ათონის მთის ხილანდარის მონასტრის ბერების სტუმრობა
გელათში.
საქართველოში ჩამობრძანებული ათონელი ბერების დელეგაცია 2006 წლის
ოქტომბერში გელათის მონასტერს ეწვია., სადაც მათ ქუთათელ–გაენათელი
მიტროპოლიტი კალისტრატე და ადგილობრივი სამღვდელოება მასპინძლობდა.
ათონელი ბერები აღფრთოვანებული დარჩნენ ცხრაასწლოვანი სამონასტრო
კომპლექსით,აკადემიით,ქუთათურთა სტუმართმოყვარეობით.. ბერები
განსაკუთრებით გაახარა იმ ფაქტმა, რომ ქუთაისში, ქალაქის ცენტრში
ფუნქციონირებს ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია. მათ მეუფე
კალისტრატესთან და ტაძრის წინამძღვარ ალექსი სინაურიძესთან საუბრისას
გამოთქვეს სურვილი , რომ ათონის მთაზე , ხილანდარის მონასტერში ,
სპეციალურად ამ ტაძრისათვის დაიწეროს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი.
სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის
ერთ–ერთი უმთავრესი სიწმინდეა და მათი ხატმწერთა ჯგუფი სიამოვნებით და
უდიდესი პატივისცემით შეასრულებს ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის ამ
ლოცვა–კურთხევას. ქუთაისში უკვე რამდენიმე წელია რაც ამ სასწაულმოქმედი
ხატის სახელობის ეკლესია არსებობს. ახლო მომავალში ,სრულიად
საქართველოს კათოლიკოს– პატრიარქის , უწმინდესისა და უნეტარესის ილია
მეორეს ლოცვა–კურთხევით, აქვე , ამჟამინდელი ტაძრის ახლოს, ახალი
ჯვარგუმბათოვანი ეკლესია აშენება გვაქვს განზრახული. იგი
თავისიარქიტექტურით გამორჩეული, ხოლო მასშტაბებით კი გრანდიოზული
იქნება და დარწმუნებული ვარ , მთელი ეპარქიის მშვენებად და სულიერების
დიდ კერად იქცევა. ქუთაისში ყოფნისას კათოლიკოს–პატრიარქმა
მოინახულატაძარი და დალოცა მშენებლობის ადგილი,სადაც მას ათასობით
ადამიანი ელოდა. ძალიან გაგვიხარდება, თუ ათონის მთაზე თქვენი ლოცვითა
და მადლიანი ხელით შექმნილი ხატის ჩამობრძანება , ახალი ტაძრის გახსნას
დაემთხვევა – აღნიშნა ქუთათელ– გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე
კალისტრატემ ბერებთან საუბრისას.
|