, სული ცისკროვნდება ციური ნათელით. ყველაფერს ნათლად ვხედავთ, ყველაფერს სწორად ვუყურებთ. გული მილღვება და ყველას მიმართ უსაზღვრო სიყვარულით ვივსები. ო, რა ნეტარია სული უფალთან! ეკლესია ჭეშმარიტად სამოთხეა მიწაზე.

როდესაც უფალს სთხოვ, გაგინათოს გონება, გაგინათოს გული, გგონია თითქოს არ ესმის და უკუნეთსა და სიცივეში გტოვებს. ნუ დაღონდები და უსასოება სიფიცხე ნუ შეგიპყრობს. ასეთ დროს უფალი შენს რწმენას, მოთმინებას, ერთგულებასა და სასოებას გამოცდის. გახსოცდეს, მისთვის ძალზე იოლია ერთ წამში გულის წყვდიადი გაგიფანტოს და ნათელი მოგფინოს.

როდესაც მთელი გულით ვლოცულობთ, სულში სიმშვიდე, სითბო, სიმსუბუქე და სინათლე ივანებს, რადგან ჩვენ უფალთან ვართ და უფალი ჩვენშია. ხოლო როდესაც ლოცვას განვეშორებით, სხვადასხვაგვარი ცდუნება გვეწყება. ო, რა ნეტარია ჭამი ლოცვისა!

რაში გამოიხატება უფლისა და მისი წმინდანების ლოცვა და სიყვარული ჩვენდამი-უღირებისადმი? იმაში, რომ ისინი გვიგზავნიან იმ სულიერ სიკეთეს, რომელიც ლოცვებში ვითხოვეთ. ხშირად ისინი ნივთიერადაც შეგვწევიან, ტუკი ამას აუცილებლობა მოითხოვს, თუ ყოველთვის რწმენით ილოცებ აუცლებლად მოგეცემა ის, რაც ასე ძალიან გსურდა.

წიგნიდან „ჩემი ცხოვრება ქრისტეში“

ვისაც გადარჩენის სურვილი აქვს, მას ყოველთვის უნდა ჰქონდეს მონანიებისადმი განწყობილი და შემუსვრილი გული: „ გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს“
(ფსალმუნი50,17) ჩვენ მთელი ცხოვრება ცოდვით დაცემით შეურაცვყოფთ ღვთის სიდიადეს, ამიტომაც, ყოველთვის მორჩილებით უნდა ვთხოვოთ უფალს ცოდვათა მიტევება. შეიძლება თუ არა მადლგანძარცვული ადამიანი, დაცემის შემდეგ აღსდგეს მონანიებით? შეუძლია- როდესაც წმიდა წინასწარმეტყველმა ამხილა დავითიცოდვაში, მან მოინანა და იქვე მიიღო პატიება(შენიშვნა, სწორედ მაშინ დაიწერა 50-ე ფსალმუნი). როდესაც ჩვენ გულწრფელად ვინანიებთჩვენს ცოდვებს, მხურვალედ შევსთხოვთ უფალს პატიებას, მას უხარია. ჩვენს გამო სასუფეველში, უფალთან დავანებულებიც იშვებენ და მხიარულობენ, მომნანიებელი სულიც მომნანიებელი სულიც მათთან ერთად დღესასწაულობს. ამგვარად ნუ დაგაყოვნებთ, დაცემისას მრავალმოწყალე უფალს მივმართოთ, არ მივეცეთ დაუდევრობასა და სასოწარკვეთილებას ჩვენი მძიმე და უთვალავი ცოდვების გამო. სასოწარკვეთა კი ეშმაკისათვის სრული სიხარულია, ის არის მომაკვდინებელი ცოდვა. ცოდვის მონანიება იმაში მდგომარეობს, რომ კვლავ არ ჩვაიდინოთ ის, როგორ ყველა დაავადება იკურნება მკურნალობით, ასევე ყველა ცოდვა იკურნება მონანიებით. ამგვარად აუცილებელად შეუდექით მონანიებას და ის გიშვამდგომლებს ღვთის წინაშე.
წმიდა მამა სერაფიმე საროველი(იბეჭდება მცირე შემოკლებით) მდგომარეობს არა მარტო იმაში, რომ იშვიათად ჭამო არამედ იმაშიც, რომ ცოტა ჭამო... საკვები ყოველ დღე იმდენი უნდა მიიღო, რომ სხეული განმტკიცდეს და სულისთვის სათნოების შესრულებაში მეგობარი და დამხმარე იყოს, სხვაგვარად სხეულს დაუძლურების დროს სულიც სუსტდება... მარხვის დროს მამების მაგალითის მიხედვით საკვები დღეში ერთხელ მიიღეთ და უფლის ანგელოზიც არასოდეს განგეშორებათ
წმიდა მამა სერაფიმე საროველი.

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი.
სადაც არ უნდა ვიყო, განმარტივებით თუ კაცთა შორის, ქრისტეს ჯვრიდან ჩემს სულს სინათლე და ნუგეშინისცემა ეფინება. მთელ ჩემს არსებაში გამჯდარი ცოდვა განუწყვეტლივ ჩამძახის: „ჩამოხედ ჯვრიდან!“ მეც ჩამოვდივარ ჯვარის გარეშე ვლოცულობ ცხოვრებას და მყისვე სულიერი ქარტეხილები მატყდება თავს- შფოთვის მორევი მითრევს. ჯვარიდან ჩამოსული ქრისტეს გარეშე ვრჩები. როგორ ვუშველო თავს? ქრისტეს ვევედრები კვლალ ჯვარზე დამაბრუნოს, ვევედრები და თანაც ვცდილობ ჯვარს ვეცვა, რადან გამოცდილებით დავრწმუნდი: ვინც ჯვარს არ ცმულა ის ქრისტიანი არ არის. ჯვარზე სარწმუნოებას ავყავართ, იქიდან კი ურწმუნოებით სავსე ცრუ გონებას ჩამოვყავართ. როგორც მე თვითონ ვიქცევი, იმასვე ურჩევ ჩემ ძმებს.

ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის არის ბრძოლა ეშმაკთან და სიკვდილის უარყოფა. ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის სიცოცხლისთვის ბრძოლაადა სიცოცხლის დამტკიცებაა. რომელის ჭეშმარიტი ლოცვა? ის, რომელიც შენ სიკვდილზე ძლიერი გაგხდის, რომელიც სიკვდილის შიშსა და საშინელებაზე გაიმარჯვებს. ტუ კი ლოცვის შემდეგ საკუთარ თავში ჩაიხედავ და წინანდელ სიკვდილის შიშს დაინახავ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშმარიტი არ იყო. და და თუ ლოცვის შემდეგ საკუთარ სულში სიკვდილის მიმართ გულგრილობას შეამჩნევ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშმარიტი იყო. როდესაც ლოცვის შემდეგ იგრძნობ სურვილს, რაც შეილება , სწრაფად შეუერთდეჭეშმარიტ ცხოვრებას იცოდე: შენი ლოცვა ძლევამოსილი იყო. მაცხოვარმა ჯერ კიდევ ჯვარცმამდე დაამარცხა სიკვდილი, როდესაც გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა. გეთსიმანიის ლოცვა სინამდვილეში ერთადერთი სახეა სრულყოფილი ლოცვისა, რომელიც ოდესმე აღსრულებულა ადამიანთა მდგომარეობაში.
წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

   გვერდი შეიქმნა მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით 2008 წელს