ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი


გვერდი შეიქმნა ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით.

მთავარი გვერდი.
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტი
ქუთაის–გაენათის ეპარქიის ოფიციალური საიტი
მამა ჩვენი,
სრულიად საქართველოს
კათალიკოს – პატრიარქი,
უწმიდესი და უნეტარესი,
ილია მეორე.
ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი
მეუფე კალისტრატე
ქუთაის–გაენათის ეპარქიის
ეკლესია–მონასტრები.
წმინდა სინოდი
ქართველი წმინდანები
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები
ჩვენი ტკივილი
მღვდელმსახურნი
სტიხაროსნები
მგალობელთა გუნდი
გალობანი
ლოცვანი
სამხელიანი ღვთისმშობლის ხატი
ივერიის ღვთისმშობლის ხატი პორტაიტისა
ივერონის მონასტერი
პეტრიწონის მონასტერი
მრევლი
უწმინდესის ნათლულები
პრესა ჩვენს ტაძარზე.
გელათი
ბაგრატი
მოწამეთა
საქართველოს მოქმედი მონასტრები
შეკითხვა მოძღვარს
ჩვენი ფოტოარქივი
ღვთისმშობლის ხატების ვირტუალური კატალოგი
მმართლმადიდებელი საიტების ბმულები
მამა არჩილის ფოტოგალერეა
ამინდი
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.

წმიდა წერილი მარხვის შესახებ


მასალა მოგვაწოდა ტაძრის მორჩილმა იოსებ აბულაძემ

ზოგიერთი სექტა მარხვას საერთოდ უარყოფს, არადა ბიბლიში, როგორც ძველ ისე ახალ აღთქმაში უამრავი მაგალითია მარხვის შესახებ:

მარხვის გატეხვით ანუ აკრძალული ხილის ჭამით ადამმა და ევამ დაკარგეს სამოთხე (სიტყვა მარხვა ნიშნავს რაიმეს შენახვას, დამარხვას. ამ შემთხვევაში ღვთის მიერ მიცემული კანონის დაცვას, შენახვას).
(დაბ. 3.17.23)

მოსე წინასწარმეტყველმა, სინას მთაზე 40 დღის მარხვის შემდეგ მიიღო ღვთისაგან აღთქმის ფიქალები.
(რჯლ.9.9-11)

დანიელ წინასწარმეტყველმა სწორედ მარხვის შემდეგ მიიღო წინასწარმეტყველების ნიჭი.
(დან. 1. 8,16-17)

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები მარხულობდნენ: ,,ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე”.
(ნეემ. 1.4.)

,,შეიკრიბნენ ისრაელიანები - მარხულნი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მტვერდაყრილნი”.
(ნეემ. 9.1.)

,,ხოლო რაჟამს იგინი მაწირვებდიან მე, შევიმოსე ძაძაჲ და დავიმდაბლე მარხვითა სული ჩემი და ლოცვაი ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს”
(ფსალმ. 34.13)

,,პირი მივაქციე უფალი ღმერთისაკენ და მივმართე ლოცვითა და ვედრებითა, მარხვაში, ჯვალოში და ნარში”.
(დან. 9.3)

,,იწამე ნინევიელებმა რმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან პატარაიანად ჯვალოთი შეიმოსნენ... შეინანა ღმეღმერთმა ბოროტისყოფას რომ უპირებდა და აღარ უყო”.
(იონ. 3.5)

,,შეიკრიბნენ მიცფაში, ამოჰქონდათ წყალი და უღვრიდნენ უფალს და მარხულობდნენ იმ დღეს. თქვეს იქ: შევცოდეთ უფალს: განსაჯა სამუელმა ისრაელიანები მიცფაში.... შეჰღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისათვის და უსმინა მას უფალმა”.
(ს.მეფ. 7.6,9)

მარხულობდა იოანე წინასწარმეტყველი და ნათლისმცემელი და თავად იესომ ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იმარხულა.
(მათე 4.2)

,,მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ”.
(მათე 9.15)

,,და როდესაც მარხულობ ნუ იქნებით მწუხარენი, ვითარცა წარმართნი... ხოლო შენ როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი, რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას”.
(მათე 6.16-18)

ორჯერ ვმარხულობ კვირაში და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.
(ლუკა 18.12)

,,...საკმაო ხანმა განვლო და ცურვა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო”.
(საქმე 27.9)

ანა წინასწარმეტყველი - ფენუელის ასული ,,იყო დაახლოებით ორმოცდაოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა დღე და ღამ, მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს”.
(ლუკა 2.37)

,,და ვიდრე მსახურობდნენ უფალს და მარხულობდნენ უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ მე ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რომლისთვისაც ვუხმე მათ”
(საქმე 13.2)

მოციქულნი ,,ყველაფერში ვავლენთ თავს, როგორც ღმერთის მსახურნი: მრავლის თმენაში, გასაჭირში სიფხიზლეში, მარხვაში, სიწმიდეში ”
(2 კორ 6.4-6)

,,უკურთხეს მათ ეკლესიის ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს”.
(საქმე. 14.23)

პავლე მოციქული წერს: ,,ჩემი მომბაძავი იყავით, ვითარცა მე ვბაძავ ქრისტეს” (1.კორ. 11.ი) - ,,შრომითა და რუდუნებით, მრავალგზის ღამის თევით, შიმშილით და წყურვილით, მრავალგზისი მარხვით, სიცივით...”
(2კორ.11.27)

,,ეს მოდგმა(იგულისხმება ბოროტი სული) სხვანაირად ვერ გამოვა(განიდევნება), თუ არა ლოცვითა და მარხვით ” - ეუბნება იესო მოციქულებს.
(მარკოზი 9.28-29)

,,განა შეიძლება იგლოვონ მექორწილეებმა, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ დადგება დღენი, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ”.
(მათე 9.15)

ბიბლიის ამ მუხლებიდან ჩანს, რომ მარხვა ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს, რაც ახალ აღთქმაშიც გაგრძელდა და ეკლესია დღესაც უცვლელად აღასრულებს მას, რითაც წმინდა წერილისა და ღვთის სიყვარულსა და ერთგულებას გამოხატავს.
   გვერდი შეიქმნა მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით 2008 წელს