ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი


გვერდი შეიქმნა ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით.

მთავარი გვერდი.
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტი
ქუთაის–გაენათის ეპარქიის ოფიციალური საიტი
მამა ჩვენი,
სრულიად საქართველოს
კათალიკოს – პატრიარქი,
უწმიდესი და უნეტარესი,
ილია მეორე.
ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი
მეუფე კალისტრატე
ქუთაის–გაენათის ეპარქიის
ეკლესია–მონასტრები.
წმინდა სინოდი
ქართველი წმინდანები
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები
ჩვენი ტკივილი
მღვდელმსახურნი
სტიხაროსნები
მგალობელთა გუნდი
გალობანი
ლოცვანი
ქუთაისის ეპარქიის ეკლესია–მონასტრები. (ეპარქიის საიტიდან)
სამხელიანი ღვთისმშობლის ხატი
ივერიის ღვთისმშობლის ხატი პორტაიტისა
ივერონის მონასტერი
პეტრიწონის მონასტერი
მრევლი
უწმინდესის ნათლულები
პრესა ჩვენს ტაძარზე.
გელათი
ბაგრატი
მოწამეთა
საქართველოს მოქმედი მონასტრები
შეკითხვა მოძღვარს
ჩვენი ფოტოარქივი
მართლმადიდებელი ხატების ვირტუალური კატალოგი
მმართლმადიდებელი საიტების ბმულები
მამა არჩილის ფოტოგალერეა
ამინდი

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი.


ამ სურათზე აღბეჭდილია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, კარიბჭის ანუ პორტაიტისა, ათონის მთაზე , ივერონის მონასტრის იღუმენია და მფარველი.
მოკლედ მოგახსენებთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორიის შესახებ.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორია იწყება მეცხრე საუკუნიდან. თეოფილე კეისრის მეფობის ჟამს ბიზანტიაში ხატმებრძოლეობის პერიოდი მძვინვარებდა
ბიზანტიის კეისრის ჯარისკაცებმა და ქვეშემრდომებმა ხატების დევნა და განადგურება დაიწყეს. მეფის ბრძანებით , ყველა ქალაქსა და სოფელში მხედრები გაგზავნეს გადამალული ხატების მოსაძებნად და გასანადგურებლად. სასტიკად სდევნიდნენ ქრისტიანთა სახლებს, აწამებდნენ და კლავდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, არბევდნენ და ანადგურებდნენ მართლმადიდებლურ სიწმინდეებს, ხატებს . იმ დროს ქალაქ ნიკეაში, ერთი ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა ერთადერთ ვაჟთან ერთად. სახლში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ესვენა და მის წინაშე ლოცულობდა. მეფის გაგზავნილმა ხალხმა ეს ხატი იპოვეს და ერთ–ერთმა მათგანმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მახვილი აძგერა. ხატიდან სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემული მხედარი გადმოცემის მიხედვით , მოინათლა და შემდგომ ბერად აღიკვეცა. დანარჩენ მხედრებს ქვრივი შეევედრა და ფულსაც დაპირდა ოღონდ მეორე დღემდე მოეცადათ. მთელი ღამე ილოცა ქვრივმა ღვთისმშობლის ხატის წინაშე მერე ზღვის პირას მიიტანა და გულწრფელი ლოცვით ღვთისმშობელს შესთხოვა შველა: „ზეციურო დედოფალო, შენ მეუფებ ყველა ქმნილებას, შენ შეგწევს ძალა, დაგვიხსნა ჩვენ უსჯულო მეფის რისხვისაგან და იხსნა შენი ყოვლადწმინდა ხატი ჩაძირვისაგან“. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ხატი ზღვაში ჩაუშვა და ტალღებს მიანდო. იგი სასწაულის მოწმე გახდა: წმინდა ხატი ზღვის ტალღებზე აღიმართა და დასავლეთისაკენ დაიძრა. ამ ხილვით დამშვიდებულმა ქალმა მადლობა შესწირა წმინდა ქალწულს და ვაჟს შეევედრა გაქცეულიყო ბერძენთა ქვეყანაში . ვაჟმა მორჩილად შეისმინა დედის თხოვნა, ღვთის ნებით ბერად აღიკვეცა და ათონის მთის იმ ადგილას დამკვიდრდა სადაც შემდგომში ივერთა ქართული მონასტერი დაარსდა. სწორედ მისგან შეიტყვეს ამ წმინდა მთის ბინადრებმა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ისტორია. მას შემდგომ დიდი დრო გავიდა. ღვთის განგებით ზღვამ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ათონის მთასთან მიაცურა. ერთხელ , შეღამებისას, ათონის ივერონის მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს, რომელიც ცამდე წვდებოდა – ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ბრწყინავდა ასე. ბერებმა რამდენჯერმე სცადეს მიახლოება და ხატის ამოსვენება , მაგრამ ამაოდ. იგი ზღვის ნაპირს შორდებოდა და არავის იკარებდა. ამ დროს ივერთა მონასტერში ერთი ქართველი ბერი , სახელად გაბრიელი მოღვაწეობდა. ზაფხულობით მიუვალ კლდეებში ცხოვრობდა, ზამთრობით კი მონასტერში. მხოლოდ წყლითა და ბალახებით იკვებებოდა. სხვა საზრდელს პირს არ აკარებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სწორედ ამ წმინდა ბერს გამოეცხადა და უთხრა: „ შემოდი ზღვაში , ტალღებზე რწმენით გაიარე და მაშინ ყველა იხილავს ჩემს სიყვარულსა და წყალობას თქვენი სავანისადმი.“ გაბრიელი მართლაც ჩავიდა ზღვაში, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე ისე გაიარა და წმინდა ხატი ნაპირზე გამოიყვანა. იმ ადგილას სადაც პირველად ხატი დაასვენეს, ცივმა და საამო წყარომ ამოჩქეფა, რომელიც დღემდე მოედინება. შემდეგ ხატი ეკლესიაში გადაიყვანეს და საკურთხეველში დააბრძანეს. მეორე დილით იგი იქ აღარ დახვდათ. დიდი ძებნის შემდეგ ხატი კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ბერებმა დიდი მოწიწებით ისევ საკურთხეველში დაასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ისევ გამოეცხადა გაბრიელ ბერს და უთხრა: „ მნებავს, რომ არა თქვენ მიცავდეთ მე, არამედ მე გიფარავდეთ თქვენ არა მხოლოდ ამქვეყნად , არამედ სამუდამოდ და სანამ ჩემი ხატი ამ სავანეში იქნება, არ მოგაკლდებათ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა იესო ქრისტესიო“. მონასტრის მკვიდრნი დიდი სიხარულით აღივსნენ. იქვე პატარა ტაძარი ააგეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებლად და საკვირველმოქმედი ხატიც იქ დაასვენეს. მას „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი“ ეწოდა. იგი დღემდე ათონის მთაზე იმყოფება ივერონის მონასტერში. .


ივერონის მონასტრის და წმინდა ათონის მთის ხედები.





  გვერდი შეიქმნა მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით 2008 წელს