საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი
წმინდა სინოდის გვერდი საპატრიარქოს საიტზე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი
1–პატრიარქი ილია მეორე
–მცხეთა-თბილისის ეპარქია
3–მეუფე კალისტრატე
–ქუთაის-გაენათის ეპარქია
4–მიტროპოლიტი ანანია
–მანგლისისა და წალკის ეპარქია
5–ეპისკოპოსი პეტრე
–ჭყონდიდის ეპარქია
6–მიტროპოლიტი იობი
–რუისისა და ურბნისის ეპარქია
7–მიტროპოლიტი დანიელი
–ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია
8–მიტროპოლიტი დავითი
–ალავერდის ეპარქია
9–მიტროპოლიტი აბრაამი
–დასავლეთ ევროპის ეპარქია
10–მიტროპოლიტი სერგი
–ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია
11–მიტროპოლიტი ისაია
–ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია
12–მიტროპოლიტი ნიკოლოზი
–ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია
13–მიტროპოლიტი თეოდორე
–ახალციხის და ტაო-კლარჯეთისა ეპარქია
14–მთავარეპისკოპოსი იოსები
–შემოქმედის ეპარქია
15–მთავარეპისკოპოსი გრიგოლი
–ფოთისა და ხობის ეპარქია
16–მთავარეპისკოპოსი გერასიმე
–ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია
17–მიტროპოლიტი დიმიტრი
–ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
18–მთავარეპისკოპოსი თადეოზი
–თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია
19–მთავარეპისკოპოსი ვახტანგი
–მარგვეთისა და უბისის ეპარქია
20–მთავარეპისკოპოსი ზოსიმე
–წილკნისა და დუშეთის ეპარქია
21–მთავარეპისკოპოსი სერაფიმე
–ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია
22–მთავარეპისკოპოსი ელისე
–ნიკორწმინდის ეპარქია
23–მთავარეპისკოპოსი საბა
–ხონისა და სამტრედიის ეპარქია
24–მთავარეპისკოპოსი ანტონი
–ვანისა და ბაღდათის ეპარქია
25–მთავარეპისკოპოსი დავითი
–ბოდბის ეპარქია
26–ეპისკოპოსი ანდრია
–სამთავისისა და გორის ეპარქია
27–ეპისკოპოსი იეგუდიელი
–სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია
28–ეპისკოპოსი სტეფანე
–ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია
29–ეპისკოპოსი ილარიონი
–მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია
30–ეპისკოპოსი ექვთიმე
–გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია
31–ეპისკოპოსი ლუკა
–საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია
32–ეპისკოპოსი ზენონი
–დმანისის ეპარქია
33–ეპისკოპოსი ეფრემი
–ბოლნისის ეპარქია
34–ეპისკოპოსი შიო
–სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია
35–ეპისკოპოსი სპირიდონი
–სხალთის ეპარქია
36–მიტროპოლიტი გიორგი
–ტყიბულის და თერჯოლის ეპარქია.
საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოფოსი მამაი ჩვენი
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

მცხეთა-თბილისის ეპარქია ორი უძველესი ქართული სამღვდელმთავროს - მცხეთისა და თბილისის საეპისკოპოსოების შერწყმის შედეგად წარმოიშვა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917 წ.), მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, 1920 წ. 20 ივლისს, გაერთიანდა მცხეთის და თბილისის ეპარქიები და ამის შემდეგ მის მწყემსმთავარს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. შესაბამისად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებიც მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან. საქართველოს ამჟამინდელი საეპარქიო ადმინისტრირების თანახმად, მცხეთა-თბილისის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საჯარეჯოსა და ველისციხის, დასავლეთიდან - სამთავისისა და გორის, ჩრდილოეთიდან - წილკნისა და დუშეთის, სამხრეთიდან - მანგლისი-წალკისა და რუსთავი-მარნეულის ეპარქიები. ქრისტიანული საქართველოს საეკლესიო ცენტრი ოდითგანვე მცხეთა-თბილისის ეპარქიაა. მცხეთა-თბილისის ეპარქიის მნიშვნელობა, ტრადიციულად, იმდენად დიდი იყო საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში, რომ, ზოგჯერ, ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში, საქართველოს ეკლესია შემოკლებით „მცხეთის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის“, „მცხეთის საყდრის“, „მცხეთის საპატრიარქო ტაძრის“ ან მარტივად „მცხეთის ეკლესიის“ სახელით იხსენიებოდა. ერთიანი საქართველოს ეკლესიასთან მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაიგივების ტრადიციას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე, აქაური მღვდელმთავრის საქართველოს საეკლესიო საჭეთმპყრობლად აღიარების დაწყებამ ჩაუყარა საფუძველი. მეფე მირიანის ნათლისღებით და საქართველოში ქრისტიანობის დახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საბოლოოდ განისაზღვრა ქვეყნის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და აღმსარებლობითი ორიენტაცია. საქართველოს ეკლესიას პირველ ეტაპზე, ვახტნგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამდე და კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებამდე, მთავარეპისკოპოსი მართავდა. აქედან მოყოლებული მცხეთის მთავარეპისკოპოსი საქართველოს ერთიანი ეკლესიის მწყემსმთავრად ითვლებოდა. V ს. II ნახევარში ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, კათოლიკოსის ინსტიტუტის დაწესებამდე, IV და V საუკუნეებში ქართულ ეკლესიაში მრავალი ეპისოკოპოსი იყო, ამიტომ მათგან უპირველესს „მთავარეპისკოპოსი“ ეწოდებოდა. მთავარეპისკოპოსის კათედრა მცხეთაში - დედაქალაქში იყო. იმ პერიოდში მცხეთაში მცირე ეკლესიებთან ერთად ორი ცენტრალური ეკლესია მოქმედებდა: ზემო - სამთავროს და ქვემო - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, რომელიც 480-იან წლებამდე ხის პატარა ეკლესიას წარმოადგენდა. აქ იყო ქართლის მთავარეპისკოპოსის კათედრა. 375-400 წლებში, საქართველოს ეკლესიის მამამთავარ ელიას მღვდელმთავრობის დროს იწყება ციხე-ქალაქ თბილისის მოხსენიება. ვახტანგ გორგასალმა თავისი მეფობის მეორე ნახევარში საქართველოს ეკლესიის ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული სტრუქტურა კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებითა და, იმავდროულად, თორმეტი ახალი საეპისკოპოსოს დაარსებით შეცვალა. საეპისკოპოსებს შორის მცხეთაც იხსენიება. ქართული წყაროები პირდაპირ ცნობებს გვაწვდიან ახლად დაარსებული თორმეტი საეპისკოპოსოს, მათ შორის, მცხეთელის სამწყსოს, ტერიტორიული განლაგებისა და საკათოლიკოსო რეზიდენციის შესახებ. ვახტანგს კათოლიკოსის რეზიდენციისათვის მოციქულთა სახელობის ეკლესია - „სვეტიცხოველი“ მცხეთაში ახლად აუგია. მცხეთაშივე არსებული ეპისკოპოსის ძველი საყდარი „მაცხოვრის“ სახელობისა საეპისკოპოსოდ უქცევიათ. ამრიგად, კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ მცხეთა ორი მღვდელმთავრის რეზიდენციად გადაიქცა. კათოლიკოსისა და ეპისკოპოსის კათედრები ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა მცხეთაშივე დარჩა, მაგრამ იგი უკვე ერთ-ერთ ეპისკოპოსად ჩაითვალა და მისი სამწყსო ტერიტორია საგრძნობლად შემცირდა. V საუკუნემდე, აღნიშნულ რეფორმამდე, მცხეთის საეპისოპოსოს იურისდიქცია მთლიანად ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე ვრცელდებოდა და აქ არსებული ყველა ეკლესია მას ემორჩილებოდა. კათოლიკოსობის დაწესებიდან მცხეთის საეპისკოპოსო საკათოლიკოსოში შემავალ ერთ-ერთ საეპისკოპოსოდ იქცა, რომლის იურისდიქცია მხოლოდ მდინარეების: რეხულასა და დიდ ლიახვს შორის მდებარე ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ამ პერიოდიდან მცხეთის საეპისკოპოსო მეთაურს ქართლის მთავარეპისკოპოსი ან სამთავროს ეპისკოპოსი ეწოდებოდა. თბილისში დიდი მშენებლობის დაწყება ვახტანგის დროს V ს. 60-იან წლებს უკავშირდება და სავარაუდოა, რომ თბილისის სიონის მშენებლობაც იმ დროიდანვე დაიწყო, რადგან ამავე პერიოდს უკავშიდება თბილისში პირველი ეპისკოპოსის განწესება. თბილელი ეპისკოპოსის კათედრა დასაწყისიდანვე თბილისის სიონი იყო. ქართლის ცენტრალური ეპარქიები, ტრადიციულად მცხეთა და თბილისი, ტერიტორიული სიახლოვის მიუხედავად, განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ოდითგანვე კი მათ მღვდელმთავრებს შესაბამისი ფუნქციური დატვირთვა და მოვალეობები ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის წინაშე. დედაქალაქის თბილისში გადმოტანით, პირველ ეტაპზე აქაური მღვდელმთავრის გავლენაც შესაბამისად გაიზრდებოდა, მაგრამ თბილელი მღვდელმთავარი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის შესაბამისად მუდმივად ვერ ინარჩუნებდა დაწინაურებულ მდგომარეობას. მტერთა შემოსევისას ქვეყნის ძნელბედობა უპირველესად თბილისზე აისახებოდა. მომხვდური დედაქალაქის დაპყრობით და აოხრებით სახელმწიფოს აცლიდა უმთავრეს დასაყრდენს. თბილისის სამღვდელმთავრო სამწყსოც ამის კვლად ნადგურდებოდა და კნინდებოდა. არაბი ამირას ოთხსაუკუნოვანი უღლის გადიდების შემდეგაც კი თბილისის ეპარქია დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ დამცრობილი ჩანს. XIII ს. ძეგლი „განგება დარბაზობისა“ მცხეთის მთავარეპისკოპოსს ეპისკოპოსთა შორის მე-4 ადგილს მიაკუთვნებს. იმავე დროს, თბილელი ჩამონათვალში 29-ე ადგილზე იხსენიება. XVIII ს-ის შუა ხანებში, 1794 წელს მეფე ერეკლე II-სა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I განჩინებით მცხეთის მთავარეპისკოპოსი ძველებურად მე-4 ადგილზე სახელდება, ხოლო თბილელი მღვდელმთავრის მდგომარეობა საგანგებოდ არის აღნიშნული. ქვეყნის ძლიერების ხანაში, როდესაც თბილისი დედაქალაქად ითვლებოდა „ტფილელსაცა უზემოეს აქუნდა ადგილი კრებასა შინა... სამეფო ქალაქი არ იყო ტფილისი დროთა მას შინა, არამედ ისანი და ქუთათის... ტფილელი უკვე განჩინებასა მას შინა სამოფოსა ფრიად ქვემორე დგებოდის კრებასა შინა“. თბილელი მღვდელმთავრის ხარისხის ამაღლება და მისი გამიტროპოლიტება ქვეყნის პოლიტიკურმა მდგომარეობამაც განაპირობა. თბილელი ეპისკოპოსის მიტროპოლიტის ხარისხში ამაღლება XVII-XVIII სს. მიჯნაზე, ქართლის მეფე ერეკლე I ნაზარ-ალი-ხანის (1688-1703, 1709 წწ.) მეფობისა და იოანე დიასამიძის პატრიარქობისას აღსრულდა. ამის შემდეგ თბილელი მღვდელმთავრები მიტროპოლიტის მაღალ სამღვდელმთავრო ხარისხში იხსენიებიან. თბილისის მიტროპოლიტობა მეფე ერეკლე მეორემაც დაადასტურა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე თბილელი და მცხეთელი მღვდელმთავრები თავიანთ დაწინაურებულ მდგომარეობას ინარჩუნებდნენ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თბილელისა და მცხეთელის კათედრა ქართლის სხვა ეპარქიებთან ერთად ეგზარქოსს დაქვემდებარებულ ერთ სამღვდელმთავროდ გაერთიანდა. ადრიდანვე მცხეთასა და თბილისში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა ძირითადად ამ მხარეში არსებულ ეკლესია-მონასტრებში მიმდინარეობდა. უმდიდრესი ბიბლიოთეკები ჰქონდა მცხეთის სვეტიცხოვლის, სამთავროს, შიომღვიმის და სხვა საგანმანათლებლო კერებს. ყველა ეკლესია თავისებურ სკოლას წარმოადგენდა მომავალი თაობის ქრისტიანული ზნეობის აღზრდის თვალსაზრისით. ეკლესიის აქტიური პოზიციაც საქვეყნოდ იყო გაცხადებული სამეფო კარის თუ დიდებულთა მაღალზნეობრივი, ერისთვის მისაბაძი ქრისიტიანული ცხოვრების შენარჩუნებისათვის. საეკლესიო კრება განაჩინებდა მეფის ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ალექსანდრე დიდის... დროს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის 12(25) მარტს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის დროებით მმართველად გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე დაინიშნა. იმავე წლის 13 აგვისტოს საქართველოს სამღვდელოება რუსეთის სინოდის აგრესიული საეკლესიო პოლიტიკის გამო იძულებული გახდა აღედგინა თბილელი მიტროპოლიტის კათედრა, რომელიც ტრადიციულად თბილისის სიონი იყო და მის მღვდელმთავრად  ლეონიდე ოქროპირიძე იქნა დადგენილი. 1917 წლის სექტემბერში თბილსის სიონში ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე შემუშავდა ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომლის თანახმად პირველ ეტაპზე 13 ეპარქია განახლდა. ეპარქიათა ჩამონათვალში პირველ და მეორე ადგილზე მცხეთისა და თბილისის სამღვდელმთავროები იხსენიება. პირველ კათოლიკოსად არჩეული კირიონ საძაგლიშვილი თბილისში პირველ საპატრიარქო ტაძარში - ანჩისხატში აღასრულებდა ღვთისმსახურებას. თბილელი მღვდელმთავრის კათედრა სიონის ტაძარი იყო. 1918 წლის ივნისში ტრაგიკულად აღსრულებული კათოლიკოს-პატრიარქის ადგილი თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ დაიკავა. 1920 წლის 20 ივლისის მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გაერთიანდა მცხეთისა და თბილისის ეპარქიები, მის მწყემსმთავარს ამის შემდეგ მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ამიერიდან მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები და საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ბრძანდებოდნენ უწმინდესნი და უნეტარესნი: კირიონ II საძაგლიშვილი (1917-1918);
ლეონიდე ოქროპირიძე (1918-1921);
ამბროსი ხელაია (1921-1927);
ქრისტეფორე ციცქიშვილი (1927-1932);
კალისტრატე ცინცაძე (1932-1952);
მელქისედეკ ფხალაძე (1952-1960);
ეფრემ სიდამონიძე (1960-1972);
დავით დევდარიანი (1972-1977). 1977 წლის 25 დეკემბრიდან საქართველოს უძველეს ავტოკეფალურ ეკლესიას მწყემსმთავრობს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (შიოლაშვილი-ღუდუშაური).

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (შოთა მარგალიტაშვილი).
დაბ. – 1938 წ., თელავი, ვარდისუბანი.
7.IV. 1982 – მღვდელი
1983 – ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი.
8.II. 1989 – მთავარეპისკოპოსი
1991 – გელათის სასულიერო აკადემიის რექტორი.
1993 – ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი
მისამართი: საქართველო, 4600, ქუთაისი, ჯავახიშვილის  II შეს #2 . [995] 231 70105, 60105, 58863, Fax  [995] 33 101028, [995] 32923454, 250313. ქუთაის-გაენათის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მდინარე რიონის ქვემო დინებასა და მდინარე წყალწითელას ხეობას მოიცავს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის ქალაქები ქუთაისი, წყალტუბო და მათი მიმდებარე ტერიტორიები. ქუთაის-გაენათის ეპარქიას დასავლეთიდან ესაზღვრება არგვეთისა და უბისის, ჭიათურისა და საჩხერის, დასავლეთიდან – ხონის, ჩრდილოეთიდან – ნიკორწმინდის, ცაგერისა და ქვემო სვანეთის, სამხრეთიდან – ვანისა და ბაღდადის ეპარქიები აღმოსავლეთი და ჩრდილოეთიდან ტყიბულის და თერჯოლის ეპარქია. ბიბლიური ნოეს შთამომავლის – ეგროსის წილხვდომილ მამულზე, ადრეულ წერილობით წყაროთა დასტურით, არსებული უძველესი სახელმწიფოს შესახებ ძველი ასურელი და ურარტული ლურსმული წარწერები გვაუწყებენ, ხოლო კოლხას სახელმწიფოს შემადგენლობაში დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს გარკვეული ტერიტორია იგულისხმება. ევროპა აზიის წყალგამყოფი და საერთაშორისო მაგისტრალის ერთი მონაკვეთი – მდ. რიონი – ეპარქიის  ტერიტორიას შუაზე ჰყოფდა. ქართული და უცხოური წერილობითი წყაროები სწორედ მდინარე ფაზისთან აკავშირებენ მოციქულთა საქართველოს VII ს. დაარსებულა ქუთაისის საეპისკოპოსოც, რომელიც იმჟამად დასავლეთ საქართველოს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. ამ მხარეში ქრისტიანული სარწმუნოების მკვეთრ დაწინაურებას VIII ს.-ის 30-იან წლებში შემოსეულ არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის რელიგიურ ასპექტში წარმართვა წარმოადგენს. ეგრის-აფხაზეთის საკათოლიკოსო კათედრისა და რეზიდენციის გელათში გადატანის შემდეგ, კათოლიკოსად ხშირად ქუთათელს ან გაენათელს ნიშნავდნენ. კათალიკოსი ზოგჯერ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის – იმერეთის, გურიის, სამეგრელოს ტერიტორიაზე არსებულ სამღვდელმთავრო კათედრების ეპისკოპოსადაც და კათოლიკოსადაც იწოდებოდა. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსად გაენათელის ან ქუთათელის ხშირი აღზევება სამეფოში მათი სერიოზული მნიშვნელობისა და ერთგულების მიმანიშნებელია. 1819-1820 წწ. იმერეთის ცნობილი აჯანყებისას, დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი აჯანყების შუაგულში აღმოჩდნენ. რუსმა მოხელეებმა მოხუცი მღვდელმთავრები სახელმწიფოს მტერ “ბუნტოვშიკებად” შერაცხეს და მათ დასაპარიმრებლად, თითქოს დიდ საომარ ოპერაციას ატარებდნენ, დამატებითი შეიარაღებული რაზმები მოითხოვეს. ნაცემი და ხიშტებით დაჩხვლეტილი მღვდელმთავრები, ტომრებით ცხენებს აკიდებულნი, რუსეთის გზას გაუყენეს... დასუსტებული დოსითეოსი ანანურთან გარდაიცვალა, ექვთიმე კი მიიცვალა “ექსორიობასა შინა...” ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წ. სექტემბერში, საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე განახლებულ 13 ეპარქიას შორის ქუთაისისა და გელათის ეპარქიებიც აღდგა. ქუთაის-გაენათის ეპარქიას ამჟამად მართავს მიტროპოლიტი კალისტრატე მარგალიტაშვილი.

მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (თენგიზ ჯაფარიძე) დაბ. – 20.08.1949. ტყიბული;
1974 – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი;
1980 – მცხეთის სემინარია
14.02.1979 – ბერად აღკვეცა
9.05.1975 – დიაკონი
27.09.1979 - მღვდელი
7.03.1981 – არქიმანდრიტი
15.03.1981 – ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი
29.06.1981 – მესხეთ-ჯავახეთის ეპისკოპოსი
1983-1992 – ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპისკოპოსი
1988-1992 – საფინანსო განყოფილების თავმჯდომარე
1990-1992 – ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი
1992-1996 – მანგლისის ეპისკოპოსი. 1996 – მთავარეპისკოპოსი
1999 -  ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი
2001 – გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი
მიტროპოლიტი მანგლისისა და წალკისა
2002 – თეოლოგიის კათედრის გამგე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
2003 – 11 აპრილი – პროფესორი
2005 – რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი
2005 – ქართული ენის დიალექტების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
ანგელოზის დღე – 1 (14) ოქტომბერი (ანანია მოციქულის ხსენება)
ტელ. [995] 36332473, [995] 342150; მობ. [995] 99181097 მდივანი: დეკანოზი გიორგი მალხაზიშვილი 899 210439
თეოლოგიის კათედრის მისაღები – 331810 მანგლისისა და წალკის ეპარქია ქრისტიანული საქართველოს უძველესი სამრვდელმთავრო სამწყსოა. ეპარქიის შემადგენლობაში შედის მანგლისის, თეთრიწყაროს (ძვ. გარისი), წალკის (ძვ. ეძინი) რაიონები. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსთავისა და მარნეულის, დასავლეთიდან – ბორჯომისა და ბაკურიანის, ახალქალაქისა და კუმურდოს, ჩრდილოეთიდან – მცხეთა-თბილისის, სამთავისისა და გორის, სამხრეთიდან ბოლნისისა და აგრეთვე დმანისის ეპარქიები. წმ. მეფე ვახტანგის მიერ დაარსებული საქართველოს საკათალიკოსოს ეპარქიათაგან მანგლისის (თანამედროვე მანგლისისა და წალკის ეპარქიის მომცველი სანახები) ;ეპარქია მეოთხე სამღვდელმთავროს იხსენიება. იგი 12 ეპარქიას შორის ახიზის, ერუშეთისა და წუნდის  შემდეგ სახელდება, რაც მისი დიდი მნიშვნელობით იყო განპირობებული. საეკლესიო კუთხით მანგლისის დაწინაურებას საკათედრო ტაძრის აგება და იქ დაცული უმნიშვნელოვანესი სიწმინდეები განაპირობებდა. ეპარქიის საკათედრო ტაძარი VI საუკუნეში იმდენად სახელგანთქმული იყო, რომ მცხეთის ჯვართან ერთად სახელდება დამ ის მოსალოცად საქართველოს საზღვრებს გარედან, კერძოდ სომხეთიდანაც დადიოდნენ. ამჟამად ეპარქია მანგლისის ძველ სამღვდელმთავრო სამწყსოსთან  ერთად წალკის კათედრის ტერიტორიასაც  აერთიანებს. ვაუშტის ცნობით, მდინარე ქციის კიდეზე “არს ეკლესია გუმბათოვანი, წალკას დიდი, კეთილნაშენი, ზის ეპასკოპოსი, მწყემსი თრიალეთისა”. თუმცა წალკის გაქალაქება და მისი სახელობის  საეპისკოპოსო  კათედრის ჩამოყალიბება მოგვიანებით მოხდა. ეპარქიაში ბევრ თავდადებულ და გამოჩენილ პიროვნებას უღვაწია. მრავალთაგან დიდგორის ომის  - “ძლევაი საკვირველის” გმირთა გახსენებაც კმარა, ასევე თეოდორე მღვდლისა, რომელიც  “არა იქმნა განმცემელი მეფისა და ქვეყანისა ...” ამისსთვის მოჰკუეთეს თავი და შეირაცხა  წმიდათა მოწამეთა თანა” საქართველოს ეკლესიის წმინდანია XVIIIს-ში მოღვაწე  მანგლელი  მღვდელმთავარი იოანე. 1917 წ. სექტემბერში; აღდგა; უძველესი და მრავალგანსაცდელგამოვლილისამრვდელმთავრო კათედრა. მანგლისსა და წალკას აერთიანებს, და ორივე მათგანის; ტერიტორიას მოიცავს. ქვეყნის ძნელბედობის ჟამს უძველეს საქრიატიანო კუთხეში სხვადასხვა ეროვნების; ხალხი ჩაასახლეს. ეს მხარე დიდი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რამაც მართლმადიდებელი მრევლის შემცირება გამოიწვია. ამჟამად ეპარქიას მართავს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე.
მოქმედი ეკლესიები:
  1. წალკის ღვთისმშობლის შობის სახ. ეკლესია
  2. წალკის წმ. დიმიტრი თესალონიკელის სახ. ეკლესია
  3. ავრანლოს  ღვთისმშობლი სახ. ეკლესია
  4. თეთრიწყაროს წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესია
  5. ასურეთის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია.
  6. კოდის წმ.ნინოს სახ. ეკლესია
  7. მანგლისის მიძინების სახ. ეკლესია
  8. ახალსოფლის წმ. გიორგის  ეკლესია

მონასტრები:
  • ოლიანგის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი
  • ოლიანგის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი
  • წალკის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი
ეპისკოპოსი პეტრე (პაატა ცაავა) <დაბ. - 07.04.1970 თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1997-2000 - თბილისის სასულიერო სემინარია 27.08.2000 - ბერად აღკვეცა 28.08.2000 - დიაკვნად კურთხევა 03.11.2000 - მღვდლად კურთხევა 2000 - ყაზბეგში სნოს სასულიერო კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი 16.07.2002 - ეპისკოპოსად კურთხევა 27.10.2002 - ეპისკოპოსი სტეფანწმინდა-ხევისა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია 21.12.2006- ეპისკოფოსი ჭყონდიდის ეპარქიისა ჭყონდიდის ეპარქია დას. საქართველოში, სამეგრელოში, მის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს – აბაშას, მარტვილს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. მღვდელმთავრის კათედრა განთავსებულია მარტვილში, რეზიდენცია – აბაშაში. ჭყონდიდის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ხონის, დასავლეთიდან – სენაკისა და ჩხოროწყუს, ჩრდილოეთიდან – ცაგერისა და ლენტეხის, სამხრეთიდან – შემოქმედის ეპარქია. საეკლესიო ტრადიცია ქრისტიანობის ქადაგებას ამ მხარეში წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულს მიაწერს. იმჟამად ამ ადგილზე სახელგანთქმული კერპი – მუხის დიდი ხე, მეგრულად – “ჭყონი დიდი” მდგარა, და მის სათაყვანებლად და მსხვერპლთშესაწირავად მთელი ეგრისის მოსახლეობა დადიოდა. მაგიური ძალით შემოსილ ბომონს საუკუნეთა; განმავლობაში ჩვილ პირმშოებს წირავდნენ მსხვერპლად. ;წმ. მოციქულმა უპირველეს კერპად მიჩნეულ მუხას ქრისტეს სახელით ხალხის თვალწინ მოჭრა დაუწყო. უვნებლად გადარჩენილი ანდრიას ხილვისას,  ხის უძლურებით გულმოცემულმა მუხა თვითონვე მოჭრეს. ანდრიას მიერ მოქცეულმა მეგრელებმა პირველი ეკლესიაც ბომონის ადგილზე ააგეს. ქვეყნის უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე მდებარეობის გამო ეს მხარე გამუდმებული სამიზნე იყო ადრიდანვე. მატიანის თანახმად ჭყონდიდის უძველეს საკათედრო ტაძარში დასაფლავებულია ერთიანი საქართველოს დიდი მეფე ბაგრატ IV. (1027-1072). ჭყონდიდელი მღვდელმთავრის დიდი გავლენისა და ავტორიტეტის გამო წმ. მეფე დავით აღმაშენებელმა საეკლესიო საქმეთა მოწესრიგებისას სწორედ მასზე შეაჩერა არჩევანი. ჭყონდიდელს უმაღლესი; საერო თანამდებობა – მწიგნობართუხუცესობა მიანდო და მეფის შემდეგ სამეფოს პირველ პირად აქცია. საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის ხანაში, XV-XVIII სს-ში ჭყონდიდელი ეპისკოპოსი აფხაზეთის კათოლიკოსს ექვემდებარებოდა და სამეგრელოს, სამთავროსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. იგი სამეგრელო-ოდიშის სამთავროს ეკლესიის მეთაურად ითვლებოდა. 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლებულ 13 ეპარქიას შორის ჭყონდიდის უძველესი ეპარქიაც იხსენიება. ეპარქიაში ეკლესიური ცხოვრების ეტაპობრივი აღდგენა მხოლოდ XX ს-ის 80-იან წლებიდან იწყება. ამჟამად ეპარქიის მწყემსმთავარია მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე
რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი (ელგუჯა აქიაშვილი)
დაბ. – 29.05.1960, ყაზბეგი, სნო.
1983 – სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
3.01.1988 – ბერად აღკვეცა; 19.01.1988 – დიაკონი
29.03.1988 – მღვდელმონაზონი
1989 - მცხეთის სასულიერო სემინარია
21.09.1989 – იღუმენი
28.08.1990 – არქიმანდრიტი
17.05.1992 – მანგლელი ეპისკოპოსი
1992-1995 – ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი
1995-1996 – ბათუმის ეპისკოპოსი, 1996 – მთვარეპისკოპოსი
2000 – მიტროპოლიტი რუისისა და ურბნისისა
1996-2003 – პატრიარქის ქორეპისკოპოსი
2003 – საღმრთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე. მისამართი: საქართველო 5706. ხაშური. ლესელიძის ქ.8. ტელ [995] 26823052; თბილისი [995] 32 982708; მობ. [995] 99577839 რუისისა და ურბნისის ეპარქია ქვეყნის შუაგულში, ამიერ და იმიერ საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. იგი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის რუისისა და ურბნისის სამწყსო ტერიტორიას აერთიანებს. რომელთა ცალ-ცალკე მოხსენიება ვახტანგ გორგასლის შემდეგდროინდელი პერიოდიდან იწყება. ეპარქია მოიცავს ქალაქებს ხაშურსა და ქარელს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სამთავისისა და გორის, დას. არგვეთისა და უბისის, ჩრდ. ნიქოზისა და ცხინვალის, ჭიათურისა და საჩხერის, სამხრეთიდან ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიები. ეპარქიის ტერიტორიაზე ქრიატიანული ცხოვრების დასაწყისი ქართველთა განმანათლებელს წმ. ნინოს უკავშირდება. აქ არსებული უძველესი ეპარქიები V საუკუნის ბოლოს დაფუძნდა. რუისის საკათედრო ტაძრის აშენება წმ. მეფე ვახტანგ გორგასალს მიეწერება. ურბნისის საკათედრო ტაძარიც V-VI სს-ის მიჯნაზე აუგიათ, რომელიც 13 ასურელ მამათაგან თათეს სტეპანწმინდელს განუახლებიათ. ასურელ მამათაგან კიდევ 2 მიქაელ ულუმბოელი და პიროს ბრეთელი მოღვაწეობდნენ ამ მხარეში. ამ მხარეში ჩატარებულა წმ. მეფე დავით აღმაშენებლის დროს რუის-ურბნისის სახელით ცნობილი დიდი საეკლესიო კრება. ეპარქიის ტერიტორიაზე ოდითგანვე მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა არსებობდა. ორივე საკათედრო ტაძარში და ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში უმდიდრესი წიგნთსაცავები იყო. ქრიატესთვის თავდადებულ მოღვაწეთაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ურბნელი ეპისკოპოსი ნეოფიტე და სხვა. ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად მხოლოდ 1995 წელს გახდა შესაძლებელი სამღვდელმთავრო კათედრის აღდგენა. 1996 წ. ოქტომბრიდან  რუისისა და ურბნისის მმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი).
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი [დავით დათუაშვილი]; დაბადებული 1955წ. თბილისი. 
1983-დიაკონი.
1985-მღვდელი.
1991-ბერად აღკვეცა.
1992-ბოდბელი ეპისკოპოსი.
1992-მთავარეპისკოპოსი.
2000-2002 - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.
1997-2002 - მისიის და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარე.
2002 - ჭიათურის ეპარქიის მმართველი.
მისამართი: საქართველო, 4005 ლესელიძის ქ. #75. ივანწმინდა [955] 122 22616, 22971.
თბილისი, საპატრიარქო [995] 32982710. მობ:[955] 99532000.    ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს და ისტორიული აფხაზეთის სამთავროს ტერიტორიას მოიცავს. მის შემადგენლობაში შედის ქალაქები-სოხუმი, ოჩამჩირე, გალი, გუდაუთა, გაგრა, დაბა ტყვარჩელი და მათი მიმდებარე ტერიტორიები. ცხუმ-აფხაზეთის სამღვდელმთავრო სამწყსოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიები, ჩრდილოეთის საზღვარი კავკასიონის ცენტრალურ ქედს ემთხვევა, დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთისა კი – შავი ზღვისპირა ზოლზე მდებარეობს. საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად, მოციქულებმა ეს მხარეც მოიარეს და ქრისტიანობა იქადაქეს. ,,ქართლის ცხოვრებისა’’ და წმიდა საეკლესიო ტრადიციის თანახმად, წმიდა მოციქულ სვიმონ კანანელის საფლავი აფხაზეთშია. ქრისტიანობის დევნისას, I-III საუკუნეებში რომის იმპერიიდან აფხაზეთში მრავალი ქრისტიანი გაასახლეს. 325 წელს ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიწვეული იყო ბიჭვინთელი ეპისკოპოსი სტრატოფილე.  ეს ფაქტი საქართველოს ზღვისპირეთში ადრიდანვე მტკიცე ქრისტიანული თემების არსებობის მიმანიშნებელია IV ს-ში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, ეს მხარე გაქრისტიანდა და აქტიური ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო. ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, XV-XVI სს-ში აფხაზეთის მიმართულებით ჩრდილო კავკასიელი ტომები გააქტიურდნენ. აფხაზეთში შემოჭრილ ადიღეჩერქეზულ ტომებს დასუსტებული ქართული სამთავროები წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ. დიდი აგრესიულობით გამორჩეული მომხვდური ტომები დაპყრობილ ტერიტორიებზე ოჯახებით სახლდებოდნენ. XVI-XVII სს-ში ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებული მთიელთა ტომები საქართველოს ისტორიულ კუთხეში – აფხაზეთში დამკვიდრების გამო აფხაზებად იწოდებიან, თუმცა კი თავიდანვე ცნობილი იყო მათი ეთნიკური განსხვავება ძველი აფხაზებისაგან. დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის საკათლიკოსოში გარკვეულ დროს ეპარქიათა რიცხვი 25-მდე აღწევდა. დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გაუქმების დროს იმერეთის სამეფოს სამღვდელმთავროები 4-მდე შემცირდა, ხოლო მოგვიანებით აფხაზეთის საკათალიკოსო ქუთაის-იმერეთის ერთ ეპარქიად ჩამოყალიბდა. 1917 წლის სექტემბერში, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მოწვეულ საქართველოს პირველ საეკლესიო კრებაზე აღადგინეს აფხაზეთის ეპარქია, რომლის მწყემსმთავარს ცხუმ-ბედიელი ეწოდა.
ამჟამად ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავარია მიტროპოლიტი დანიელი.
ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (ირაკლი მახარაძე)
დაბ. 1960, თბილისი
23.11.1988 – დიაკონი
1990 – ბერად აღკვეცა
16.04.1992 – ბოდბელი ეპისკოპოსი
1993 – ალავერდელი
1992-1995 – საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე
1996 – მთავარეპისკოპოსი, ხუროთმოძღვრების ცენტრის ხელმძღვანელი
2000 – მიტროპოლიტი
მისამართი: საქართველო. 2200 თელავი. დოდაშვილის ქ.#3. [995] 350 33151. 33193. ხუროთმოძღვრების ცენტრი [995] 32986554. მობ. [995] 99 956030.

ალავერდის ეპარქია ოდითგანვე კახეთის უმთავრეს ქრისტიანულ სამწყსოდ ითვლება. იგი თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ეპარქიაა და აღმოსავლეთ საქართველოს ორ ქალაქს – თელავსა, ახმეტას და მათ მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად, ალავერდის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია ესაზღვრება. დასავლეთიდან  - თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის, სამხრეთიდან საგარეჯო-ნინოწმინდისა და გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიები, ხოლო ჩრდილოეთიდან – კავკასიონის მთების ცენტრალური ქედი. ისტორიული ტრადიცია ალავერდის ეპარქიის ჩამოყალიბებას XI ს-ის პირველ მეოთხედში; კახეთ-ჰერეთის მმართველის, კვირიაკე III – ის (1009-1037) მოღვაწეობას უკავშირებს. ეპარქიის დაარსებისთანავე, აქაურო მწყემსმთავარი ამბა-ალავერდელის წოდებით იხსენიება. ტერმინი “ამბა” სირიულია და მონასტრის წინამძღვრის ქართული სახელწოდების; - “მამის” შესატყვისს წარმოადგენს. ამ ზედწოდებას ალავერდელი ეპისკოპოსები ატარებენ იმის გამო, რომ ისინი მონასტრის წინამძღვრებიც იყვნენ. ტრადიციის დამკვიდრება ალავერდის პირველი წინამძღვრის, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთის – იოსების სახელს უკავშირდება, რომელიც ამბა-ალავერდელად იწოდებოდა. იოსებ ალავერდელის საფლავი თავისსავე დაარსებული მონასტრის, წმიდა გიორგის ეკლესიაშია. ამბა ალავერდელის დიდი მნიშვნელობა ერთიანი საქართველოს სამეფოებად დაშლის შემდეგაც გამოკვეთილი იყო. კახთ მეფეთა საძვალედ მიჩნეულ ალავერდში განისვენებენ: კახეთის მეფე ალექსანდრე I (1476-1511), ალექსანდრე II (1574-1605), თეიმურაზ I (1605-1648), თეიმურაზის ძე დავითი, ალექსანდრე II-ის ძე გიორგი, ერეკლე I-ის ასული ქეთევანი, დედამისი ელენე, თანამეცხედრე დედოფალი ანა, ერეკლე I-ის თანამეცხედრე დედოფალი ქეთევანი და სხვანი. ალავერდისადმი სამეფო ოჯახის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მეფე ერეკლე II-ის ძის, თეიმურაზის ამბა ალავერდელად დადგინებას მიანიშნებს. 1762 წლიდან, ქართლ-კახეთის სამეფოთა გაერთიანების შემდეგ, მცხეთის საკათალიკოსო და ალავერდის ეპარქია მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს. ამ ფაქტმა ხელი შეუწყო იმჟამად შედარებით დაქვეითებულ ალავერდის საეპისკოპოსოს სამეურნეო-ეკონომიურ აღორძინებას.
1917 წელს, საუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, ავტოკეფალიაღდგენილმა საქართველოს ეკლესიამ, ახლად აღდგენილ ალავერდის საეპისკოპოსო კათედრაზე მღვდელმთავრად დაადგინა ეპისკოპოსი პიროს ოქროპირიძე.1993 წლის 1 სექტემბრიდან ამბა ალავერდელი გახლავთ მიტროპოლიტი დავით მახარაძე.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (ამირან გარმელია).
დაბ. 15.11. 1948, სოხუმი.
1974 – პედაგოგიური უნივერსიტეტი.
1988 – მცხეთის სემინარია.
3.1. 1988 – ბერად აღიკვეცა.
3.4 1988 – დიაკონი.
29.5. 1988 – მღვდელი.
1989-1990 რეგენსბურგის ინსტიტუტი.
25.12. 1992 – ეპისკოპოსი.
1992-1996 – ნიკორქმინდელი ეპისკოპოსი.
1993 – 2003 – თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი.
1995-2002 – საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავჯდომარე.
1996-1998 – საგარეჯო – გურჯაანის ეპისკოპოსი,
1998 – მთავარეპისკოპოსი.
2000 – 2002 – ჭიათურის მიტროპოლიტი.
2002 – დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი. მისამართი: გერმანია, 93047, რეგენსბურგი, ოსტენგასე 31, [49] 941. 2805634. 2805751. FFAX – 2, მობ. [49] 16092458649. metropolitanabraham@yahoo.com   0099532520098; 0099599 277557. საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქია მოიცავს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს – ავსტრიას, ბელგიას, დანიას, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ჰოლანდიას, ირლანდიას, იტალიას, ლუქსემბურს, პორტუგალიას, ესპანეთს, შვეიცარიას. ეპარქია თავის იურისდიქციაში აერთიანებს აღნიშნულ სახელმწიფოებში დროებით და მუდმივ საცხოვრებლად ემიგრირებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და ამ ქვეყნებში მცხოვრებ იმ უცხოელებს, ვინც თავს მიიჩნევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად. საქართველოს საპატრიარქოს დას. ევროპის ეპარქია შეიქმნა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე. ახლადშექმნილი ეპარქიის მღვდელმთავრის ტიტულია საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსი. ეპარქიის ცენტრია ქ. ბრიუსელი (ბელგია), მღვდელმთავრის დროებითი რეზიდენცია მდებარეობს ქ. რეგენსბურგში (გერმანია). საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველ მღდელმთავრად საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის განჩინებით დადგენილია მანამდე ჭიათურის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. ამჟამად ეპარქიის იურისდიქციაში შედის: ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, პორტუგალია და შვეიცარია. ეპარქიის სამრევლოებია:
ავსტრიაში - ვენის წმ. დავით აღმაშენებლის სახ. სამრევლო.
ბელგიაში - ბრიუსელის წმ. თამარ მეფის სახ. სამრევლო. წინამძღვარი – მღვდელი მიქაელ ბურდული
ანტვერპენის წმ. ნინოს სახ. სამრევლო. ;წინამძღვარი –მღვდელმონაზონი აბიბოს ქურციძე
დანიაში - კოპენჰაგენის წმ. მღვდელმოწამე გრიგოლის (ფერაძე) სახ. სამრევლო;
საფრანგეთი - სტრასბურგის წმ. ქეთევან წამებულის სახ. სამრევლო. წინამძღვარი – მღვდელი გიორგი მექოშვილი;
გერმანიაში - მიუნჰენში წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. სამრევლო. წინამძღვარი – არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი);
ბერლინის მღვდელმოწამე კირიონის სახ. სამრევლო. წინამძღვარი – არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი);
ჰამბურგის წმ.ნინოს სახ. სამრევლო.
რეგენსბურგის წმ. გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსის სახ. სარევლო. წინამძღვარი – არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი);
დიდი ბრიტანეთი - ლონდონის წმ.გიორგის სახ. სამრევლო.
იტალიაში - რომის წმ.ანდრია პირველწოდებული სახ. სამრევლო. ამჟამად მიმდინარეობს ბონის, ჰანოვერის, დიუსელდორფის, დუბლინის სამრევლოების ჩამოყალიბება. ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტი ლაზარე სამადბეგიშვილი, დეკანოზი გიორგი მექოშვილი, მღვდელი მიქაელ ბურდული, მღვდელი მამუკა თავხელიძე, მღვდელმონაზონი აბიბოს ქურციძე, იღუმენი მელქისედეკ ხაჩიძე.
ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტი სერგი (ზურაბ ჩეკურიშვილი).
დაბ. 1959 13.04.
1982–1985 – ხარკოვის პედაგოგიური ინსტიტუტი.
1990 – მოსკოვის სასულიერო სემინარია
1988წ. 13 აპრილი ბერად აღკვეცა.
1988წ. -  დიაკვნად კურთხევა.
1988წ. – მღვდლად კურთხევა.
1990წ. – არქიმანდრიტი
1992წ. 27 დეკემბერი – ეპისკოპოსად კურთხევა.
1992-1997 – ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპისკოპოსი
1992-1997 – ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი
1995წ. 25 დეკემბერი – მთავარეპისკოპოსი
2000წ. ნეკრესელი მიტროპოლიტი.
1995-2002 საქართველოს საპატრიარქოს სატელევიზიო გადაცემათა შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი.
ანგელოზის დღე – 18 ივლისი.
მისამართი: ქ. ლაგოდეხი. 2500. ზაქათალის ქ. 64 fax (822) 652744;
მდივანი: იღუმენი იაკობ მელაძე (899) 156921 ნაკრესისა და ჰერეთის ეპარქია საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით მდინარე ალაზნის გაღმა მხარეს მოიცავს. იგი ქალაქებს -  ყვარელს, ლაგოდეხს, მიმდებარე ტერიტორიებით და ნომინალურად ძირძველ ქართულ პროვინციას ჰერეთს აერთიანებს. ეპარქიას ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ალავერდის, დასავლეთიდან – გურჯაანის, სამხრეთიდან – ბოდბის ეპარქია, აღმოსავლეთის საზღვარი კი აზერბაიჯანთან და დაღესტანთან გადის. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე ეს მხარეც გაქრისტიანდა და უკვე IV ს-ის II ნახევარში მითრდატ მეფემ ”ნეკრეს-კახეთისას ეკლესიაი აღაშენა განსრულებით”, რომელიც საქართველოსი დრემდე მოღწეულ ეკლესიათაგან ერთ-ერთ უძველეს ტაძრად ითვლება. მეფე ვახტანგ გორგასლის დროს ჩამოყალიბდა ნეკრესის ეპარქია, რომლის სამწყსო ტერიტორია თავიდანვე საკმაოდ განვრცობილი იყო, ხოლო მისი მღვდელმთავარი იყო ”ეპისკოპოზ გაღმა მხრისა დიდოთურთ”. VI საუკუნეში II ნახევარში ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, აბიბოსი განაგებდა ნეკრესის სამღვდელმთავროს. XVI ს-ის II ნახევრიდან კახეთის სამეფოს ოთხი სადროშოდან მეორე სადროშოს წინამძღოლად ნეკრესელი მღვდელმთავარი ითვლებოდა. XVII ს. დასაწყისიდან შაჰ-აბას I-მა კახეთს ნეკრესის სამღვდელმთავრო ტერიტორიის ნაწილი კაკ- ელისენი ჩამოაშორადა აქ მუსლიმანური სასულთნო შექმნა. XVII ს. პირველი მეოთხედიდან გაღმა მხარეს მომძლავრებულმა ლეკებმა ამ მხარეს საბოლოო გაბატონება მოინდომეს. ამ კუთხიდან ქრისტიანი მოსახლეობის აყრისა და განადგურების შემდეგ  ეს მხარე (საინგილო და მისი მიმდებარე ტერიტორიები) დროებით ჩამოსცილდა კახეთს. ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ნეკრესის უძველესი ეპარქია კახეთში შექმნილ კახეთ-ალავერდის ეპარქიაში გაერთიანდა და მისი აღდგენა მხოლოდ 1995 წელს გახდა შესაძლებელი. 2002 წლის 17 ოქტომბერის საქართველოს წმიდა სინოდის განჩინებით ნეკრესის ეპარქიას ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია ეწოდა. ეპარქიას 1997 წლის ნოემბრიდან მართავს მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი.
მოქმედი ეკლესია- მონასტრები:
ლაგოდეხის ყაზანის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (დეკანოზი თეოდორე ხუციშვილი 899 545453) დღესასწაული 4 ნოემბერი;
მონასტრები:
  1. ნეკრესის აბიბოს ნეკრესელის სახელობის მამათა მონასტერი - იღუმენი იაკობ მელაძე
  2. გრემის მთავარანგელოზთა მამათა მონასტერი – იღუმენი გაბრიელ ჯამბაზიშვილი
  3. ყვარლის დუბის ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი (კეთილმოწესე-მორჩილი ლია კერესელიძე)
  4. ლაგოდწხის წმ.დიდმოწამე ბარბარეს სახ. დედათა მონასტერი (კეთილმოწესე მორჩილი ლინა ლეთოდიანი); ყვარლის წმ.ილია მართლის სახელობის გიმნაზია.
ყვარელი, 4800; ცოტნე დადიანის 17;
რექტორი – მიტროპოლიტი სერგი;
პრორექტორი – მერაბ კოკორაშვილი (899) 205349
მიტროპოლიტი ისაია (ზურაბ ჭანტურია) დაბ. 1961 წ. ზუგდიდი;
თბილისის თეატრალური უნივერსიტეტი;
1993 - ბერად აღკვეცა;
1994 - მღვდლად კურთხევა. მარტყოფის მონასტრის წინამძღვარი;
07.04.1995 - ეპისკოპოსად კურთხევა;
1995-1996 - საფინანსო განყოფილების თავმჯდომარე
2000 - მთავარეპისკოპოსი. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია შიდა ქართლში, მდინარე ლიახვის აუზში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ცხინვალს, ახალგორს, ჯავას, ზნაურსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება წილკნისა და დუშეთის, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიები, დასავლეთიდან - ჭიათურისა და საჩხერის, ჩრდილო-დასავლეთიდან - ნიკორწმინდის, სამხრეთიდან - ურბნის-რუისისა და სამთავის-გორის ეპარქიები, ჩრდილოეთ მხარეს იგი კავკასიონის ცენტრალურ ქედს ებჯინება. შორეული ტრადიცია ნიქოზის ეპარქიის დაარსებას წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირებს. ვახტანგ მეფემ საეკლესიო რეფორმის შედეგად, თორმეტი ახალი საეპისკოპოსო დააფუძნა. შემდეგ კი „ლიახუს გაღმა, ნიქოზს ეკლესია ღვთაებისა დიდი აღაშენა. გორგასალ ჰყო საეპისკოპოსოდ და დასუა ეპისკოპოზი“. ნიქოზელი მღვდელმთავრის სამწყსო ძალზე ვრცელი იყო. იგი არა მარტო ქართლის, ისტორიული შიდა სოფლის, ტერიტორიის ნაწილს მოიცავდა, არამედ გარკვეულ დროს, „კავკასიანთა, დუალთა და აწ ოსეთად (ჩდ. ოსეთი) წოდებულისა“ საკმაოდ მოზრდილ მთის რეგიონსაც ფლობდა. საეკლესიო ტრადიციის თანახმად, სამწყსოსთან მისასვლელი გზაც მღვდელმთავრის იურისდიქციაში შედიოდა და ამდენად, მთის რაჭის სოფლები „გლოლა-ღებითურთ“ და მდინარე რიონის ზემო წელის აუზის მოსახლეობა სრულად ნიქოზელს ექვემდებარებოდა. მის მორჩილებაში იყო აგრეთვე „ნიქოზის ჩრდილოთ, დიდი ლიახვის კიდეზედ, მცირე ქალაქი ქცხილვანი“ და ცხინვალს გაღმა აღმოსავლეთით - „მთა ტყიანი - მშხლებამდე“ (მსხლების მთა) ე.ი. კავკასიონის ქედის აქეთა და იქითა მხარე - მაღნარ-დვალეთი და ოსთა ქვეყანა. ნიქოზელ მღვდელმთავარს ქვეყნის წინაშე უდიდესი მისია ჰქონდა დაკისრებული. ის იყო არა მარტო მაღალი იერარქიის ღვთისმსახური, არამედ ქვეყნის ერთიანობის საიმედო დამცველიც. ეპარქიის სახელწოდების - „ნიქოზის“ წარმომავლობის შესახებ; განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. ერთი ვერსიით სოფელს სახელი კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიის გავლენით ან მიბაძვით დარქმევია: „არიან მრავალნი სახელნი ადგილთანი საბერძნეთიდან შემოღებული საქართველოსა შინა, ვითა ნიქოზი“. ნიქოზის ეკლესია ვახტანგ გორგასალმა წარმართთა საკულტო ადგილზე „საგზებელსა თანა ცეცხლისასა“ ააგო და ტაძარში „გალობით, ფსალმუნებითა, სანთლებითა“ წრომიდან გადმოასვენებინა წმიდა პირველმოწამე რაჟდენის ნაწამები სხეული, საეპისკოპოზოსა მას ეკლესიასა, მისივე მეფისა ვახტანგის მიერ აშენებულსა“. წმიდა რაჟდენ პირველმოწამის უკანასკნელ განსასვენებლად ნიქოზის საკათედრო ტაძარი ითვლება. ძირძველ ქართულ მოწა-წყალზე ვახტანგ გორგასლის ინიციატივით სამღვდელმთავრო კათედრის დაფუძნების შემდეგ, ქრისტიანული ეკლესია-მონასტრების ინტენსიური აღმშენებლობა გაჩაღდა. დრო-ჟამის ყოვლისწამლეკავი მდინარების მიუხედავად, ამ კუთხეში ბოლო დრომდე მრავლად შემორჩა ქართული ქრისტიანული არქიტექტურის უბადლო შედევრები, მარტო „პატარა ქალაქ“ ცხინვალში ბოლო დრომდე თორმეტზე მეტიი ეკლესია იყო, თამარაშენში ხუთი და სხვ. ნიქოზელის ძველ სამწყსოში - ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე - დღემდე არსებობს ძველი ქართული ქრისტიანული კერების ნაშთი. ისტორიული ვითარების გამო, ქართველური მოდგმის - დვალების - ძველი საცხოვრისი - დვალეთი ქართველთაგან დაცლილა, თუმცა, მაღრან-დვალეთსა და მის ჩრდილოეთით ქართულ ეკლესიათაგან შემორჩენილია ზრუგდონის ხეობაში მდინარე ხოზიტა მარიამის ანუ ღვთისმშობლის ტაძარი, ასევე სოფელ ნუზალის ეკლესია და სხვ. ნიქოზელი მღვდელმთავარნი ტრადიციულად ოსების ქრისტიანული საქმეების მეთვალყურეობის გარდა, „გამგენი იყვნენ ოვსეთი საეკლესიო და საერო საქმეებისა“. ჩრდილოეთიდან ჯერ საქართველოს მთიანეთში, შემდეგ ბარში მცირე ჯგუფებად ოსების ჩამოსახლება დვალეთის მხრიდან დაიწყო. არაბების შემოსევებმა მათი ლტოლვა კიდევ უფრო გააძლიერა. მოგვიანებით ისინი საქართველოში დარიალის კარით შემოდიოდნენ. სამღვდელოებასთან ერთად, ოსებს ზრუნვას არც ქართველი მეფე-დიდებულები აკლებდნენ. ნიქოზის „ტაძარს აქუნდა თავისი სასწავლებელი, სადაც ასწავლიდნენ ოვსთა შვილებს წერა-კითხვას ქართულ ენაზე. ამზადებდნენ დროის შესაფერისი სწავლით, ვისაც სურდა ეკლესიის მსახურება, იმათ მღვდელმოქმედებასა და საეკლესიო საქმეებში ოსურის ენით სწვრთნიდნენ, შემდეგომ სწავლისა და გამოცდისა ნიქოზელი აკურთხებდა და აჰნიშნავდა ამიერ და იმიერ ოსეთში სამსახურად“ (მღვ. პ.კარბელაშვილი). საქართველოს კეთილმეზობლური გავლენით, იმჟამად ოსების უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანი გახდა. მათი გაქრისტიანება მოციქულებმა საქართველოს გავლით დაიწყეს, შემდეგ კი ქართველები მუდამ ზრუნავდნენ მათზე. დღეისათვის კი სულ სხვა სურათია. მამულიდან აყრილი ქართველობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშია გაფანტული, იქაური ძირძველი მკვიდრი მამულში, საკუთარ ნამოსახლარზე დაბრუნებას ჯერ კიდევ ვერ ბედავს. უძველეს ქართულ სალოცავთა დიდი ნაწილი დანგრეული ან მთლიანად განადგურებულია და ძველ საღვთისმსახურო კერებზე წირვა-ლოცვა აღარ აღესრულება. ბოლო დროს ამ მხარეში სამღვდელმთავრო კათედრის აღდგენა ამ კუთხის მრავალ განსაცდელგამოვლილი მოსახელობისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. უძვლეს სამღვდელმთავრო კათედრაზე ოდითგანვე მრავალი სიწმინდე იყო დავანებული. როგორც საეკლესიო ტრადიციით არის ცნობილი, წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოტანილი წმიდა ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი ნიქოზის საკათედრო ტაძარში დააბრძანა. XIII ს-ში თამარ მეფის ასულმა რუსუდანმა წმიდა ჯვარს ვერცხლის ბუდე გაუკეთა და ძვირფასი თვლებით შეამკო. ჯვარზე წარწერა იერუსალიმიდან მისი ჩამობრძანების ისტორიას ეხებოდა. წმიდა ჯვარი საუკუნეთა მანძილზე ნიქოზის საკათედრო ტაძარში იყო აღმართული და მის შესახებ ცნობილი იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში. XVIII ს-ის ბოლოს, ქართველთა დიდი შეჭირვების ჟამს, 1799 წელს, როდესაც ნიქოზში ათანასე მღვდელმთავრობდა, წმიდა ჯვარი დაიკარგა. VI ს. შუა წლებში, 541 წელს აშენებულ გერის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დიდმოწამის წმიდა ნაწილი მისივე სახელობის შეჭედილ ხატში იყო დაბრძანებული. 1186 წელს ეს ხატი წმიდა მეფე თამარის მიერ აშენებულ არბოს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ჩააბრძანეს და მას შემდეგ ამ ტაძარშია დაბრძანებული. საბაწმინდის დედათა მონასტერში წმიდა მოწესეთა უხრწნელი ნაწილები ოდითგანვე ინახებოდა. ვახუშტის ცნობით - „ერედვის მთასა შინა არს მონასტერი გუნბათიანი, ძეს მოწესე მკუდარი დღემდე დაუშლელი“. ეპარქიის ეკლესია-მონასტრებს ადრიდანვე მდიდარი წიგნთსაცავები ჰქონდათ. მათგან აღსანიშნავია იკორთის წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის მონასტერი, სადაც მძალვრი სამონასტრო სასწავლებელიც არსებულა. ცნობილი საგანმანათლებლო კერა იყო ყანჩაეთის მონასტერი. ყანჩაეთის კაბენის მონასტრიდან აღსანიშნავია XII-XIII საუკუნეების ოთხთავი და XVII საუკუნის ჟამგულანი. მდიდარი წიგნთასაცავი ჰქონდა ცხავატის მაცხოვრის ეკლესიას, რომელიც XX ს-ის 30-იან წლებში გაძარცვეს. XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე, მრავალი გაჭირვების მიუხედავად, ნიქოზის ეპარქია ბოლო დრომდე არსებობდა და მისი იურისდიქციის საზღვრები საკმაოდ ვრცელი იყო. მის დაქვემდებარებაში იყო წინწყაროსა და წილკნის გაუქმებულ კათედრათა სამწყსო ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1804 წელს ნიქოზის საეპისკოპოსოც გაუქმდა და იგი მცხეთის სამთავროს ტაძარს მიაწერეს. 1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ უძველესი სამწყსო ერთიან ქართლის ეპარქიის შემადგენლობაში შევიდა. მისი აღდგენა მხოლოდ 1995 წლის 5 აპრილს გახდა შესაძლებელი. აქაური მღვდელმთავრის სამწყსო ტერიტორია ამჟამად მხოლოდ მდინარე ლიახვის აუზით შემოიფარგლება, თანაც ეპარქიის მნიშნვლოვან ნაწილზე მისი იურისდიქცია მხოლოდ ნომინალურ ხასიათს ატარებს. ეპარქიის აღდგენის დღიდან მისი მწყემსმთავარია მთავარეპისკოპოსი ისაია. ეპისკოპოს იასიას სხვა პრობლემებთან ერთად ეპარქიაში მომრავლებული სხვადასხვა სექტის გააქტიურებაც აფიქრებს, რაც არაერთხელ აღნიშნა თავის ქადაგებაში - „მართლმადიდებელი სარწმუნოება საქართველოსთვის ხსნის ერთადერთი გზაა, რომლითაც მოვდიოდით ოდითგან. სწორედ ამ გზის დაკარგვამ გამოიწვია ქართველი ერის დაბნეულობა, რწმენის შელახვა, რელიგიის გარეშე ყოფნამ ქვეყანა დააყენა გადაგვარების გზაზე. მომრავლდა უამრავი სექტა და მიმართულება, რომელიც საშიში გახდა ქართველებისთვისაც. ის, რაც ქართველებში ვერ ამოგლიჯეს შანთებით, ამას ახლა სექტების მეშვეობით ახერხებენ. ამიტომ დღეს ყველაზე მეტადაა საჭირო მართლმადიდებელი რწმენის განმტკიცება ხალხში. ღმერთი მოგვცემს ძალასა და უნარს, გადავლახოთ დაბრკოლებანი... ყველამ ვირწმუნოთ, რომ საქართველო განრწყინდება. ამინ!“
მიტროპოლიტი ნიკოლოზი (პაატა ფაჩუაშვილი) დაბ. - 10.02.1961, თბილისი;
1985 - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
1992 - თბილისის სასულიერო აკადემია;
30.09.1990 - დიაკონი;
1991 - მღვდლად კურთხევა;
1991-1996 - დეკანოზი მეტეხის ტაძრისა;
24.03.1996 - ბერად აღკვეცა;
25.03.1996 - არქიმანდრიტი;
29.03.1996 - ეპისკოპოსად კურთხევა;
1996-1997 - ცაგერ-სვანეთის ეპისკოპოსი;
1997-1998 - ახალციხის ეპისკოპოსი;
1998-2002 - ბოდბელი ეპისკოპოსი;
2002 - მთავარეპისკოპოსი ახალქალაქისა. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში მდებარეობს. სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება  დმანისის, მანგლისისა და წალკის, ჩრდილოეთიდან ბორჯომისა და ბაკურიანის, დასავლეთიდან ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიები, ხოლო სამხრეთიდან თურქეთისა და სომხეთის სახელმწიფოები. ჯავახეთი, როგორც სახელმწიფოებრივი ნიშნის მქონე ქვეყანა, ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე, VIII ს-ის ლურსმულ წერილობით ძეგლებში იხსენიება. უძველესი დროიდან ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი მძლავრი საერისთავო იყო. ეს კუთხე თავიდანვე იმ გზისგასაყარზე აღმოჩნდა, საიდანაც ქრისტიანობა შემოვიდა საქართველოში. წმიდა მოციქულთა ქადაგების შემდეგ ამ მხარეში პირველქრისტიანთა თემები აღმოცენდა. მოგვიანებით, IV ს. დასაწყისში, ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ საქართველოში შემოსვლისას გზად აქ გამოიარა. XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა აღდგენისა და განახლების შესაბამისად, 1995 წელს აღდგა ისტორიული კუმურდოს ეპარქიის უშუალო მემკვიდრე ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქიის სახელწოდებით. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის განვრცობილი ტერიტორიის საფუძველზე ჩამოუყალიბდა ორი სამღვდელმთავრო სამწყსო - ბორჯომისა და ბაკურიანის, და ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიები. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მღვდელმთავრად წმინდა სინოდის კრებამ დაადგინა მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.
მიტროპოლიტი თეოდორე (დიმიტრი ჭუაძე) დაბ. - 11.04.1967, სიღნაღი;
1984 - თელავის მე-4 საშ. სკოლა;
1991 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი;
1992 - ახალციხის სასულიერო სემიანარია;
1991 წლის 22 თებერვალი - ბერად აღკვეცა;
1991 წლის 7 ივნისი - დიაკვნად კურთხევა;
1991 წლის 8 სექტემბერი - მღვდლად კურთხევა;
1993 წლის 18 ივნისი - იღუმენი;
1996 წლის 26 ოქტომბერი - არიქმანდრიტი;
1996 წლის 27 ოქტომბერი - ეპისკოპოსად კურთხევა;
1996-1998 წწ. - ბოდბელი ეპისკოპოსი;
1998 წ. - ახალციხის ეპისკოპოსი;
2003 - ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი;
2003 წლის 14 სექტემბერი - მთავარეპისკპოსი;
2003-2004 წწ. - საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების თავმჯდომარე;
2004-2005 - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემიანარიის რექტორი;
2005 წლის 1 თებერვლიდან - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. ;ახალციხის, ტაო-კლაერჯთისა და ლაზეთის ეპარქია სამხრეთ საქართველოში ისტორიული სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს: ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების ტერიტორიას. 2002 წლის 17 ოქტომბრიდან წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ეპარქია ნომინალურად აერთიანებს უძველეს ქართულ პროვინციებს - ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთს, რომლებიც ამჟამად საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს მიღმაა მოქცეული. საქართველოს საეპარქიო დანაწილების საფუძველზე ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომისა და ბაკურიანის, ახალქალაქისა და კუმურდოს, დასავლეთიდან ბათუმისა და სხალთის, ჩრდილოეთიდან ვანისა და ბაღდათის, ჩრდილო-დასავლეთიდან შემოქმედის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან არგვეთისა და უბისის ეპარქიები, ხოლო სამხრეთის მხრიდან სახელმწიფო საზღვარი გადის თურქეთთან. საისტორიო ტრადიციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი საეპისკოპოსო კათედრა სწორედ  ამ მხარეში დაუარსებია წმინდა მოციქულს, ანდრია პირველწოდებულს. XX ს-ის 20-იანი წლებიდან, გასაგებ მიზეზთა გამო, მთელი 70 წლის მანძილზე ქრისტიანული საეკლესიო ცხოვრება მეტად მძიმე წნეხის ქვეშ იყო მოქცეული. მხოლოდ 70-იანი წლების ბოლოს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძალისხმევით გაიზარდა მღვდელმთავართა რიცხვი. ამ პერიოდს უკავშირდება სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის აღდგენა, რომელიც იმჟამად ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ თითქმის მთელ სამხრეთ საქართველოს მოიცავდა. 1978 წელს, ახლად აღდგენილი სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის მღვდელმთავრად ეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე დაინიშნა, შემდეგ ეპარქიას მწყსიდა ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე. აღნიშნული სახელწოდება ეპარქიამ 1995 წლის აპრილამდე შეინარჩუნა. შემდეგ სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის საკმაოდ ვრცელი ტერიტორია გაიყო და მისგან ჩამოყალიბდა ახალციხისა და ბორჯომ-ახალქალაქის ორი ეპარქია. ახლად ჩამოყალიბებული ახალციხის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა ეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი) (1995-1997 წწ.), 1998 წელს ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ხოლო 1999 წლიდან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია ეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე). ეპისკოპოს თეოდორეს სამოღვაწეო არეალი განსაკუთრებული სირთულეებით ხასიათდება. საუკუნეთა წინათ დაწყებულ მართლმადიდებელ; ქართველთა შევიწროების გამო, ამჟამად ეპარქიაში ეთნიკური წონასწარობა ქართველთა საზიანოდ არის დარღვეული, რამაც, ბუნებრივია, არამართლმადიდებელთა რიცხვი გაზარდა. ძველი დროის ქართველ ბერ-მონაზონთა მიერ აშენებული ზოგიერთი ეკლესია-მონასტერი სხვა აღმსარებლობის მრევლმა მიისაკუთრა.
შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი იოსები (გივი, გიორგი კიკვაძე)
დაბ. 17. 09.1959 წ. – ჩოხატაური
1978 წ.  – თბილისის ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელი
თბილისის სამხატვრო აცადემია
თბილისის სასულიერო სემინარია
16.05.1991 წ. -  ბერად აღკვეცა
23.05.1991 წ. – დიაკონი
3.11.1991 წ. – მღვდლად კურთხევა
1993 – არქიმანდრიტი.
1992-1995 წწ. – ;სვეტიცხოვლის წინამძღვარი
7.04.1995 წ. – ეპისკოპოსად კურთხევა
2000 წ. – შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი
მისამართი: საქართველო 3500, ოზურგეთი. 9 აპრილის ქ. 18. საკათედრო ტაძარი. მობ. [995] 995 576472, 531966, 157767. შემოქმედის ეპარქია  დასავლეთ საქართველოში, ზღვისპირა პროვინცი გურიაში მდებარეობს. ეპარქია ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონებს მოიცავს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის, ვანისა და ბაღდათის ეპარქიები, ჩრდილოეთიდან – ფოთისა და ხობის, სენაკისა და ჩხოროწყუს, ჭყონდიდის ხონისა და სამტრედიის, სამხრეთიდან ბათუმისა და სხალთის ეპარქიები. დასავლეთის საზღვარი შავი ზღვის სანაპირო ზოლს მიჰყვება. გურია ოდითგანვე საქართველოს განუყოფელ კუთხედ და ბიბლიური ნოეს ძის, იაფეტის შთამომავლის; - ქართლოსის სამკვიდრო მამულად ითვლება. ქრისტიანობის გავრცელება საქართველოს; ზღვისპირა მხარეში და ფაზისის “იბერებში” მოციქულების – ანდრია პირველწოდებულის, მატათასა და სვიმონ კანანელის მოღვაწეობას უკავშირდება. IV ს-ში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, გურიაც გაქრისტიანდა, თუმცა ქრისტიანობის ადრეული ხანის საღვთისმსახურო კერები ამ კუთხეში არ არის შემორჩენილი. გურია ცალკე პროვინციად მოიხსენიება VII ს-დან, ხოლო მმართველ ერისთავად – “გურიელი” XI-XII საუკუნეებიდან იხსენიება. შემოქმედელი მიტროპოლიტი (მთავარეპისკოპოსი) გურიის სამთავროში უმაღლესი სასულიერო ხელისუფალი იყო. რიგითი ეპისკოპოსისაგან განსხვავებით, მას შეეძლო მოეწვია საეკლესიო კრება, მის დაქვემდებარებაში მყოფ ეპისკოპოსთა თანდასწრებით ეკურთხებინა ახალი ეპისკოპოსი. შემოქმედელი მთელი გურიის საეკლესიო საქმეთა მსაჯულადაც ითვლებოდა. მიტროპოლიტის არჩევაში ამ მხარის ყველა ეპისკოპოსს უნდა მიეღო მონაწილეობა. 1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, პირველივე საეკლესიო კრებაზე აღდგა 13 ეპარქია. 14 სექტემბრის საეკლესიო კრების სხდომაზე გურიის დელეგაციებმა მოითხოვეს გურიის საეპისკოპოსოს აღდგენა და ეპისკოპოსის არჩევა. მამათა მონასტრები და მათი წინამძღვრები:
1. ჯუმათის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მონასტერი (იღუმენი მიქაელი (მეგენეიშვილი);
2. აჭის წმ.გიორგის  სახელობის მონასტერი. (ოზურგეთის რაიონში). მღვდელმონაზონი იოსები (ღლონტი);
3. უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი. (ჩოხატაურის რაიონში). იღუმენი პეტრე (ანდღულაძე)
4. შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მონასტერი. (ჩოხატაურის რაიონში). მღვდელმონაზონი ელიზბარი (ბაბუხადია)
5. გრიგოლეთის (ლანჩხუთის რაიონში). მღვდელმონაზონი ზაბულონი (ხუბუკელაშვილი). დედათა მონასტრები და მათი წინამძღვრები:
1. სამება-ჯავახეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტერი. არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი)
2. ოზურგეთის წმ.ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. მთავარეპისკოპოსი იოსები (კიკვაძე) სამრევლო ეკლესია – 42 მღვდელმსახური – 21 სასულიერო განათლების კერები:
  1. ოზურგეთის წმ.ნინოს სახელობის სასულიერო გიმნაზია
რექტორი – შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი იოსები
მოადგილე – მარინე ტრაპაიძე
  1. ოზურგეთის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის რეალური პროფესიული სასწავლებელი
 დირექტორი – ნინო გოგეშვილი
  1. ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია
რექტორი – შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი იოსები
მოადგილე – რუსუდან ნაკაიძე
  1. სოფ. ცხემლისხიდის სამგალობლო სკოლა. რეგენტი – ნანა მჟავანაძე
  2. სოფ. მაკვანეთის სამგალობლო სკოლა – რეგენტი ელისაბედ ვასაძე
საქველმოქმედო დაწესებულება - უფასო სასადილო უპოვართათვის ჩოხატაურში (50 კაცისათვის). საგამომცემლო ორგანოები ჟურნალი ”ანი და ჰოე”. გამოდის 2002 წლიდან გაზეთი ”ხარება”. გამოდის 2000 წლიდან.
მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (გურამ ბერბიჭაშვილი)
დაბ. - 1956 წლის 18 ივლისი, თბილისი;
1990 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია;
1994 წელს - თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი;
1989 წლის 14 ოქტომბერს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა დიაკვნად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში;
1990 წლის 27 მარტს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა მღვდლად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში;
1994 წლის 2 თებერვალს მიენიჭა დეკანოზის წოდება;
1996 წლის 21 მარტს შემოქმედის მონასტერში ბერად აღკვეცა მთავარეპისკოპოსმა იობმა;
1996 წლის 23 მარტს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება;
1996 წლის 24 მარტს სვეტიცხოვლის ტაძარში აღესრულა მისი კურთხევა ფოთის ეპისკოპოსად;
1996-2003 წლებში - შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობოის გამყოფილების უფროსი;
2003 წლის აპრილიდან გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე. ცენტრალური კათედრა: ქ. ფოთი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი. რუსთაველის №1 (1933-1936 წლებში ტაძარი გადაკეთდა თეატრად. ქ.ფოთის საკრებულოს 2003 წლის 19 დეკემბრის დადგენილებით ტაძარი სამართლებრივად კვლავ ეკლესიის მფლობელობაში დაბრუნდა, 2005 წლის 18 ნოემბერს კი ტაძრის შენობა ფაქტობრივად გადაეცა ფოთის ეპარქიას და საზეიმოდ იკურთხა) ფოთისა და სენაკის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ისტორიული კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ფოთს, ხობს, სენაკს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. სამღვდელმთავრო ტერიტორია განვცრობილია მდ. რიონისა და ხობისწყლის ქვემო დინების აუზებზე, რაც ძველი ქართული სამეფოს, ეგრისის დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს. ფოთისა და ხობის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სენაკისა და ჩხოროწყუს, ჩრდილოეთიდან - ზუგდიდისა და ცაიშის, სამხრეთიდან - შემოქმედის ეპარქიები, დასავლეთის მხრიდან კი იგი შავ ზღვას ემიჯნება. რეგიონში უძველესი დროიდან ბინადროს თვითმყოფადი კულტურის შემქმნელი ხალხი. ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში ეს მხარე ძირითადად ცნობილია მდინარე ფაზისის, იმავე რიონის, შავ ზღვასთან გაშენებული მისი მოსახელე ქალაქ ფაზისის (ფოთის) გარშემო არსებული ეთნიკური ნიშნით გაერთიანებულ ქვეყნად. უძველესი წყაროებით მსოფლიოს ცნობილ მდინარედ მოხსიენიებული ფაზისის შავი ზღვის შესართავთან იწყებოდა აღმოსავლეთის დიდი სავაჭრო გზის ერთი მონაკვეთი. ქრისტეს შობამდე VII-VI საუკუნეებს მიეწერება ამ მაგისტრალის საწყისი პუნქტის, ქალაქური ტიპის დასახლების - ფაზისი დაფუძნება. თანამედროვე ფოთისა და ხობის ეპარქიის ტერიტორია ადრიდანვე მძლავრ აგრესორთა დაპირისპირების ასპარეზი იყო. ეგრისის სამეფოს ადმინისტრაციული ცენტრი ხან ზღვისპირეთში, ხანაც ქუჯის მიერ დაარსებულ ციხეში - ციხე-გოჯში (ბერძნული არქეოპოლისი) იყო. IV საუკუნიდან რომაული ხარკისგან გათავისუფლებული ლაზიკის (იგივე ეგრისი) სამეფოს მთელი დასავლეთი  საქართველო თავისი ძალაუფლების ქვეშ ჰყავდა გაერთიანებული. ამ დროს ფაზისის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს მისი მძლავ საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევა. IV საუკუნეში ფოთის ცნობილი რიტორიკული სკოლა, იმჟამინდელი საფილოსოფოსი აზროვნების კერიდან - საბერძნეთის ათენიდან საკმაო მანძილის მიუხედავად, ძალზე პოპულარული იყო. დასავლეთ იბერიის საზღვაო ქალაქ ფოთსა და მის მიმდებარე ტერიტორიას ტრადიცია მიიჩნევს მიციქულთა მოღვაწეობის არეალად. ამ ფაქტს უპირველეს ქართულ წყაროსთან „ქართლის ცხოვრებასთან“ ერთად, ძველი ბერძენი და ლათინი ავტორები - კლიმენტი რომაელი, ეპიფანე კვიპრელი, ევაგრე სიცილიელი, ეპიფანე კონსტანტინეპოლელი და სხვ. ადასტურებენ. წმიდა ანდრია და სხვა მოციქულები, აწყურში პირველი საეპისკოპოსოს დაფუძნების შემდეგ ქადაგებით ჩავიდნენ ფაზისში, ზღვის პირას მცხოვრებნი განანათლეს და შემდეგ მოაქციეს მდინარე ფაზისის იბერები... ეგრისი იბერიის თანადროულად გაქრისტიანებულა და პირველ ეტაპზე საქართველოს ერთიანი ეკლესიის იურისდიქცია მთელ ქვეყანაზე ვრცელდებოდა. მოგვიანებით, V ს-დან, დასავლეთ საქართველოში ბიზანტიის ძალაუფლების დამკიდრების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ეკლესიის ერთიანი სხეული დანაწევრდა და ფაზისი იგივე ფოთი მიმდებარე ტერიტორიითურთ და სხვა ქართული პროვინციები ეკლესიურადაც კონსტანტინეპოლის იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდნენ. ბერძნულ წყაროთა მიხედვით, ფაზისი (ფოთი) უკვე ამ დროისათვის ლაზიკის სამიტროპოლიტო ცენტრად ითვლებოდა. რაც შეეხება თვით ფაზისის ეპიარქიას, იგი გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა. ფრიად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრების (553 წ.) გადაწყვეტილებებს ხელი მოაწერა „თეოდორე უღირსმან ეპისკოპოსმან ფირსიოსამან (ფასისი, იგივე ფოთი), სოფელსა შინა მეგრელთასა“, ე.ი. VI ს. შუახანებისათვის ფოთის ეპარქია საკმაოდ მობილიზებული და ავტორიტეტული სამწყსოა. VII ს-დან ფაზისის სამიტროპოლიტო საზღვრები აღმოსავლეთით ვრცელდებოდა სკანდა-შორაპნის საზღვრამდე, ხოლო ჩრდილოეთით - მდინარე კლისურამდე. VIII ს-დან დასავლეთ საქართველოს მცხეთის საკათალიკოსის ტერიტორიასთან ერთად იგი გაერთიანდა აფხაზეთის ქართულ საკათალიკოსოში. ამის შემდეგ ფაზისის ნაცვლად მკიდრდება მისი თანამედროვე სახელწოდება ფოთი, რომელიც პირველად გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში იხსენიება. VIII ს-ში გაუქმებული ფოთის სამიტროპოლიტოს ადგილზე მისი შემცველი ქართული საეპისკოპოსო ერთეული არ შეუქმნიათ. ამ პერიოდში იმერეთსა და სამეგრელოში ეკლესიებს თვით კათალიკოსი მართავდა. მოგვიანებით, IX-X ს-ში ამ რეგიონში მრავალი მსხვილი სამღვდელმთავრო ერთეული - საეპისკოპოსო ჩამოყალიბდა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ სამეგრელოში სამი ეპარქია იყო: ჭყონდიდის, ცაგერისა და ცაიშის. 1823 წელს ჭყონდიდის ეპისკოპოს ბესარიონ ჭყონდიდელის ხელმძღვანელობით საპარქიო ცენტრი - მარტვილი ჩამოყალიბდა. გაერთიანებულ სამღვდელმთავროებს სამეგრელოს ეპარქია ეწოდა, ხოლო 1885 წელს იქმნება გურია-სამეგრელოს საეკლესიო ერთეული საეპარქიო ცენტრით ქალაქ ფოთში. 1917 წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, სამეგრელოს რეგიონში განახლდა ჭყონდიდის ეპარქია. 1995 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის საფუძველზე სამი სამღვდელმთავრო კათედრა ჩამოყალიბდა: საკუთრივ ჭყონდიდის, ზუგდიდისა და ცაიშის, და ფოთის ეპარქიები. 1996 წლის 24 მარტიდან ახლად აღდგენილ ფოთის ეპარქიის მმართველად დადგენილ იქნა მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). 2002 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით ფოთის ეპარქიას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ფოთისა და სენაკის ეპარქია. 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული წმიდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, ფოთისა და სენაკის ეპარქიას გამოეყო სენაკის რაიონი, ხოლო ზუგდიდ-ცაიშისას კი ჩხოროწყუს რაიონი და შეიქმნა ახალი ეპარქია სახელწოდებით „სენაკისა და ჩხოროწყუს“ ეპარქია. ფოთისა და სენაკის ეპარქიას კვლავ შეეცვალა სახელი და ეწოდა „ფოთისა და ხობის“ ეპარქია. შესაბამისად შევიდა ცვლილება მღვდელმთავრის ტიტულშიც და იგი მოიხსენიება უკვე ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსად.
მთავარეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე
დაბ. - 20.05.1958. თბილისი
1985 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
28.06.1997 - ბერად აღკვეცა
20.07.1997 - დიაკონი
10.08.1997 - მღვდლად კურთხევა
29.03.1998 - ეპისკოპოსად კურთხევა
2002 - საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული ეგრისის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ზუგდიდს, წალენჯიხასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ზუგდიდისა და ცაიშის სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ჭყონდიდის, დასავლეთიდან ცხუმ-აფხაზეთის, ჩრდილოეთიდან მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან ფოთისა და სენაკის ეპარიქიები, სამხრეთ დასავლეთის საზღვარი ზღვის სანაპირო ზოლს მიჰყვება.
საეკლესიო ტრადიციის თანახმად ამ მხარეში წმინდა მოციქულების ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელსა და მატათას უქადაგიათ და პირველქრისტიანული თემისათვის ეკლესია დაუფუძნებიათ. IV ს. პირველ ნახევარში ეგრისში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ხოლო V ს. ვახტანგ გორგასალმა სრულად გაათავისუფლა დასავლეთ საქართველო რომაელთაგან.
ცაიშის, იგივე საისი, სისენი, აბისენის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში VI-VII საუკუნეთა მიჯნიდან ჩანს.
ცაიშელი მღვდელმთავრები დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესში აქტიური მონაწილეობით გამოირჩეოდნენ. XV საუკუნეში აფხაზეთის საკათალიკოსოს ჩამოყალიბებისას, „მცნებაი სასჯულოში“ მოხსენიებული პირველი კათალიკოსი იოვაკიმე მანამდე ცაიშელ-ბედიელი მწყემსმთავარი იყო.
1917 წლის სექტემბერში ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს საეკლესიო კრების განჩინებით ცაიშის ძველი სამღვდელმთავრო ტერიტორია ჭყონდიდის ეპარქიის შემადგენლობაში ითვლებოდა. 1995 წლის 5 აპრილს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე აღდგა 1823 წლიდან გაუქმებული ცაიშის საეპისკოპოსო კათედრა. ახლად აღდგენილ სამღვდელმთავროს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ეწოდა. აღდგენილი ეპარქიის მართვა 1998 წლამდე შეთავსებული ჰქონდა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოს დანიელ დათუაშვილს. ამჟამად ზუგდიდისა და ცაიშის მღვდელმთავარია ეპისკოპოსი (გერასიმე შარაშენიძე).
–მიტროპოლიტი დიმიტრი(დავით ნოდარ შიოლაშვილი
დაბ. - 16.02.1961, მცხეთა;
1979-1982 - მცხეთის სასულიერო სემინარია;
1982-1986 - მოსკოვის სასულიერო აკადემია;
თეოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი;
28.07.1985 - დიაკონი;
12.01.1986 - მღვდლად კურთხევა;
1987-1988 - ალავერდის მონასტერში;
1988-1989 - ანჩისხატის ეკლესიაში;
13.05.1989 - დეკანოზი, ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი;
14.10.1991 - ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორი;
14.09.1993 - წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სემინარიის რექტორი. ბათუმი;
25.10.1996 - ბერად აღკვეცა;
26.10.1996 - არქიმანდრიტი;
08.11.1996 - ეპისკოპოსი;
2003 - მთავარეპისკოპოსი ბათუმისა და სხალთისა.
03.06. 2007 - მიტროპოლიტი ბათუმისა და ქობულეთისა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ისტორიული აჭარისა და სხალთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის ქალაქები: ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, და ლაზეთი. ეპარქიის საზღვარი სამხრეთის მხრიდან ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს, რომელიც გასდევს ჭანეთისა და შავშეთის ქედებს, აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის, ჩრდილოეთიდან კი - შემოქმედის ეპარქიები, ისტორიული არსიანისა და მესხეთის ქედები, მდინარეების - ნატანებისა და კინტიშის წყალგამყოფები, დასავლეთიდან სამღვდელმთავრო ტერიტორიას აკრავს შავი ზღვის სანაპირო. აჭარა ისტორიულად საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პროვინციაა, რომელიც გეოგრაფიულად ზემო ქართლის, კერძოდ, მესხეთის ნაწილს შეადგენდა. საეკლესიო ისტორია საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლასა და გარვრცელებას აჭარის მხრიდან, დიდ აჭარიდან მიიჩნევს. სხალთაში პირველი ქრისტიანული თემისთვის ეკლესიის დაფუძნებისა და საეკლესიო წესწყობილების ჩამოყალიბების შემდეგ, წმიდა მოციქული ანდრია სოსანგეთსა (აწყური) და საქართველოს შავიზღვისპირა ტერიტორიებზე აარსებს ეკლესიებს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, სხალთის მიდამოები და მთლიანად აჭარა IV საუკუნეში მეფე მირდატ III-ის მიერ შექმნილ თუხრელის სამწყსოში ერთიანდებოდა. ეპარქია V ს. 60-იან წლებამდე არსებობდა, შემდეგ კი ვახტანგ გორგასლის მიერ კლარჯეთის ქვეყანაში დაარსებული და მომძლავრებული ახიზის ეპარქიის გავლენის ქვეშ მოექცა. ქართლის სამეფოს უძველესი პროვინცია, სხვადასხცა ეპოქაში მომხდურთა მძლავრობისაგან ხშირად დამპყრობთა გავლენის ქვეშ ექცეოდა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის სექტემბერში მოწვეული საქართველოს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით აღდგა ბათუმის ეპარქიას, რომელსაც ბათუმ-შემოქმედის საეპისკოპოსო ეწოდა. მისი მწყემსმთავარი საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს წევრი იყო. აღნიშნული ეპარქია შექმნისთანავე სამხრეთ საქართველოს ვრცელ ტერიტორიას აერთიანებდა, რომლის ფარგლებშიც წინათ ათამდე საეპისკოპოსო კათედრა შედიოდა. ბათუმ-შემოქმედის ეპარქია 1995 წლის აპრილამდე არსებობდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, 1995 წ. 5 აპრილს ბათუმ-შემოქმედის ერთი ეპარქიიდან ჩამოყალიბდა ორი - შემოქმედისა და ბათუმ-სხალთის ეპარქიები. 1996 წლის ნოემბრიდან ბათუმისა და სხალთის ეპარქიას მართავს მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი).

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი თადეოზი (მირიან იორამაშვილი).
დაბ. 1946 – ქ. გორი.
1977 – მღვდელი
1979 -  წილკნის ეპისკოპოსი.
1982 - აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი.
1984 – მანგლელი მთავარეპისკოპოსი.
1993-1995 – ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი.
2003 – ბოლნისის მთავარეპისკოპოსი.
2005 – ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი.
მისამართი: საქართველო 2500, თიანეთი. [995] 32 3540407, 342186. 352186. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდებარეობს. იგი მოიცავს არაგვისა და ივრის ხეობების ისტორიულ კუთხეებს: ერწოთიანეთსა და ძველი ფხოვის ტერიტორიას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ალვან-თუშეთი, რომელიც ალავერდის ეპარქიის შემადგენლობაშია, დასავლეთიდან ხევისა და სტეფანწმინდის ეპარქია, სამხრეთიდან და სამხრეთ დასავლეთიდან – გუდამაყარ-მთიულეთი, რომელიც წილკნის ეპარქიას ესაზღვრება, ჩრდილოეთის საზღვარი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა, ძველი ქისტეთის, იგივე ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიელ მოსახლეობას საერთო სახელი “მთეულნი” ეწოდებოდათ. მთეულნი კახეთის ჩრდილოეთით, არაგვისა და თერგის ხეობაში სახლობდნენ, სადაც თითოეულ კუთხეს თავისი საკუთარი ისტორიულ-ეთნოგრაფიული  და ყოფა-ცხოვრების შესაფერისი ტრადიციული სახელიც ჰქონდა. ამ მხარის უკიდურეს სამხრეთით, მდინარე ივრის დასავლეთ მხარეს მდებარეობდა “ერწუ’ ანუ “ერწო”. ერწოს ზემოთ იორზე იყო “თიანეთი”, რომელიც ადრიდანვე არა მარტო ქალაქურ დასახლებას, არამედ მთელ კუთხეს ერქვა. გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით ფხოველთა მთებზე შეფენილი იყო “ფხოეთი”. ფხოეთი, იგივე ფხოვი,. XV ს-მდე ფშავისა და ხევსურეთის ზოგადი სახელი იყო. ამდენად, სამღვდელმთავროს გეოგრაფიული საზღვრები ვრცელდება აღმოსავლეთ საქართველოს მთის ისტორიულ კუთხეებზე – ფშავსა და ხევსურეთზე (ადრეული წერილობითი ძეგლების მიხედვით – “ფხოვზე”) და ერწოსა და თიანეთზე (გარკვეულ პერიოდში ეს მხარე “ჟალეთის ქვეყნის” სახელით იყო ცნობილი). თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში შემავალ კუთხეთა საერთო ქართული წარმომავლობისა და აქაური მოსახლეობის უმჭიდროესი გენეტიკური სიახლოვის მიუხედავად, IV ს-ში წმ. მეფე მირიანის რელიგიურ რეფორმას ყველა ერთნაირი განწყობით არ შეხვედრია. მემატიანის უწყებით, წმ.ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ “მოეწოდეს მთიულთა, ჭართალელთა, ფხოელთა, გუდამაყრელთა და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხორებად საუკუნოდ.” ხოლო მათ არ ინებეს ნათლისღება; ფხოველთა დაუტევეს ქვეყანაი მათი და გარდავიდეს თუშეთს”, ხოლო ერწო თიანელებზე უწყებულია , რომ “მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღესო”. ფშავ-ხევსურთა გაქრისტიანება მიეწერება მირიანის ძეს მეფე ბაქარს: “ესე იყო მორწმუნე, ვითარცა მამამისი მირიან, და ცოტა მოგვიანებით წმ. მღვდელმთავარ აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოზმან”. აქაური მოსახლეობის საბოლოო გაქრისტიანება და საქართველოს საპატრიარქოსადმი მათი სრული საეპარქიო-ორგანიზაციული დაქვემდებარება წმ.დავით აღმაშენებლის და თამარის ეპოქებს უკავშირდება. თუმცა თანამედროვე ეპარქიის ტერიტორიაზე გაცილებით ადრე, წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის დროს დაფუძნდა ეპარქია, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის; მიხედვით “ჟალეთი”, იგივე “ბერ” ანუ ჩელეთიაო. ჟალეთს “გორგასალ აღაშენა ეკლესია კეთილშუენიერი, გუმბათიანი, და დასუა ეპისკოპოსი, მწყემსი ერწო თიანეთისა, ფშავ-ხევსურეთის ქვეყნის” პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა, აღნიშნული სამღვდელმთავროს ტერიტორიები ხარჭაშოს კათედრას დაქვემდებარებია. ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის იურისდიქციაში არსებული ტერიტორიები მუდამ მცხეთის საკათალიკოსოს გამგებლობაში ითვლებოდა. ქვეყნის საერთო ძნელბედობის გამო ხალხმრავლობით გამორჩეული მთის კუთხეები მოსახლეობისაგან იცლებოდა, მათი მასიური დაცარიელება რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და საუკუნეთა ნაცადი ყოფა-ცხოვრების ტრადიციული წესის მოშლის შემდეგ დაიწყო. XIX ს. დასაწყისიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ კახეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საეკლესიო ცხოვრება ერთ კახეთ-ალავერდის ეპარქიას დაექვემდებარა. 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენისას განახლდა წილკნის ეპარქიაც, რომელიც აერთიანებდა აღმოსავლეთ საქართველოს “მთეულთ” – მთიულეთს, გუდამაყარს, ხევს, ფშავს, ხევსურეთს, ერწო-თიანეთსა და სხვა. 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ.სინოდის კრებაზე წილკნისა და ალავერდის ეპარქიათა ტერიტორიების საფუძველზე დაარსდა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია. ეპარქიის ამგვარი სახელწოდება – “თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის” – არ გვხვდება საქართველოს საეკლესიო წარსულიდან, თუმცა იგი არსით საუკუნეთა წინათ გაუქმებული “ჟალეთის”, შემდეგ კი ძველი “ხარჭაშოს” ეპარქიის განახლებას ნიშნავს (ხარჭაშოს ეპისკოპოსი “ხარჭაშნელად” იწოდებოდა). წმ. სინოდის განჩინებით და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით ახლად დაარსებული ეპარქიის მღვდელმთავრად კრებამ გამოირჩია ხევისა და სტეფანწმინდის; ეპარქიის; აჩხოტის და წმ.ნიკოლოზის სახელობის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იეგუდიელი (ტაბატაძე). 2005 წლის გაზაფხულზე მეუფე იეგუდიელს ბოლნისის სამწყსო ერწმუნა, ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოეს ბოლნელ მთავარეპისკოპოს თადეოზს – თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია.
მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ბადრი ახვლედიანი)
დაბ. 1953 – ცაგერი, ლასტორია
1977 – მღვდლად კურთხევა
1982 -  აგარ-წალკის ეპისკოპოსი,
1984 – ჭყონდიდელი ეპისკოპოსი
1988 – ურბნისის ეპისკოპოსი.
1994-1995 – ურბნისის მთავარეპისკოპოსი.
1995-2002 – სამთავისის მთავარეპისკოპოსი.
2002 – არგვეთის მთავარეპისკოპოსი.
მისამართი: საქართველო 2000, ზესტაფონი. [995] 32 736023, 98 2708. მობ. [995] 99 180753. არგვეთისა და უბისის ეპარქია ზემო იმერეთში ისტორიული არგვეთის საერისთავოს დიდ ნაწილს მოიცავს. მისი იურისდიქცია ვრცელდება ზესტაფონის, ხარაგაულისა და თერჯოლის რაიონებზე. არგვეთის ეპარქიის აღმოსავლეთით ურბნის-რუისისა და ჭიათურა-საჩხერის დასავლეთით – ვანი-ბაღდათის, ჩრდილო-დასავლეთით – ქუთაის-გაენათის, სამხრეთით – ბორჯომ-ბაკურიანისა და ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპარქიები მდებარეობს. ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად არგვეთის საერისთავოს დაარსება მეფე ფარნავაზის სახელს უკავშირდება. ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანული ცხოვრების დაწყება მოციქულთა მოღვაწეობას უკავშირდება. ამ კუთხეში ქრისტიანობის ადრიდანვე მტკიცედ გავრცელების მიმანიშნებელია დღემდე მოღწეული უძველესი ქრისტიანული ძეგლები: V-VII საუკუნეების “კაცხის სვეტის” ეკლესია, უდერბის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, VI-VII საუკუნეების ტაბაკინის წმ.გიორგის სახელობის მონასტერი და სხვა. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროიდან ეს მხარე მცხეთის იურისდიქციაში მყოფ მძლავრ ქართულ საეკლესიო კერად ითვლებოდა ვახტანგ გორგასლის დროსაც დასავლეთ საქართველოს კუთხეები. “ვაკე, არგუეთი და თაკუერი” კვლავ მცხეთის საყდრის ურისდიქციას მიეკუთვნება. უძველესი დროიდან ქრისთიანული საქართველოს უმნიშველოვანეს კერაზე ზემო იმერეთის ცნობილ არგვეთის საერისთაოში არგვეთის სამღვდელმთავრო კათედრის მღვდელმთავარი – მარგველი არ იხსენიებოდა. მარგველი მღვდელმთავრის საეკლესიო წოდება 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დამკვიდრდა. განახლებულ ეპარქიათა შორის საქართველოს ეკლესიის დიპტიხში არგვეთი მე-9 ადგილზე მოიხსენიებოდა. XX საუკუნის ცნობილი საეკლესიო რეპრესიების დროს არგვეთის სამღვდელმთავრო კათედრა უმეტესად თავისუფალი იყო. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით არგვეთის ეპარქიას სახელწოდება შეეცვალა და მას არგვეთისა და უბისის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად მანამდე საგარეჯოსა და გურჯაანის მთავარეპისკოპოსი ვახტანგ ახვლედიანი იქნა დადგენილი.
წილკნელი მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შოთა შიოშვილი)
დაბ. 1951 წ. – ქ. თბილისი
1972 – პოლიტექნიკური ინსტიტუტი
1977 -  მცხეთის სემინარია
1976 – დიაკვნად კურთხევა
27. VII. 1977 – მღვდლად კურთხევა
11. X. 1983– ჭყონდიდელი ეპისკოპოსი.
20. VII 1984 –  წილკნელი ეპისკოპოსი.
1984-1989 – მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი
1984-1994 – საგამომცემლო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მისამართი: საქართველო 3309, წილკანი. საეპისკოპოსო სახლი. [995] 32 314777, 710711. წილკნისა და დუშეთის ეპარქია შიდა ქართლში, მცხეთის საკათალოკოსო ტაძრის ჩრდილოეთით მდებარეობს და მოიცავს მდინარეების  - არაგვისა და ქსნის აუზებს და კავკასიის მთიანეთს. ეპარქია მცხეთის რაიონის მცირე ნაწილს, დუშეთისა და თიანეთის რაიონებს მოიცავს. მას აღმოსავლეთიდან ალავერდის, დასავლეთიდან – ნიქოზისა და ცხინვალის, სამხრეთიდან მცხეთა თბილისის, საგარეჯო-გურჯაანისა და სამთავის-გორის, ჩრდილოეთით – ყაზბეგისა და ხევის ეპარქიები ესაზღვრება. ეპარქიის სახელწოდება “წილკანი”, მთის ხეობაში შესასვლელი წინაკარი – წინკარი – წირკარი – წილკანი – სოფლის სახელიდან წარმომდგარა, სადაც ბაქარ მირიანის ძეს აუშენებია წილკნის ეპარქია. ეპარქიის ტერიტორიაზე – ქსნის ხეობაში, ნასტაკისის ნაქალაქარზე აღმოაჩინეს ადრეული ქრისტიანული (II-III) სამლოცველო, რაც ამ კუთხეში პირველქრისტიანული თემის არსებობის მიმანიშნებელია. საქართველოში IV ს-ში მეფე მირიანის დროს ქრისტიანული რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას ზოგიერთმა მთის ტომმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მთაში ახალი სარწმუნოების მიღება უმტკივნეულოდ არ მომხდარა. მთის მოქცევას ტრადიცია მეფე მირიანის ძეს, ბაქარს  უკავშირებს. პირველად წილკნელი ეპისკოპოსი 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე იხსენიება. 13 ასურელ მამათაგანი ისე – წილკნის ეპისკოპოსი იყო. ისე წილკნის მიერ განმტკიცებული კათედრალი, მოგვიანებით კიდევ უფრო გაძლიერდა  და მისი საზღვრებიც შესამჩნევად განივრცო. XV ს. II ნახევარში, საქართველოს სამეფოებად დაშლის შემდეგ წილკნის სამწყსოს დიდი ნაწილი კახეთის სამღვდელმთავროებს დაექვემდებარა. მოგვიანებით საქართველოში მტერთა გამუდმებული თარეშისა და ლეკთა თავდასხმების მიუხედავად, საწილკნო კვლავ ინარჩუნებდა თავის ძველ საზღვრებსა და ავტორიტეტს. 1803 წელს, წილკნელი მთავარეპისკოპოსი იოანე ქარუმისძის გარდაცვალების შემდეგ, სამღვდელმთავრო ტერიტორია ჯერ სამთავისის, შემდეგ ნიქოზის ეპარქიას მიუერთეს. ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ კი რუსულმა მმართველობამ წილკნის საეპისკოპოსოც გააუქმა და ახლადწარმოქმნილი მცხეთა-ქართლის ეპარქიას მიუერთა. 1917 წ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლდა წილკნის ეპარქიაც, მაგრამ მისი სამწყსო ტერიტორია დროებით შეიერთა მცხეთის ეპარქიამ და წილკნელი ეპისკოპოსები მცხეთის სვეტიცხოველში აღასრულებდნენ წირვა-ლოცვას. მოგვიანებით კი გამოკეტილი წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი ღვთსმსახურებისთვის დაიბრუნა ეკლესიამ. 1984 წლიდან წილკნის ეპარქიას განაგებს მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი.
მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (თამაზ ჯოჯუა)
დაბ. 15.02.1961. სოხუმი;
1990 - თბილისის სამხატვრო აკადემია;
28.08.1992 - ბერად აღკვეცა;
02.10.1992 - დიაკვნად კურთხევა;
26.11.1992 - მღვდლად კურთხევა;
1994 - ფოკის მონასტრის წინამძღვარი;
20.04.1995 - ეპისკოპოსი;
2000 - მთავარეპისკოპოსი ბორჯომისა და ახალქალაქისა;
2002 - მთავარეპისკოპოსი ბორჯომისა და ბაკურიანისა. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია შიდა ქართლის სამხრეთით, ისტორიული პროვინციის თორის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ბორჯომის რაიონს და მის მიმდებარე ბორჯომის იგივე ძვ.სადგერის ხეობას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მანგლისისა და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან - გორისა და სამთავისის და ურბნისისა და რუისის, ჩრდილო-დასავლეთიდან - მარგვეთისა და უბისის და ვანისა და ბაღდათის, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან - ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის, სამხრეთიდან - ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიები. ისტორიული თორის საერისთავო II-IV სს. დაარსდა და სრულად აერთიანებდა მტკვრის ხეობას, რომელსაც XV ს-დან სადგერის ხეობა ეწოდებოდა, XIX ს-დან კი - ბორჯომის ხეობა. ხეობა მტკვრის (ტაშისკარიდან აწყურამდე), საკუთრივ სადგერის (სადგერიდან წაღვერ-კიმოთესუბანსა და თორ-ბაკურიანს) და გუჯარეთის ხეობებისაგან შედგებოდა. თორის საერისთავო მთათა ბუნებრივ ქვაბულში - ლიხის, ღადოს, ბაკურიანის და თორის - მთებს შორის იყო მოქცეული. შუა-ფეოდალურ ხანაში თორი ცალკე სადროშოდ ითვლებოდა და მას თორელთა ფეოდალური საგვარეულო განაგებდა. XII ს. II ნახევრიდან თორელთა ფეოდალური საგვარეულო ფრიად დაწინაურდა და ამ ოჯახის წევრები, როგორც საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები (ახალქალაქის ერისთავთერისთავები), ისე დარბაზის რიგის მოხელეები (ამილახვრები, ამირსპასალარები, მეჭურჭლეთუხუცესები) იყვნენ. მათი მმართველობის საერისთავოს საზღვრები ჯავახეთის და სამცხის მნიშვნელოვან ნაწილზეც ვრცელდებოდა. XIII ს-ში მონღოლთაგან ქვეყნის დუმნებად დაყოფისას უკვე მთელი ჯავახეთის გამგებლობა მინდობილი ჰქონდათ თორელებს. მოგვიანებით, თორს სამცხის ათაბაგები, ხოლო XV ს-დან ხეობაში ავალიშვილთა სათავადოს (საავალიშვილო) შექმნის შემდეგ, ეს გვარეულობა მართავდა. ტრადიცია საერისთავოს გამგებლების, თორელების წარმომავლობას წმინდა ანდრია მოციქულის გაქრისტიანებულ პირველ ქართულ საგვარეულოს - სამძივარებს უკავშირებს. წერილობითი წყაროების და წმინდა საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, სოსანგეთში (აწყური), შემოსული, წმინდა მოციქულის ქადაგებისა და აქაური მთავრის, ქვრივი ქალის სამძივარის გარდაცვლილი შვილის სასწაულებრივი აღდგენის შემდეგ, სამძივართა ოჯახი ქრისტიანობაზე მოექცა და პირველი ეკლესიაც მათ მამულში დაარსდა. საქართველოში დაფუძნებულ პირველ ქრისტიანულ თემს წმინდა მოციქულმა ეპისკოპოსი დაუდგინა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატიც დაუტოვა. აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებული მრავალი სასწაულის შესახებ გვაუწყებენ საქართველოს ისტორიის უპირველესი წერილობითი წყაროს „ქართლის ცხოვრების“ თხზულებები. ამდენად, მოციქულებს საქართველოში პირველი სამღვდელმთავრო სამწყსო - აწყურის ეპარქია ისტორიული თორის ტერიტორიაზე დაუარსებიათ. პირველგაქრისტიანებული ქართული ოჯახის მემკვიდრეები კი ამ საერისთავოს ხანგრძლივი დროის მანძილზე მართავდნენ. IV ს-ში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, სადგერის ხეობის მოსახლეობაც გაქრისტიანებულა და ამ კუთხეში ეკლესია-მონასტრების ინტენსიური აღმშენებლობაც დაიწყო. თუმცა იმდროინდელი საღვთისმსახურო მრავალი შენობა-ნაგებობა დროის მსვლელობისა და მტერთა აურაცხელი შემოსევების გამო განადგურებულა. ამ მხარის უძველეს ტაძართაგან აღსანიშნავია ნეძვის სამეკლესიანი ბაზილიკა, ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი, ლიკანის, ჩითახევის, ახალდაბი, დაბის ეკლესიები და სხვ.
მთავარეპისკოპოსი ელისე. (ელდარ ჯოხაძე)
დაბ. - 1949 წ. ონის რაიონი, სოფ. შქმერი;
1885 - მღვდლად კურთხევა;
1985-1994 - მოძღვარი ნიკორწმინდაში, დიდუბის ეკლესიაში;
1994-1996 - მოძღვარი ანჩისხატის, მეტეხის ეკლესიებში;
15.03.1996 - ბერად აღკვეცა;
17.03.1996 - ეპისკოპოსად კურთხევა;
2002 - ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი. ნიკორწმინდის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიულ კუთხეს - რაჭას მოიცავს და მდინარე რიონის ზემო წელის აუზზეა განვრცობილი. სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია, დასავლეთიდან - ცაგერისა და ლენტეხის, სამხრეთიდან - ქუთაის-გაენათისა და საჩხერე-ჭიათურის ეპარქიები, ჩრდილოეთი მიჯნა კავკასიონის ცენტრალური ქედს მიჰყვება საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე. თანამედროვე საქართველოს სინამდვილეში, რეგიონების მიხედვით, საეკლესიო დანაწილების მხრივ ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ერთი ეპარქიის იურისდიქცია და საზღვრები ვრცელდება მხოლოდ ერთ ისტორიულად ჩამოყალიბებულ კუთხეზე. ისტორიული კუთხე - რაჭა და ნიკორწმინდის ეპარქია ერთსა და იმავე გეორგაფიულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაა. ასე იყო ადრიდანვე, XIV ს-დან, რაჭის ერთ მსხვილ საეკლესიო იურიდულ ერთეულად, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეპარქიად ჩამოყალიბებისთანავე. ეს რეგიონი სახელდების მხრივაც ერთ-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს. როგორც წესი, ახლადდაარსებულ ეპარქიას სახელი ძირითადად ისტორიულად ჩამოყალიბებული ადგილმდებარეობის მიხედვით ეძლეოდა. ამ შემთხვევაში კი ეპარქიას ამ მხარეში არსებული დიდი მონასტრის - წმ. ნიკოლოზის (ნიკოლაოზწმიდის - ნიკორწმიდის) სახელი ეწოდა, ხოლო რაჭის სახელწოდების წარმოშობის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. ისტორიულ და გეოგრაფიულ-კლიმატური პირობების შესაბამისად, რაჭას სამ ნაწილად ყოფენ: ქვემო რაჭა, ზემო რაჭა და მთა რაჭა. ქვემო და ზემო რაჭის საზღვრად მიჩნეულია ხიდიკარი. ისტორიულად ზემო რაჭა ხიდიკარიდან ზემოთ მდ. ლუხუნის, რიონის ზემო წელისა და ჯეჯორას აუზებს მოიცავდა. წლების მანძილზე ჯეჯორას ხეობა - ისტორიული წონა და კუდარო, საქართველოს უსაფუძვლო, არასამართლებრივი ადმინისტრაციული დაყოფის გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა. უწერის ზემოთ „ჭიდროთაგან“ (ადრე „იწროთასაც“ უწოდებდნენ) ტერიტორიას მთის რაჭა ეწოდება. გარკვეულ დროს, ზემო რაჭის მთის ეს რეგიონი - მთის რაჭა - არ შედიოდა ნიკორწმინდის ეპარქიის შემადგენლობაში და იგი მეზობელ ნიქოზის ეპარქიას მიეკუთვნებოდა. ისტორიულიად კი „მთის რაჭა რაჭის საერისთავოს მიეკუთვნებოდა და ამ საერისთავოს არანაკლები ღვაწლი მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარება-დაწინაურებაში. ამას მოწმობენ მთელ რაჭაში მიმოფანტული ნანგრევები და დღემდე დაცული ისტორიული ძეგლები. რაც შეეხება ნიკორწმინდის ეპარქიას, იგი იმერეთის რეფორმატორი მეფის ბაგრატ III (1510-1565) მეოხებით ჩამოყალიბდა. ბაგრატი სამეფოს გაერთიანებისათვის თავგასულ მთავრებთან ბრძოლაში მოკავშირედ ეკლესიას მიიჩნევდა და მუდამ მის მორალურ-მატერიალურ აღორძინებას ცდილობდა. მან საკუთრივ იმერეთის ტერიტორიაზე შექმნა და აღადგინა რამდენიმე საეპისკოპოსო. ამისათვის მეფემ ძველი ქუთაისის საეპისკოპოსო რამოდენიმე სამწყსოდ დაჰყო და მის ბაზაზე დააარსა გელათის და შემდეგ ნიკორწმინდის საეპისკოპოსოები. მის მნიშვნელოვან ღონისძიებადაა მიჩნეული მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე თავის მომხრე ფეოდალების დანიშვნა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის დასავლეთ საქართველოს თითქმის ხუთ კათედრაზე უმაღლეს იერარქებად ერთდროულად ერთი და იგივე გვარის წარმომადგელები, სახელდობრ, ჩხეტიძეები არიან. ბაგრატს მანამდე არსებული, მართალია, უკვე დაკნინებული, ნიკორწმინდის მონასტერი განუახლებია და მის ბაზაზე მონასტრის ნაცვლად საკათედრო, სამრევლო საყდარი დაუარსებია და პირველ ეპისკოპოსად მანოელი დაუდგენია. მართალია, ნიკორწმინდის ეპარქია, რომელიც დაარსებიდანვე მოიცავდა რაჭას, ბაგრატ III დროს ჩამოყალიბდა, მაგრამ ქრისტიანობის დამკვიდრებას რაჭაში მანამდეც გაცილებით დიდი ხნის ისტორია ჰქონდა. უპირველესი ქართულენოვანი წერილობითი წყაროს „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ანდრია პირველწოდებულს მესამე შემოსვლისას სვიმონ კანანელთან ერთად საქართველოს სხვადასხვა მხარე მოუვლია, მათ შორის მდ. რიონის ხეობაც. ამდენად, რაჭაში ქრისტიანობის ქადაგება, შესაძლოა, წმიდა მოციქულებს - ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელს და მატათას დავუკავშიროთ, ხოლო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად დამკვიდრება წმინდა მეფე მირიანის რელიგიურ რეფორმას. ქრისტიანობის შემოსვლაც აღმოსავლეთიდან, ქართლიდან (მცხეთიდან) არის მიჩნეული, არა მარტო რაჭაში, არამედ მის მეზობელ ლეჩხუმშიც... ნიკორწმინდის ეპარქიის დაარსებისთანავე, XVI საუკუნის 30-იანი წლებიდან (1534 წ.) იგი იმერეთის საკათალიკოსოს ექვემდებარება (მაგ. იმერეთის კათოლიკოსი ბესარიონი (XVIII ს.) ასე იხსენიება: ლიხთიმერთა, სვანთ, ოსთ, დვალთა და სრულიად ჩრდილოეთისა საჭეთმპყრობელი კათოლიკოზ-პატრიარქი...). დროის ცვალებადობის კვალად იმერეთის სამეფოს ეკონომიკურ-პოლიტიკური გაძლიერება-დამცრობის შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში ეპარქიათა რიცხვი იზრდება ან მცირდება (25 ეპარიიდან 4 ეპარქიამდე). ნიკორწმინდის ეპარქია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე (დას. საქართველოში 1821 წლამდე) არსებობდა. 1801 წ. ქართლ-კახეთის, 1810 წ. კი იმერეთის სამეფოების გაუქმების შემდეგ შეიცვალა ადგილობრივი საეკლესიო წყობილება. 1811 წ. აღმოსავლეთ საქართველოში, 1814 წ. დასავლეთ საქართველოში რუსეთმა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებელი მმართველობა - ავტოკეფალია გააუქმა და კათოლიკოს-პატრიარქის ნაცვლად ეგზარქოსის ინსტიტუტი დააარსა. საქართველოს ეკლესიის საქმეს რუსეთის სინოდის მიერ დანიშნული რუსი ეგზარქოსი განაგებდა. 1815 წ. ეგზარქოსთან დაარსდა „საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა“, რომელსაც საეგზარქოსოს ეპისკოპოსები ექვემდებარებოდნენ. მანამდე არსებულ ეპარქიათა რიცხვი 1819-21 წლების ცნობილი იმერეთის აჯანყებისთვის ოთხამდე შემცირდა - ქუთაისის, გელათის, ხონის და ნიკორწმინდის - აჯანყების სასტიკად ჩახშობის შემდეგ იმერეთი ერთ ეპარქიად გაერთიანდა. აჯანყების ორგანიზატორებად ეჭვმიტანილი დოსითეოზ ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი საქართველოს განაშორეს. იმერეთის სამეფოს აჯანყება ყველაზე დიდი მასშტაბით რაჭაში გამოვლინდა. ფაქტობრივად, აჯანყებულებმა ხელისუფლება ხელში აიღეს და რუსის ჯარის ყველა ნაწილი, რომელიც ამ ოლქში იყო, ალყაშემორტმული და მოწყვეტილი აღმოჩნდა გარე სამყაროსგან. აჯანყებულები რაჭაში ორგანიზებულად მოქმედებდნენ, ატარებდნენ დიდი მასშტაბის შეკრებებს, სადაც ფიცს დებდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლათ თავისუფლებისათვის. ...1820 წ. 21 მაისს კვარა ციხესთან და მისი მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე გამართული ბოლო ბრძოლების შემდეგ აჯანყება უმკაცრესად ჩაახშვეს, ამბოხებულთა სოფლები გადაწვეს და დაანგრიეს... მდგომარეობა თითქოს დამშვიდდა და რუსეთის ეკლესიის მაღალჩინოსნები თავის დაქვემდებარებაში გადასულ ტერიტორიათა მოსანახულებლად და აღსაწერად რაჭასაც მიადგნენ. მაღალმთიან სოფელ წედისში სტუმრობისას, რომლის წიაღისეულით სიმდიდრის შესახებ ადრევე აცნობიერებდნენ რუს მოხელეებს დოსითეოზ და ექვთიმე მღვდელმთავრები, რუსმა სამღვდელოებმა მანამდე არგაგონილიდა ქრისტიანისთვის წარმოუსდგენლად მიუღებელი საქციელი ჩაიდინეს: როგორც წესი, სოფელში ისინი მღვდელმსახურებთან სტუმრობდნენ. სოფელ წედისში ერთი გვარის ხალხი - მაისურაძეები ცხოვრობდნენ. სხვათაგან გამოსარჩევად ღვთისმსახურ მაისურაძეებს „ხუციანთებს“ უწოდებდნენ. დანაყრებულმა და შემთვრალმა რუსმა ღვთისმსახურებმა მასპინძელთა ოჯახის დიასახლისების შეურაცხყოფა მოინდომეს, რის გამოც სოფლიდან პანღურისკვრით გამოყარეს... მცირე ხნის შემდეგ სოფელს რუსის დამსჯელი ჯარი მოადგა განსაკუთრებული მისიით - აეწიოკებინათ სოფელი და კასტრირება ჩაეტარებინათ „ხუციანთა“ მამაკაცებისათვის... ვინც ამ სადისტურ სასჯელს გადარჩა, გაქცევით უშველა თავს. ხუციანთების ლტოლვილი მაისურაძეები ზემო და ქვემო რაჭის სოფლებში - ჩორდში, ფსორში, ცხრომში, ურავში და სხვაგან გაიფანტნენ... 1821 წ. რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებული ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია, კათედრის ცენტრით ქუთაისში. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, სოფრომს (წულუკიძეს), მანამდე ნიკორწმინდის ეპისკოპოსს მიანდვეს. სოფრომს რუსეთის სინოდმა არქიეპისკოპოსის წოდება მიანიჭა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წ. აღდგა ნიკორწმინდის ეპარქიაც. გასაგები მიზეზების გამო XX ს. 20-70 წწ. ეპარქია ფაქტობრივად მღვდელმთავრის გარეშე იყო, კათედრა შეთავსებული ჰქონდა ხან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ხან მეზობელ ეპარქიათა მღვდელმთავრებს. ამჟამად სამღვდელმთავროს მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი ელისე ჯოხაძე მწყემსმთავრობს.
მთავარეპისკოპოსი საბა (ზაზა გიგიბერია)
დაბ. - 1966 წ. 28 სექტემბერი. სენაკი;
1991 წ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი;
1990-1992 - ახალციხის სასულიერო სემინარია;
1991 წლის 14 ივნისი - ბერად აღკვეცა;
1992 წლის 12 იანვარი - დიაკვნად კურთხევა;
1992 წლის 4 ოქტომბერი - მღვდლად კურთხევა;
1994 წლის 25 ივნისი - იღუმენი;
1994 წლის 26 ოქტომბერი - არქიმანდრიტი;
1996 წლის 3 ნოემბერი - ეპისკოპოსად კურთხევა;
2003 წლის 14 სექტემბერი - მთავარეპისკოპოსი ხონისა;
1997-2004 წწ. - საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური განყოფილების თავმჯდომარე;
2004 წლის მაისიდან - საქართველოს საპატრიარქოს გამწვანებისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარე. ხონისა და სამტერდიის ეპარქია დასავლეთ საქართველოში ისტორიული იმერეთის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში, ვაკე იმერეთში მდებარეობს. იგი ხონს, სამტრედიასა და მათ მიმდებარე ტერიტორიებს, მდინარეების რიონსა და ცხენისწყალს შორის მდებარე სივრცეს მოიცავს. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ქუთაის-გაენათისა და ვანი-ბაღდათის, დასავლეთიდან ჭყონდიდის, ჩრდილოეთიდან ცაგერისა და ლენტეხის, სამხრეთიდან შემოქმედის ეპარქიები. ტრადიციულად კოლხეთის ცენტრალური ნაწილი, ისტორიული ვაკე იმერეთი, დასავლეთ საქართველოში ქვეყნის სიძლიერისა და სახელმწიფოებრიობის მტკიცე დასაყრდენი იყო. ყველა, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც დასავლეთ საქართველოში აღსრულებულა, ამ კუთხის ისტორიასაც უკავშირდება. იმერეთის ცენტრალური საერისთავოსა და სამეფოს ერთ-ერთი სადროშოს შესაფერისი საეკლესიო აღიარებაც სჭირდებოდა. ხონის ეპარქიის ჩამოყალიბება XVI ს-ში იმერეთის რეფორმატორ მეფე ბაგრატ III-ს (1510-1565) უკავშირდება. ხონის ახლადჩამოყალიბებული ეპარქიის პირველი მღვდელმთავარი მანოელ ჩხეტიძე იყო, რომელიც 1529 წ. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა მაქსიმე აბაშიძემ აკურთხა მღვდელმთავრად. სამეფო დომენში შემავალი ხონის ეპარქია თავიდანვე სამეფო ოჯახის განსაკუთრებული მზრუვნელობის ქვეშ იყო. ხონელი მღვდელმთავარი კი გავლენიან ეპისკოპოსად ითვლებოდა სამეფოში და მისი სამწყსო ტერიტორია თავიდანვე საკმაოდ განვრცობილი იყო. XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე ხონის მონასტერთან საკმაოდ დიდი სამრევლო სკოლა და ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვებისათვის 100 ადგილიანი საავადმყოფო (სასაპყრე) არსებობდა, სადაც ეპარქიის ხარჯზე იზრდებოდნენ ბავშვები. ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ დაწყებული ცნობილი იმერეთის აჯანყების დროს ხონელი მთავარეპისკოპოსი ანტონ ჩიჯავაძე მოვლენათა შუა გულში აღმოჩნდა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ხონის ეპარქიაც გააუქმეს, მღვდელმთავარი კი ეპარქიიდან გააძევეს. მიუხედავად მძლავრი ზეწოლისა XIX ს. ბოლო მესამედში იმერეთის ეპისკოპოსის წმინდა გაბრიელ ქიქოძის (1860-1896 წწ.) მოღვაწოების დროს ხონის ეპარქიის ტერიტორიაზე მრავალი ეკლესია აღდგა და განახლდა, ამ მხარეში ბოლომდე შენარჩუნებულიყო ქრისტიანული ცხოვრება. 1917 წ. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ხონის ეპარქიის ტერიტორია განახლებულ ქუთაის-გაენათელის ეპარქიის შემადგენლობაში ითვლებოდა. წმინდა სინოდის 1995 წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით ქუთაის-გაენათის ეპარქიის სამწყსოს ტერიტორიის საფუძველზე კიდევ ორი სამღვდელმთავრო კათედრა ჩამოყალიბდა: ხონისა და ვანისა და ბაღდათის. ხონელი ეპისკოპოსის არჩევამდე ახლადდაარსებულ ეპარქიას შეთავსებით მართავდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე. 1996 წ. ნოემბრიდან ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დადგენილი იქნა ეპისკოპოსი საბა გიგიბერია. საკათედრო ტაძარიქ. ხონის წმ. გიორგის ეკლესია - დეკანოზი იოანე გედენიძე. ქ. სამტრედიაში მოქმედებს წმ. ნაზარის (ლეჟავა) სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა (გრ. რობაქიძის ქ. №27). დირექტორი: ნატალია კოპალეიშვილი.
მთავარეპისკოპოსი ანტონი (მარკოზ ბულუხია)
დაბ. 07.05.1956. ქობულეთი, ოჩხამური
1976-1982 - მოსკოვის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი
1980-1982 - მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტი
1987-1990 - მცხეთის სასულიერო სემინარია
16.03.1989 - დიაკონი
26.04.1989 - მღვდლად კურთხევა
1995 - დეკანოზი
25.10.1996 - ბერად აღკვეცა
26.10.1996 - არქიმანდრიტი
11.11.1996 - ეპისკოპოსად კურთხევა
1999-2000 - მსჯვარდადებულებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე
2004 - მთავარეპისკოპოსი  ვანისა და ბაღდათის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, იმერეთის დაბლობზე მდინარეების სულორისა და ხანისწყლის აუზებში მდებარეობს. იგი ქალაქებს - ვანს, ბაღდათს და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. საქართველოს საეპარქიო დანაწილების საფუძველზე ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მარგვეთისა და უბისის, დასავლეთიდან შემოქმედის, ჩრდილოეთიდან ქუთაის-გაენათის და ხონის, სამხრეთიდან ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიები.

ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანობის ქადაგება მოციქულების დროს დაიწყო, როდესაც მათ მოაიარეს ზღვისპირეთი და მდინარე ფაზისს აჰყვნენ. ეგრის-აფხაზეთის სამეფოს და, შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში ამავე სახელწოდების საკათალიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ, ვაკე იმერეთი მის შემადგენლობაში აღმოჩნდა, თუმცა აღნიშნული ეპარქია ცალკე სამღვდელმთავროდ არ გამოყოფილა. თანამედროვე ეპარქიის ტერიტორია იმერეთის სამეფოში არსებულ ქუთაისის და მარგვეთის სამწყსოებში შედიოდა. XIV ს. 30-იან წლებში ჩამოყალიბებული ხონის, შემდეგ აფხაზეთის საკათალიკოსის რეზიდენციის გელათში გადმოტანისას, დასავლეთ საქართველოს საეპარქიო საზღვრები შეიცვალა და ვაკე იმერეთიც მათ შორის გადანაწილდა. XVIII-XIX სს-თა მიჯნაზე ეს მხარე ქუთათელისა და ხონელის სამწყო ტერიტორიას შეადგენდა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ვაკე იმერეთი გაერთიანებული დასავლეთ საქართველოს საეკლესიო შემადგენლობაში - იმერეთის ეპარქიაში შედიოდა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ თანამედროვე ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სამწყსო ქუთაისსა და გაენათის ეპარქიას მიეკუთვნებოდა. 1995 წ. 5 აპრილის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ვანისა და ბაღდათის ეპარქია ჩამოყალიბდა. 1996 წ. ნოემბრიდან ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მმართველად დადგენილი იქნა ეპისკოპოსი ანტონ ბულუხია. ადმინისტრაციულად ვანისა და ბაღდათის ეპარქია ორ ოლქად იყოფა: ვანისა (მთავარხუცესი - დეკანოზი პეტრე გიორგაძე) და ბაღდათისა (მთავარხუცესი - არქიმანდრიტი მაკარი, აბესაძე)

მთავარეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე)
დაბ. - 01.05.1963, ლანჩხუთი
1989 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
18.12.1995 - ბერად აღკვეცა
19.01.1996 - დიაკონი
06.05.1996 - მღვდლად კურთხევა
17.05.1997 - იღუმენი
14.10.1998 - ეპისკოპოსად კურთხევა
1998-1999 - ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი
1999 - ბოდბელი ეპისკოპოსი  ბოდბის ეპარქია საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქიზიყის, ძველ კამბეჩოვანის მხარეში მდებარეობს. მის შემადგენლობაში შედის ქალაქები - სიღნაღი, დედოფლისწყარო და მათი მიმდებარე ტერიტორიები. ბოდბის ეპარქიას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ნეკრესის, დასავლეთიდან გურჯაანისა და საგარეჯოს ეპარქიები, სამხრეთის და აღმოსავლეთის საზღვრები საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-დაღესტნის საზღვრებს ემთხვევა. ქართული საისტორიო ტრადიცია ბოდბის ეპარქიია დაფუძნებას V ს-ით ათარიღებს. VI ს-ის დასაწყისში, 506 წ. ბოდბელი მღვდელმთავარი ლაზარე აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსებთან ერთად დვინის საეკლესიო კრებას ესწრებოდა. ადრიდანვე საქართველოს სამეფო კარზე, შემდეგ კახეთის დამოუკიდებელ სამთავროსა და სამეფოში ბოდბელი მღვდელმთავრის დაწინაურებულ მდგომარეობას ამ მხარეში ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს მოღვაწეობა და აღსასრული განაპირობებდა. ეპარქიის ტერიტორიას ადრიდან კამბეჩოვანი ერქვა „კანბეჩთა სიმრავლისათვის“, შემდეგ კი ქიზიყი უწოდებიათ - მათი „უსაქციელობისათვის“ - „მქის იყო“, გვაუწყებს ვახუშტი აქაური ხალხის ხასიათს. კამბეჩოვანი, კამბეჩანის მხარე მდინარე ალაზნის ქვემო წელსა და მტკვარს შორის ტერიტორიას მოიცავდა. V-VI სს. მიჯნაზე ამ მხარეში ორი ეპარქია - ხორნაბუჯი და ბოდბე - იხსნიება. ქალაქი ხორნაბუჯი კამბეჩოვანის ადმინისტრაციულ ცენტრად ითვლებოდა. ადრიდანვე ორი ეპარქიის ერთ კუთხეში არსებობა ქვეყნისთვის საზღვრისპირა რეგიონის დიდი მნიშვნელობით იყო განპირობებული. ახლომდებარე სამღვდელმთავრო კათედრათა ბუნებრივ საზღვრად ბოდბის ხევი არის მიჩნეული. კამბეჩოვანის დასავლეთი მხარე ბოდბელის სამწყსოდ ითვლებოდა, აღმოსავლეთი - ხორნაბუჯელისა. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა ხორნაბუჯი ჭერემსა და ნეკრესთან ერთად საუფლისწულო მამულად გადასცა თავის ძე დაჩის. VI ს-ის I ნახევარში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ კამბეჩოვანი სპარსეთს ემორჩილებოდა, ხოლო ხორნაბუჯი სპარსი მოხელის რეზიდენციად ითვლებოდა. VI ს-ის II ნახევარში სპარსელთაგან გათავისუფლებული ეს მხარე ქართლის ერისმთავრების უმცროსი შტოს მფლობელობაში გადადის. VII ს. შუა წლებიდან აქ არაბები ბატონობდნენ, ხოლო VIII ს-ის II ნახევრიდან, ჰერეთის სამთავროს წარმოქმნის შემდეგ ჰერეთის შემადგენლობაში შევიდა. ბოდბელს კახეთის სამეფოში პირველი სადროშოს - ქიზიყის წინამძღოლობა ჰქონდა მინდობილი. მას „სასპასპეტო დროშაცა აქუს... და არს ბრძოლასა მეწინავე“... ომისა და მშვიდობისა საკითხი მათი მონაწილეობით და თანხმობით წყდებოდა. ბოდბელი ეპისკოპოსები ომის დროს თავისი სამწყსოს „ქისიყით კონდოლამდე და მანავამდე“ ჯარს მეთაურობდნენ და საომარი მოქმედებებისას ჯვრის მტვირთველის თანხლებით სრული სამღვდელმთავრო შემომოსლით შედიოდნენ ბრძოლაში. სამშობლოსა და დედა ეკლესიის დაცვისას ბოდბელ მღვდელმთავართა თავდადება საყოველთაოდ იყო ცნობილი. ბოლო დროს კი, XVIII საუკუნის მიწურულს, 1792 წელს ლეკებთან ბრძოლაში, ბრძოლის ველზე მოკლეს ბოდბელი მიტროპოლიტი კირილე. სპარსელების ლაშქრობების შემდეგ ყველაზე მეტი ზარალი საქართველოს კუთხეებიდან კახეთ-ჰერეთმა განიცადა. შაჰ-აბასმა აქედან 100000 მოსახლე აჰყარა, ეკლესია მონასტრები გაანადგურა, ბაღ-ვენახები გაჩეხა და მისი სრული განადგურება განიზრახა. მტერთაგან იავარქმნილ ადგილებზე თურქმანები და ლეკები ჩამოსახლდნენ. ეპარქიის აღდგენა-გამოცოცხლება ქვეყნის საერთო აღმავლობას უწყობდა ხელს. კახეთის მეფეები ამიტომაც განსაკუთრებულად ზრუნავდნენ სამეფოს განაპირა სადროშოს აღორძინებისათვის. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისას საკმაოდ მომძლავრებული და დაწინაურებული ბოდბის ეპარქია რუსეთის მიერ დანიშნულ ეგზარქოსს დაუქვემდებარეს და კახეთის სხვა სამღვდელმთავროებთან ერთად, ერთ კახეთ-ალავერდის ეპარქიაში გააერთიანეს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, საქართველოს პირველ საეკლესიო კრებაზე განახლებულად ჩაითვალა ბოდბის საეპისკოპოსოც. მისი მართვა დროებით შეთავსებული ჰქონდა ალავერდელ მღვდელმთავარს. 1925 წლის 22 ოქტომბერს საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებით, ალავერდის ეპარქიას გამოეყო ბოდბის ეპარქია. 2001 წლის ოქტომბრიდან ბოდბის ეპარქიას მართავს ეპისკოპოსი დავით ტიკარიძე.
ეპისკოპოსი ანდრია (ამირან გვაზავა)
დაბ. - 24.04.1969. სოხუმი
1988 - სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტი
1995 - ბერად აღკვეცა
17.09.1996 - დიაკონი
13.12.1996 - მღვდლად კურთხევა
1997 - იღუმენი
1997-1998 - წმ. დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი
18.10.1998 - ეპისკოპოსად კურთხევა
1998-2002 - საგარეჯოს ეპისკოპოსი
2002 - ეპისკოპოსი სამთავისისა და გორისა სამთავისისა და გორის ეპარქია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში, ისტორიულ ზენა სოფელში მდებარეობს, ეპარქია მოიცავს ძველ ქალაქებს - გორს, კასპსა და მათ მიმდებარე სანახებს. სამთღვდელმთავროს, აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობის გამო, ქართლში არსებულ ეპარქიათა უმრავლესობა ესაზღვრება: აღმოსავლეთიდან - მცხეთა-თბილისის, წილკნისა და დუშეთის, ჩრდილოეთიდან - ნიქოზისა და ცხინვალის, დასავლეთიდან - ურბნისისა და რუისის, ბორჯომისა და ბაკურიანის, სამხრეთიდან - მანგლისისა და წალკის ეპარქიები. სამთავის-გორის ტერიტორიაზე არსებული ქალაქების გორისა და კასპის ისტორიას ქართული წყაროები სამართლიანად მიაკუთვნებენ შორეულ წარსულს. ეს მხარე ადრიდანვე გარეშე მტრების ხშირი შემოსევებისა თუ შიდა დაპირისპირების გამო მრავალჯერ დარბეულა. უმნიშნველოვანეს სტრატეგიულ და სავაჭრო გზათა გადაკვეთაზე მდებარე რეგიონის დაუფლება შიდა ქართლზე პოლიტიკური ბატონობის საფუძველი ხდებოდა. VIII ს. 30-იან წლებში ქალაქი კასპი მურვან ყრუმ დაარბია და აქ საბოლოოდ ჩაკვდა ცხოვრება. „იყო ქალაქი ყრუმდე, ხოლო აწ არს დაბა დიდი“. დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მიერ განახლებულ-გაშენებულ, სამეფო ქალაქად მიჩნეულ გორს XIII ს-ში თათარ-მონღოლთა ბატონობისაგან დასუსტებულ ქვეყანა ვეღარ იცავდა და ჩრდილო კავკასიიდან შემოსეულ ოსთა სამკვიდრო გახდა. მათ ქალაქი გადაწვეს, ციხე დაანგრიეს და კარგა ხნითაც დამკვიდრდნენ აქ. ოსები მხოლოდ XIV ს-ის 20-იან წლებში მეფე გიორგი V ბრწყინვალემ განდევნა. XV ს-ში, 1477 წელს, აყ-ყოიუნლეს შაჰმა უზუნ-ჰასანმა გორი თბილისთან ერთად აიღო, მაგრამ 1479 წ. კონსტანტინე II დაიბრუნა და თავისი მეციხოვნეებით გაამაგრა. 1509 წლის აგვისტოში იმერეთის მეფე ალექსანდრე II დაუპყრო გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X 1510 წ. დაიბრუნა. მე-16 საუკუნეში, 1559 წ. ლუარსაბ I მთავარი დასაყრდენი - გორი ხელთ იგდო შაჰ-თამაზმა, მაგრამ ამავე საუკუნის 80-იან წლებში მას ქალაქი ოსმალებმა წაართვეს და გორის ციხეში თავიანთი გარნიზონი ჩააყენეს. 1599 წ. სვიმონ I მოულოდნელად დაესხა ქალაქს და გაათავისუფლა. 1614 წ. საქართველოს შემოსეული შაჰ-აბას I გორში დაბანაკდა და აქედან განაგებდა მთელ ქართლს. ამ კუთხის მნიშნველობა კარგად შეაფასა როსტომ ხანმაც. მან XVII ს. 30-იან წლებში განაახლა გორის ციხე და აქვე აიშენა სასახლეც. ვახტანგ VI-ის დროს იგი საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო ქალაქი იყო, რის შესახებ ცნობას გვაწვდის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენიც. ვახტანგმა ირანში გამგზავრებისას თავის ძმას, სვიმონს, ქალაქი გორი რეზიდენციად მიუჩინა. XVII ს. II ნახევარში გორი შესამჩნევად გაიზარდა. მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში, 1723-1734 წწ. ქალაქი ოსმალების ხელში იყო და მათ დაანგრიეს გორის სასახლე. 1735 წ. კი გორს სპარსელები დაეპატრონენ. ნადირ-შაჰის ბრძანებით გორის ციხე თითქმის მთლიანად დაანგრიეს, მაგრამ 40-იან წლებში, თეიმურაზ II დროს, ქალაქი დამპყრობელთაგან გათავისუფლდა და თბილისის შემდეგ ქვეყნის მეორე ქალაქი გახდა. XVIII ს. მეორე ნახევარში მისი დაკავება სურდა რუსის ჯარს, ტოტლებენის სარდლობით. ერეკლე მეფე კარგა ხანს იმყოფებოდა გორში. მოგვიანებით აქ გაჩენილი სახადის გამო ერეკლე ქალაქს გაშორდა. XIX-XX საუკუნეებში აღდგენილი ქალაქი 1920 წელს ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. საერო და საყოფაცხოვრებო შენობა-ნაგებობებთან ერთად მრავალი ძველი ტაძარიც დაზიანდა. უძველეს საქრისტიანო კერაზე საეკლესიო შენობა-ნაგებობათა ღვთისმსახურებისთვის აღდგენა მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ეს მხარე ხან წილკნის, ხანაც რუის-ურბნისისა და სხვა ეპისკოპოსთა იურისდიქციაში შედიოდა. 1995 წ. რუის-ურბნისის ეპარქიას გამოეყო კასპისა და გორის რაიონების ტერიტორია და სამთავისისა და გორის ეპარქიის სახელწოდებით აღდგა ამ კუთხის უძველესი საეკლესიო სამწყსო, რომლის კათედრა და რეზიდენცია სამთავისისა და გორის საკათედრო ტაძრებია. ამ მხარეში ქრისტეს ეკლესიის დაფუძნების ადრეული ეტაპის შესახებ ნასტაკისის ნაქალაქარის არქეოლოგიური მონაცემები მიანიშნებს. აქ აღმოჩენილია II-III საუკუნეების პირველქრისტიანთა საღვთისმსახურო შენობა, რაც მოციქულთა მოღვაწეობის ხანას უკავშირდება. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ეს კუთხე ერთ-ერთ უმთავრეს საქრისტიანო ცენტრად იქცა. იგი თავიდანვე მცხეთის საპატრიარქო საყდრის იურისდიქციაში შედიოდა და მსხვილ საეპარქიო ერთეულად ადრიდანვე ჩამოყალიბდა. საეკლესიო ტრადიცია სამთავისში ეპარქიის საკათედრო ტაძრის აგებას, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ეკლესიებთან ერთად წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს მიაწერს, „...ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით უფრო აქეს სამთავისი და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი უმჯობესიაო და მუნიდგან ეწოდება სამთავისი“ (იოანე ბატონიშვილი). თუმცა, მეორე ვერსიით მისი აგება ცამეტ ასურელ მამათაგანს, ისიდორეს მიეწერება: - „ეკლესია დიდი, გუმბათიანი, დიდშუენიერად შენებული. ქმნილი არს ათცამეტ მამათაგანისა ისიდორესაგან, და დაფლული არს იგი მუნვე“. სამთავნელი ეპისკოპოსი 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე იხსენიება, ამიტომ სამთავისის ეპარქია გაცილებით ადრე, V ს-ის ბოლოს მაინც არის ჩამოყალიბებული. ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების თანახმად, სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღად 472 წელია მიჩნეული. იოანე ზედაზნელის მოწაფე ისიდორე კი VI ს. II ნახევარში დაემკვიდრა „ქალაქსა სამთავისისასა“. სამთავისის ეპისკოპოსი იყო „მწყემსი ქსნისა და ლეხურას ხეობისა“. სამთავისის კათედრის დიდ მნიშვნელობას მიანიშნებს მისი ჯერ ქართლის კათოლიკოსის, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის მიქაელის დაქვემდებარებაში ყოფნა (XII ს. ბოლოს), შემდეგ კი მწიგნობართუხუცეს ანტონ გლონისთავის ძის ჭყონდიდელ-სამთავნელობა. დროთა განმავლობაში, მტერთაგან მრავალი შემოსევისა და სხვადასხვა მიზეზთა გამო, სამთავისის სამღვდელმთვრო კათედრა ნელ-ნელა დაემცრო. მე-19 საუკუნის დამდეგს იგი მხოლოდ 17 სოფელს მოიცავდა. 1803 წ. წილკნის მთავარეპისკოპოსის იოანე ქარუმიძის გარდაცვალების შემდეგ, სამთავისის ეპარქიას წილკნის ვრცელი სამწყსოც მიუერთეს. მალე წილკან-სამთავისის განვრცობილი ტერიტორია ნიქოზელი მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში გადავიდა. ბოლო წილკნელ-სამთავნელ-ნიქოზელი ქორეპისკოპოსი გერვასი მაჭავარიანი იყო, რომელიც 1827 წელს გარდაიცვალა. 1811 წლისათვის სამთავისის ეპარქიაში მხოლოდ 44 ეკლესია შედიოდა, მალე კი სამთავისის ეპარქია საერთოდ გაუქმდა. მე-19 საუკუნეში, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ქართლის ერთ სამღვდელმთავრო სამწყსოდ გაერთიანებული ეპარქიის შემადგენლობაში სამთავისიც შედიოდა. სამთავისის საკათედრო ტაძარში უძველესი დროიდან ცნობილი ქართველი მწიგნობრები, მწერლები და ღვთისმსახურები მოღვაწეობდნენ, რომლებიც წმიდა დიდი მამის ისიდორე სამთავნელის მონიშნულ გზას აგრძელებდნენ. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, ამ კუთხის მრავალრიცხოვან ეკლესიათა უმრავლესობა დაიკეტა ან დაინგრა სამაზრო აღამსკომის სპეციალური ტერლეგიონის მიერ. მღვდელმსახურები კი საყოველთაო რეპრესიების მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამ მხარეში, ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, საეკლესიო ცხოვრების გამოცოცხლება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა, ღვთისმსახურთა გამრავლება მხოლოდ ბოლო პერიოდში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II მწყემსთავრობის დროს გახდა შესაძლებელი. ტრადიციულად სამთავისისა და გორის ეპარქია მდიდარი იყო საეკლესიო სიწმინდეებით. უძველესი ეპარქია ოდითგანვე ცნობილი იყო ეკლესია-მონასტერთა სიმრავლით, ბერ-მონაზონთა მოსაგრე და თავდადებული მოღვაწეობით. ტაძართაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ატენის სიონი, ხოლო „სიონის პირისპირ, არის მონასტერი ნათლისმცემლისა“; არბას წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია; კარალეთის (ძველად ნაჭარმაგევი, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია; მეღვრეკისში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია: „დიდ-ლიახვზედ, არის მეღვრეკისს მონასტერი უგუმბათო, უზის წინამძღუარი“. ეკლესიის აგება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. გადმოცემით, ტაძარი პალესტინის ერთ-ერთი ქართული მონასტრის მეტოქად არის მიჩნეული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთაწმინდის წმიდა ესტატეს სახელობის სამონასტრო კომპლექსი. სოფლის ძველი სახელწოდება „ესტატეწმინდა“, დროთა განმავლობაში ერთაწმინდად ჩამოყალიბდა. იგი სააკაძეთა საგვარეულო საკუთრება იყო. აქაა დაფლული გიორგი სააკაძის ვაჟის, პაატას თავი; რკონის სამონასტრო კომპლექსი და ქვათახევის დედათა მონასტერი, სადაც 1400 წელს თემურ-ლენგის მეექვსე შემოსევისას სოფლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განადგურების შემდეგ, გამოკეტილ მონასტერში მოწამეობრივად აღესრულა მრავალი ქრისტიანი. ბოლოს კი სამთავისის საკათედრო ტაძარი, სადაც განისვენებს VI ს. მოღვაწე ასურელ მამათაგან წმიდა მამა ისიდორე სამთავნელი. უძველესი და მდიდარი კულტურული ისტორიის მქონე ეპარქიას ამჟამად განაგებს სამთავისისა და გორის ეპისკოპოსი ანდრია გვაზავა.
ეპისკოპოსი იუგუდიელი (ტაბატაძე)
დაბ. 1966 წ. 14 ოქტომბერი. ქ. ჭიათურა
1992 წ. - პოლიტექნიკური ინსტიტუტი
1997 წ. დიდმარხვის I კვირა - ბერად აღკვეცა
1998 წ. 13 ივლისი - დიაკვნად კურთხევა
1998 წ. 10 ნოემბერი - მღვდლად კურთხევა
2000 წ. 17 ივნისი - იღუმენი
2004 წ. 28 აგვისტო - ეპისკოპოსად კურთხევა 21.12.2006 სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის ეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარეობს და მდინარეების თრუსოს, თერგისა და სნოსწყლის აუზებს მოიცავს. ეპარქიის შემადგენლობაშია საქართველოს მთიანეთის პატარა ქალაქი ყაზბეგი (ძვ. სტეფანწმინდა) და მისი მიმდებარე ისტორიული პროვინცია - ხევი, ადრინდელი შუა საუკუნეების წინარეთი. ქვეყნის თანამედროვე საეპარქიო დანაწილების საფუძველზე სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - წილკნისა და დუშეთის, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან - ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიები, ჩრდილოეთიდან - საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე კი - ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ქართულ წერილობით წყაროებში ტოპონიმი „ხევი წანარეთისა“ პირველად VI საუკუნის მოვლენების აღწერისას იხსენიება „მოქცევაი ქართლისაის“ მატიანეში. თუმცა XIX ს. ბოლო მეოთხედში სტეფანწმინდასთან მიკვლეული, ქრისტეს შობამდე VI ს-ის არქეოლოგიური მასალა, ე.წ. „ყაზბეგის განძი“ ადრიდანვე ამ კუთხის აქტიური ურთიერთობის მიმანიშნებელია უძველესი კულტურის მქონე ქვეყნებთან. მოგვიანებით სახელწოდება „წინარეთი“ ხმარებიდან თანდათან გამოვიდა და „ხევი“ დამკვიდრდა ამ მხარის საკუთარ სახელად, შესაბამისად აქაურ მკვიდრთა სატომო სახელი „წინარები“ შესცვალა „მოხევემ“. ხევი ადრიდანვე, თავისი ადგილმდებარეობის გამო, უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებდა საქართველოს სამხედრო-სტრატეგიული და თავდაცვისუნიარიანობის ერთიან სისტემაში. აქ გადიოდა ჩრდილო კავკასიის და კავკასიის გადაღმა მხარეებთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა დარიალის ხეობის გავლით. აქედანვე იწყებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარის დასავლეთ საქართველოს მთიანეთთან (აფხაზეთამდე, კოდორის ხეობამდე) მიმავალი უმნიშნველოვანესი მაგისტრალი, რომელიც დვალეთის, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთ-აფხაზეთის მთიანეთის გავლით ყველაზე მოკლე გზა იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დასაკავშირებლად. ამ გზას „გზა გარესა“ და „გზა დვალეთისასა“ ეწოდებოდა. ხევის და ამ მხარეში არსებული უმნიშვნელოვანესი გადასასვლელის - დარიალის ფლობას ოდითგანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საქართველოს სამეფო კარი. ხეობა იცავდა ამიერკავკასიის და მის სამხრეთით მდებარე სახელმწიფოებს ჩრდილო კავკასიელი მომთაბარე მეომარი ტომების თავდასხმისაგან, ამიტომავ საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმართვისას - რომის იმპერიასთან, ბიზანტიასთან, არაბთა სახალიფოსთან და სხვ. დარიალის ხეობა მძლავრ ბერკეტად ითვლებოდა. ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში აღნიშნული ხეობა ძველთაგანვე მრავალი სახელით მოიხსენიებოდა: დარიალის (სპარს. დარი ალანი - ალანთა კარი), დარიელა, არაგვის კარი, იბერიის კარი, კავკასიის კარი, სარმატიის კარი, ოვსთა კარი და სხვ. ტრადიცია დარიალის ხეობაში პირველი სიმაგრის აშენებას იბერიის მეფე მირიან I (ქრისტეს შობამდე II ს. I ნახევარი) უკავშირებს. ქრისტეს შობამდე I ს-ში იბერიის მეფეები რომის მძლავრ იმპერიასთან, პართიასთან და სომხეთთან ურთიერთობებს აღნიშნული სიმაგრის გახსნით და მომთაბარეთა გადმოშვებით არეგულირებდნენ. V ს-ში წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა აღადგინა ძველი თავდაცვითი ნაგებობები და საქართველოს ჩრდილო კარიბჭე საიმედოდ ჩაკეტა. VII-X ს. ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობის დროს დარიალის ხეობაც მათ ხელში იყო. X ს-დან საქართველოს სახელმწიფოებრივი განმტკიცების შესაბამისად დიდი მნიშნველობა მიენიჭა ამ კუთხეს კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებთან პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურულ-რელიგიური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. წმიდა მეფე დავით აღმაშენებელმა ამ გზით ჩამოიყვანა (1118-1120 წწ.) საქართველოში ყივჩაღები და მანვე განაახლა აქაური სიმაგრეები. წმიდა მეფე თამარის დროს კიდევ უფრო მეტად გაიზარდა სამისიონერო მოღვაწეობა და ამ კუთხის გავლენით ქრისტიანობაზე მოიქცნენ ზახას, გუდას, თრუსოს და სხვ. ხეობათა მცხოვრებნი. იმ ხანებში ხევის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩრდილო კავკასიელი ხალხების დამორჩილებასა და მათი გაქრისტიანების საქმეში სერიოზულ სახელმწიფოებრივ საქმედ იყო მიჩნეული. თათარ-მონღოლთა შემოსევებით დაკნინებული ქვეყანა სათანადო ყურადღებას ვეღარ აქცევდა ამ მხარეს. სამეფო ხელისუფლების კონტოლიდან გამოსული ხეობა XVIII ს. 20-იანი წლებიდან, მცირე ხნით, 1743 წლამდე - ანუ საერისთავოს გაუქმებამდე, არაგვის ერისთავებმა დაიმორჩილეს. XVIII ს. მეორე ნახევრიდან საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაღრმავებამ კვლავ გამოაცოცხლა დარიალის გზა. ქვეყნის სახელმწიფოებრივი სიმტკიცის ერთ-ერთი მძლავრი დასაყრდენი მხარე, შიდა ქართლის ჩრდილოეთი კარიბჭე - ხევი, ადრიდანვე წილკნის ეპარქიის შემადგენლობაში ითვლებოდა. საეკლესიო ტრადიცია ამ მხარეს ანდრია მოციქულის საქართველოში მიმოსვლის ერთ მონაკვეთად მიიჩნევს. ხევის მოქცევა კი აღმოსავლეთ საქართველოს მთიელი ტომების გაქრისტიანებას უკავშირდება და წმიდა მეფე მირიანის ძეს - ბაქარს მიეწერება, რომელმაც „მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი“. VII-X სს. არაბების მიერ დაპყრობილ კუთხეში - ხევში ეროვნულ-ქრისტიანული სახელმწიფოების ყველა ნიშანი თითქმის სრულიად აღმოიფხვრა და ძველი ქრისტიანული საღვთისმსახურო კერები - ეკლესია-მონასტრები განადგურდა. X საუკუნიდან დამპყრობთაგან ქვეყნის გათავისუფლების დაწყებისა და ქართული სამეფო-სამთავროების ეტაპობრივი გაერთიანების შესაბამისად, ხევშიც იწყებს გამოცოცხლებას ქრისტიანული ცხოვრება, თანამედროვე სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის ტერიტორიაზე დღემდე მოღწეული ყველაზე ადრეული ეკლესიები სწორედ IX-X საუკუნეებში აგებული: - გარბანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სიონის სამნავიანი ბაზილიკა, თრუსოს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ახალციხის სამნავიანი ეკლესია, ბეთლემის სამონასტრო კომპლექსი და სხვ. მოგვიანებითი ხანის გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ეკლესია (XIV ს.), რომელსაც ვახუშტი მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმინდა ნინოს ჯვრის სახიზარად ასახელებს, ასეევე სნოს, კარკუჩის, კობის და სხვ. ეკლესიები. XVI-XVII საუკუნეებში, ეპარქიათა შორის საზღვრების მოწესრიგების შემდეგ, წილკნელ მღვდელმთავარს დამხმარედ საკმაოდ ვრცელი სამწყსო ტერიტორიის სამართავად ქორეპისკოპოსები ჰყავდა. ჩრდილოეთ მხარის ქორეპისკოპოსი კავკასიის სიონში იმყოფებოდა, რომელიც ძირითადად ხევსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს მართავდა. საკუთრივ ხევი კი XVIII საუკუნისათვის სტეფანწმინდის, სნოს, ფანშეტისა და მნის სამოურავოებად იყო დაყოფილი. თანამედროვე სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის ტერიტორიაზე ადრიდანვე მრავალ თავდადებულ მამულიშვილსა და ეკლესიის გამოჩენილ პირს უმოღვაწია. მრავალთაგან აღსანიშნავია ღირსი იოსებ ხუცესი (მოხევე) სასწაულმოქმედი: მე-18 საუკუნეში ინგუშეთსა და ოსეთში რუსეთის სამისიონერო საქმიანობის ერთ-ერთი ინიციატორი იოსებ ქვაბულისძე (1676-1750 წწ.) სამებელი და წილკნელი; იოანე წილკნელი 1762-1802 წწ. (ქარუმიძე), მან ერეკლე II ბრძანებით დაიწყო მისიონერობა და ოსის ყმაწვილებს ასწავლიდა „წიგნსა, წერასა და მეცნიერებასა“, რადგან ძალზე დიდი ყოფილა „ნაკლებობა სამღვდელოთა კავკასიასა მთასა შინა“, ხევსა და ჩრდილო კავკასიის ქრისტიანულ თემებში. იმ პერიოდში განაკუთრებით სახელგანთქმული მისიონერი იყო გერვასი მაჭავარიანი, წილკნელ-სამთავნელი (1803-1817 წწ.) ეპისკოპოსი და სხვ. საქართველოს რუსეთთან იძულებითი შეერთებით ქვეყანამ ჯერ პოლიტიკური დამოუკიდებლობა, შემდეგ კი ეკლესიის ავტოკეფალია დაკარგა. საქართველოსკენ ცარიზმის ამგვარ კოლონიურ-დამპყრობლურ პოლიტიკას წინ აღუდგა თავისუფლებისმოყვარე მოხევეთა თემი და 1804 წლის მთიულეთის აჯანყებისას ერი და ბერი აქტიურად იბრძოდა მათთვის უცხო და მიუღებელი წეს-წყობილების წინააღმდეგ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის და ქართულ სამღვდელმთვროთა იძულებითი გაუქმების მიუხედავად, ხევში აქტიური ქრისტიანული ცხოვრება ჩქეფდა. აქედან კვლავ მიერმართებოდნენ მისიონერები კავკასიის მთიელი ტომების გაქრისტიანებისა და რწმენაში განმტკიცების მიზნით. 1917 წ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისას თავის ძველ საზღვრებში განახლდა წილკნის უძველესი სამღვდელმთვროც. 20-იანი წლებიდან დაწყებული რეპრესიების გამო, ხევის თემში არსებულ ეკლესია-მონასტრებში ფაქტობრივად აკრძალული იყო წირვა-ლოცვის აღსრულება. საბჭოური მმართველობის მხრიდან დიდი ზეწოლის მიუხედავად ამ წლებშიც არ ჩამკვდარა ხევის ღვთისმოსავ ქრისტიანთა დაუცხრომელი ლოცვა-ვედრება უფლისადმი ეკლესიის განმტკიცებისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ამ მხარეში ღრმა სულიერებით გამორჩეულ ოჯახთაგან უპირველესად ხევის ცნობილი პიროვნების შიოლა ღუდუშაურის შთამომავლის გიორგი ღუდუშაურისა და ნატალია კობაიძის სტუმართმოყვარე და ღვთისმოსავი ოჯახი გამოირჩეოდა. ამ ოჯახში აღიზარდა საქართველოს ეკლესიის მომავალი მწყემსმთავარი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II შიოლაშვილი-ღუდუშაური, რომელმაც თავისი მღვდელმთავრული მოღვაწეობა ეკლესიისთვის ურთულეს პერიოდში დაიწყო. მრავალი სირთულის მიუხედავად, ღვთის განგებით, სწორედ მისი უწმინდესობის სახელს უკავშირდება საქართველოს მრავალსაუკუნოვანი და დიდი ტრადიციების მქონე ეკლესიის აღორძინება და მსოფლიო ეკელსიის მიერ მისი ავტოკეფალიის განმეორებითი დადასტურება-აღიარება. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით თავის მშობლიურ კუთხეში, ისტორიულად საქართველოს ჩრდილო კარიბჭის საიმედო დაცველ ხევის თემში, 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით დაფუძნდა ეპარქია. ახლადდაარსებული სტეფანწმინდისა და ხევის სამღვდელმთავრო სამწყსო ტერიტორიულად განვრცობილი წილკნის ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა. ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად გამორჩეულ იქნა ყაზბეგის რაიონის სოფლების სნოს, ახალციხისა და კარკუჩის ეკლესიების წინამძღვარი იღუმენი პეტრე ცაავა. იღუმენ პეტრეს ეპისკოპოსად კურთხევა 2002 წლის 20 ოქტომბერს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღასრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II, ქართველ მღვდელმთავართა თანამსახურებით.
ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
დაბ. - 09.02.1959, ახალციხე
1981 - თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ახალციხის სემინარია
1994 - დიაკონი
1986 - ბერად აღკვეცა
1986 - მღვდლად კურთხევა
1987 - იღუმენი
1995 - თბილისის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი
27.10.2002 - ეპისკოპოსი ცაგერისა და ლეჩხუმისა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთით, ისტორიული კუთხეების - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიას მოიცავს. მის შემადგენლობაში შედის მთიანი საქართველოს ორი პატარა ქალაქი: ლენტეხი და ცაგერი. დროის მიმდინარეობის შესაბამისად ისტორიულ კუთხეთა - ლეჩხუმის და სვანეთის ტერიტორია - იზრდებოდა ან მცირდებოდა. ლეჩხუმის დიდი ნაწილი სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა. მათ შორის ბუნებრივ გამყოფად  ლეჩხუმის ქედი ითვლებოდა. გარკვეულ დროს სვანეთს, ლეჩხუმთან ერთად, მიეკუთვნებოდა კოდორის ზემო წელის ხეობები - აფხაზეთის სვანეთი, სამეგრელოს ჩრდილოეთი ნაწილი, მთის რაჭა და ჩრდილო კავკასიაში მდინარეების - ყუბანისა და ბაქსანის სათავის ხეობები. ლეჩხუმი კი თანამედროვე იმერეთისა და ქვემო რაჭია გარკვეულ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ეს კუთხეები ტრადიციულად ერთმანეთისაგან და საქართველოს სხვა პროვინციებისაგან ბუნებრივი წყალგამყოფებით და მთაგრეხილებით ისაზღვრებოდა. საქართველოს თანამედროვე საეპარქიო დანაწილების საფუძველზე და ცაგერისა და ქვემო სვანეთის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთიდან ნიკორწმინდის ეპარქია ესაზღვრება, სამხრეთ-დასავლეთიდან - სენაკისა და ჩხოროწყუს, ჭყონდიდის, სამხრეთიდან - ქუთაის-გაენათის და ხონი-სამტრედიის, ჩრდილოეთიდან - მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიები, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კავკასიონის ცენტრალური ქედი. წერილობით წყაროებში სვანეთისა და ლეჩხუმის მოხსენიება ადრეული დროიდან იწყება. სვანეთი - სუსანიის - სუანიის - სუსების, სუანეთის, მისიმინეთის სახელით იყო ცნობილი. ლეჩხუმის სკვიმნიის სახელით პირველიად VI ს-ში პროკოპი კესარიელი ასახელებს. ამ კუთხეებს ბერძნულის გარდა რომაული და სომხური წერილობითი წყაროებიც იხსენიებს. ვახტანგ გორგასლის დროს, V საუკუნეში, ეს კუთხეები მეფის საერისთავოებს წარმოადგენდა. მეფეს დასავლეთ საქართველოში ჰყოლია; „სამნაღირ ერისთავი, შიდა ეგრისისა და სუანთისა, ბაკურ ერისთავი მარგვისა და თაკუერისა“. ადრეულ საუკუნეებში, სვანეთი კოლხეთის სამეფოს, შემდეგ კი, ეგრისის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. შუა საუკუნეების სვანეთის ერისთავები ქართველ მეფეთა ერთგულნი იყვნენ და ეს კუთხე დიდ როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. XI-XV სს-ში სვანეთი ერთ მძალვრ საერისთავოდ ითვლებოდა, ხოლო ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ, XV საუკუნეში ისიც რამდენიმე ნაწილად - სვანეთის სამთავროდ, ბალსზემო სვანეთად და ქვემო სვანეთად დაიყო. სვანეთს ორ ნაწილად ყოფს სვანეთის ქედი. საეკელსიო თვალსაზრისით, სვანეთის სამთავრო, რომელიც ზემო სვანეთის დასავლეთ ნაწილს მოიცავდა, ეკუთვნოდა ცაიშელი მღვდელმთავრის სამწყსოს, ხოლო ცაგერის კათედრას დანარჩენი სვანეთი. „...არს ცაგერს ეკლესიას დიდშენი, გუმბათიანი. ზის ეპისკოპოსი, მწყემსი ლეჩხუმისა და სვანეთისა“ (ვახუშტი). ქართული და უცხოენოვანი წერილობითი წყაროების უწყებით, წმინდა მოციქულებს საქართველოს ამ რეგიონშიც უქადაგიათ და პირველი ქრისტიანული თემიც დაუფუძნებიათ. აქაური მთავრის - ქალის გაქრისტიანების შემდეგ, მატათა მოციქული თავის მოწაფეებთან ერთად სვანეთში დარჩა, ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა კი გზა განაგრძეს. ამ კუთხეებში ქრისტიანობის საყოველთაოდ დამკვიდრება, მცხეთაში, მეფე მირიანის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას უკავშირდება ამ მხარეში უძველესი ტაძრებისა; და ლეჩხუმში „ცხეთის“ სახელობის ეკლესიის არსებობა ქართლიდან, მცხეთიდან, ქრისტიანობის ადრიდანვე გავრცელებას ადასტურებს. ეს მხარე იმითაც არის გამორჩეული, რომ ეკლესიის დიდმა მნათობმა, წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა ცხოვრების ბოლო წლები აქ, ლეჩხუმში გაატარა. VII ს. დიდი ღვთისმეტყველი მაქსიმე აღმსარებელი, ორ მოწაფესთან ერთად, ბიზანტიიდან ლაზიკაში გადმოასახლეს, მისმა ერთმა მოწაფემ - ანასტასი აპოკრისიარმა აღწერა მაქსიმეს მოღვაწეობის აღნიშნული ეპიზოდი და იესრულიმში მოღვაწე თეოდოსი განგრელს გაუგზავნა. თეოდოსიმ ანასტასის წერილიც და თავის მიერ დაწერილი „მოსახსენიებელიც“ განავრცო სხვადასხვა ენაზე. არსებობს მისი ქართული ვერსიებიც. „ცხოვრების“ მიხედვით, მაქსიმე ლეჩხუმში აღესრულა და აქვე არის დაკრძალული. წერილობითი წყაროების უწყებას უძველესი ხალხური გადმოცემაც ადასტურებს - წმინდა მაქსიმე აღმსარებლის უკანასკნელი განსასვენებლის მინიშნებით. ტრადიციის თანახმად, ქრისტიანობის ადრეული ხანებიდანვე ეკლესიები შენდებოდა მარტვილთა მოსახსენიებლად, თუ შესაძლებელი იყო მათ საფლავებზეც. მაქსიმე აღმსარებლის საფლავზეც აუშენებიათ ეკლესია და დაუფუძნებიათ მონასტერი. მაქსიმე აღმსარებლის საფლავზე აგებული ეკლესია, სვანეთ-ლეჩხუმის საზღვარზე, ცხენისწყლის ვიწრო გასასვლელში, კლდოვანი ქედის თხემზე მდებარეობს. მოგვიანებით, IX-X სს. ამ მხარეში დაფუძნებული ეპარქიის საკათედრო ტაძრად ითვლებოდა მაქსიმეს საფლავზე აგებული მისივე სახელობის ეკლესია. ეპარქიის შემადგენლობაში, ლეჩხუმთან ერთად , თავიდანვე შედიოდა ქვემო სვანეთი და, შესაძლოა, ზემო სვანეთის ნაწილიც. ამ მხარეში ეპარქიის დაფუძნება ქრისტიანობის გასაძლიერებლად იყო გამიზნული. ნიშანდობლივია, რომ სვანეთის ძველი ეკლესიების უმეტესობა სწორედ ამ პერიოდშია აგებული (ჩუკულის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, „თარგზელ“ (IX-X სს.), ფაყის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, „თარგზელ“ (IX-X სს.), ჟახუნდერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, „ჯგრაგ“ (X ს.), ტვიბის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, „თარგზელ“ (X-XI სს.), თეკალის ღვთაების სახელობის ეკლესია (X-XI სს.) და სხვ.). ლეჩხუმის ტერიტორიაზე უძველეს ეკლესიათა ნაკლებობა და ძირითადად მათი მოზღუდულ ციხე-კოშკებში არსებობა ამ მხარის მძიმე ისტორიული წარსულის მიმანიშნებელია. ბუნებრივი ზღუდეებით ადრიდანვე გამაგრებული მთის ეს რეგიონი მტრის შემოსევისას საქართველოს ბარიდან ატანილ საეკლეისო სიწმინდეთა საცავად ითვლებოდა. საეკლესიო განძსაცავს ლეჩხუმში ხვამლის მთა, ხოლო სვანეთში მთის მიუვალი სოფლები წარმოადგენდა. ქრონოლოგიურად ამ მხარეში მიკვლეულ უძველეს საეკლესიო წიგნად ლეჩხუმის სოფელ ლაილაშის ხანმეტური პალიმფსესტი სახელდება. ეპარქიის ეკლესია-მონასტრები არამარტო ბარიდან ატანილ საეკლესიო სიწმინდეთა საცავად ითვლებოდა, არამედ იქ არსებობდა უმნიშნველოვანესი საეკლესიო კულტურის კერები. ეს მხარე ძველი დროიდანვე ცნობილი იყო საეკლესიო ხელსაქმის სკოლებით. ეპარქიის მღვდელმთავართაგან ცაგერელი ეპისკოპოსი პირველად ტაოში, იშხნის ჯვარზე არსებულ წარწერაში იხსენიება. XI ს-ში ცაგერელი ანტონი იშხნელი მღვდელმთავარი გამხდარა. ცაგერელთაგან ასევე ცნობილია XVII საუკუნის I ნახევრის მოღვაწენი სეარპიონ აბაშიძე და ნიკოლოზ კუჭაიძე. XVII ს-ის მეორე ნახევრიდან ცაგერის საეპისკოპოსო კათედრაზე უმეტესად ჩიქვანთა საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ დადგენილნი, ისინი ცაგერლობას ჭყონდიდელობასაც უთავსებდნენ. ცაგერის საკათედრო ტაძარი საუკუნეთა მანძილზე ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საეპარქიო ცენტრი იყო. სვანეთის მეორე, ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ცაიშელს ექვემდებარებოდა. XIV ს-ში კი ცაგერელი ეპისკოპოსის იურისდიქციაში შედიოდა ქვემო სვანეთისა და ბალსზემო (შემდგომი ხანის თავისუფალი) სვანეთიც. XVII საუკუნისათვის კი საცაგარელოდ ითვლებოდა ლეჩხუმი და მხოლოდ ქვემო სვანეთი. ტრადიციულად, ცაგერელი ეპისკოპოსი, დასავლეთ საქართველოს სხვა ეპისკოპოსთა მსგავსად, იმერეთის კათოლიკოსს ემორჩილებოდა. ცაგერელი მღვდელმთავარი იმერეთის საეკლესიო კრებების აქტიური მონაწილე იყო. XIX ს. 20-იან წლებამდე ცაგერელი მღვდელმთავრის ტაძარი სამიტროპოლიტო კათედრა გამხდარა. რუსეთის მიერ დასავლეთ საქართველოს შეერთების და იქაურ ეპარქიათა გაუქმების შემდეგ სამიტროპოლიტო კათედრა საარქმიანდრიტო მონასტრად გადააქციეს. ეპარქიის აღორძინება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დაიწყო. 1917 წლის სექტემბრის საეკლესიო კრებაზე განაახლებულ 13 ეპარქიას შორის, ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქიაც სახელდება. სამღვდელმთავრო სამწყსო ზემო და ქვემო სვანეთს აერთიანებდა. XX ს. 20-იან წლებში დაწყებული რეპრესიების გამო, ეპარქიის აღდგენის მიუხედავად ცაგერისა და სვანეთის ეპარქიას 70 წლის განმავლობაში საკუთარი მღვდელმთავარი თითქმის არ ჰყოლია. სამწყსოს მართვა შეთავსებით ქუთათელ-გაენათელ მწყემსმთავარს ევალებოდა. 2002 წლის 17 ოქტომბრიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის განვრცობილი ტერიტორიის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო სამწყსო ჩამოყალიბდა: ცაგერისა და ქვემო სვანეთისა და მესტიისა და ზემო სვანეთის. ცაგერისა და ქვემო სვანეთის ახლადდაარსებული ეპარქიის მღვდელმთავრად გამორჩეულ იქნა ახალციხის ეპარქიის ჭულევის მონასტრის წინამძღვარი არქმინადრიტი სტეფანე კალაიჯიშვილი.
ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი)
დაბ. - 22.11.1957, ხაშური
თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი
04.11.1998 - დიაკონი
15.02.1999 - მღვდლად კურთხევა
04.12.2000 - ბერად აღკვეცა
04.12.2001 - იღუმენი
03.11.2002 - მესტია-სვანეთის ეპისკოპოსი  მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთში, ისტორიული სვანეთის სამთავროსა და ბალსზემო სვანეთში, იმავე თავისუფალ სვანეთში მდებარეობს. ეპარქია კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს შეფენილ მესტიის რაიონსა (ყოფილი სეტი) და მის შემოგარენს - მდინარეების ენგურისა და ცხენისწყალის ხეობებს, აგრეთვე კოდორის ზემო წყლის აუზს, ე.წ. აფხაზეთის სვანეთს მოიცავს. მესტიისა და ზემო სვანეთის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია, დასავლეთით - ცხუმ-აფხაზეთის, სამხრეთით ზუგდიდ-ცაიშისა, და სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიები, ჩრდილოეთით - საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთია, რომელიც ეპარქიის ტერიტორიას მიჯნავს ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ყარჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქთან. ისტორიულად სვანეთის შემადგენლობაში საზღვრის გადაღმა, ჩრდილო კავკასიის მდინარეებს - ყუბანისა და ბაქსანის სათავის ხეობებში მდებარე საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაც შედიოდა. სვანეთი, როგორც ძირძველი ქართული პროვინცია, მუდამ ქვეყნის მთლიანობის მტკიცე დასაყრდენად და ერთიანი საქართველოს შემანდგელობაში მოიაზრებოდა. სვანების სამეტყველო ენა კი ქართული ფუძეენის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენს. იგი ქართულთან და ზანურთა (მეგრულ-ჭანური) ერთად იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. წერილობით წყაროთა უწყებით, წმიდა მოციქულებს ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელსა და მატათას ამ მხარეშიც უმოღვაწიათ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლებული ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქია მოიცავდა მესტიასა და ზემო სვანეთსაც. ოციან წლებში დაწყებული საეკლესიო რეპრესიების გამო, ამ მხარეში, მღვდელმსახურება ფაქტობრივად არ აღესრულებოდა, თუმცა საბჭოური მმართველობის მიუხედავად, ზემო სვანეთმა სანიმუშო ერთგულებით დაიცვა ძველი ეკლესია-მონასტრები და იქ არსებული სიწმინდეები. სწორედ ამის გამოც დღეს ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიათა უდიდეს ნაწილში შეიძლება ღვთისმსახურების განახლება აღდგენითი სამუშაოების ჩატარების გარეშე. ამ მხარის თითქმის ყველა სოფელში რამდენიმე ეკლესიაა. ზოგან მათი რიცხვი სამ ათეულსაც კი აღემატება. მიუხედავად ამისა, ზემო სვანეთში ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ტაძრის ტრაპეზია ნაკურთხი. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ტერიტორიულად განვცრობილი ეპარქიის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო სამწყსო ჩამოყალიბდა: ა) ცაგერისა და ქვემო სვანეთისა. ბ) მესტიისა და ზემო სვანეთისა. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მწყემსმთავრად, წმიდა სინოდის განჩინებით, გამორჩეულ იქნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის წრომის საკათედრო ტაძრის, ხცისის წმიდა გიორგისა და ხცისის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიამანდრიტი ილარიონ ქიტიაშვილი.
ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა)
დაბ. - 1953 წ. თბილისი
თბილისის სამხატვრო აკადემია
1990 - ბერად აღკვეცა
1991 - მღვდლად კურთხევა
18.08.2003 - გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსი  გურჯაანის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოში, გარე კახეთისა და ალაზნის ვაკის მიჯნაზე - გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. საქართველოს ამჟამინდელი საეპარქიო დანაწილების თანახმად, ესაზღვრება: აღმოსავლეთით - ბოდბისა და ნეკრესის; დასავლეთით - მცხეთა-თბილისის; ჩრდილოეთით - ალავერდისა და წილკნის ეპარქიები. გურჯაანის სამღვდელმთავრო ტერიტორია უძველეს დროს შედარებით მცირე მოცულობის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა და ამ მხარის ადმინისტრაციულ პუნქტად ჩელეთი ითვლებოდა. ხელსაყრელი მდებარეობის გამო კახეთის გარშემო მომიჯნავე კუთხეები - ერნო-თიანეთი და თუშ-ფშავ-ხევსურეთი ადრიდანვე გაერთიანდა, VIII ს-ის ბოლოს კი მის შემადგენლობაში კახეთისა და ჰერეთის მნიშვნელოვანი ნაწილიც შევიდა. გურჯაანის ეპარქიის ტერიტორია ისტორიული კახეთის სამეფოს მეორე და მესამე სადროშოს მიეკუთვნებოდა. ამ რეგიონში საქართველოს გაქრისტიანების ახლო ხანებიდან რამდენიმე მსხვილი სამღვდელმთავრო კათედრა არსებობდა, რომელთაც დასაბამი წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამ დაუდო. ამ მხარის ტერიტორიაზე არსებული ეპარქიები აღდგენის შემდეგ სამღვდელმთავრო კათედრების ცვალობადობის შესაბამისად სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული სახლწოდებით მოიხსენიებოდა. თუმცა ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად მოიცავდა თანამედროვე გურჯაანის სამღვდელმთავარო ტერიტორიას. მოგვიანებით ამ მხარის ეპარქიათა გაუქმება და საზღვრების ცვალებადობა ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობის შედეგია და XVII-XVIII საუკუნეებს უკავშირდება. საქართველოს ეკლესიის 2002 წ. 14 სექტემბრის წმ. სინოდის სხდომის განჩინებით ჩამოყალიბდა გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია, მის მწყემსმთავრად დადგენილ იქნა ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა).
ეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე)
დაბ. - 14.09.1966
1992 წ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
1997 წლის დიდმარხვის I კვირა - ბერად აღკვეცა
1998 წლის 13 ივლისი - დიაკვნად კურთხევა
1998 წლის 12 ნოემბერი - მღვდლად კურთხევა
1998-2003 - წმ. დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი
1999 წ. - იღუმენი
2000 წ. - არქიმანდრიტი
27.08.2003 - ეპისკოპოსად კურთხევა  საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოში, გარე კახეთში, მდინარე ივრის აუზში, გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთი კალთის მთისწინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქ საგარეჯოსა და მის შემოგარენს. ეპარქიას აღნიშნული სახელწოდება 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ წმინდა სინოდის კრებაზე ეწოდა. 1995 წლის 5 აპრილიდან იგი საგარეჯოსა და გურჯაანის საერთო სახელწოდებით არსებულ სამღვდელმთავროს მიეკუთვნებოდა, რომლის სამწყსო ტერიტორიის გაყოფის შემდეგ ჩამოყალიბდა საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია, და გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია. საქართველოს ამჟამინდელი საეპარქიო ადმინისტრირებით, სამღვდელთმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბოდბისა და გურჯაან-ველისციხის, დასავლეთიდან - რუსთავ-მარნეულისა და მცხეთა-თბილისის, ჩრდილოეთიდან - ალავერდისა და თიანეთ-ფშავ-ხევსურეთის ეპარქიები, სამხრეთის მიჯნა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა. საგარეჯოსა და ნინოწმინდის სამღვდელმთავრო ტერიტორია უძველეს დროს შედარებით მცირე მოცულობის კახეთის პროვინციის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა და ამ მხარის ადმინისტრაციულ პუნქტად ჩელეთი, IV ს-დან კი უჯარმა ითვლებოდა. სააგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქიის ტერიტორია ისტორიული კახეთის სამეფოს მესამე სადროშოს მიეკუთვნებოდა. ამ რეგიონში საქართველოს გაქრისტიანების ახლო ხანებიდან რამდენიმე მსხვილი სამღვდელმთავრო კათედრა არსებობდა, რომელთაც დასაბამი წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამ დაუდო. ვახტანგის მიერ დაფუძნებულ ქართლის საკათალიკოსოში თორმეტი ახალი საეპისკოპოსო კათედრიდან ორი - ნინოწმიდა და ჭერემი თანამედროვე საგარეჯო-ნინოწმიდის ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ნინოწმიდის საეპისკოპოსოს კათედრა - „უჯარმის კარი“ - მეფის სასახლის კარის ეკლესია იყო, რომლის მწყემსმთავარი მეექვსე საუკუნის დასაწყისში დვინის საეკლესიო კრებაზეც მოიხსენიებოდა. უმძიმესი ისტორიული წარსულის მიუხედავად, საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპარქიის სამწყსო ტერიტორიაზე ადრიდანვე ერთიანი ქრისტიანული საქართველოს უმნიშნველოვანესი ეკლესია-მონასტრები და საგანმანათლებლო კერები არსებობდა. 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით, საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიის სამწყსო ტერიტორიის გადანაწილების შემდეგ, ჩამოყალიბდა გურჯაან-ველისციხისა და საგარეჯო-ნინოწმიდის ეპარქიები. საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპარქიის მღვდელმთავრად საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა გამოარჩია დავით-გარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ლუკა (ლომიძე)
ეპისკოპოსი ზენონი (იმედა იარაჯული)
დაბ. - 17.05.1972, თბილისი
1992 წ. - თბილისის სასულიერო სემინარია
14.08.1993 - ბერად აღკვეცა
19.08.1993 - დიაკვნად კურთხევა
25.10.1993 - მღვდლად კურთხევა
10.11.1994 - იღუმენი
10.11.1994 - სიღნაღის სასულიერო სასწავლებლის რექტორი
1995-1996 - თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პრორექტორი
1996-1997 - რომის ორიენტალისტური ინსტუტუტი
1998 - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი
1998-2002 - საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების თავმჯდომარე
2000-2002 - თბილისის მამა-დავითის ტაძრის წინამძღვარი
16.06.2001 - არქიმანდრიტი
2002-2003 - სვეტიცხოვლის წინამძღვარი
18.08.2003 - ეპისკოპოსად კურთხევა  დმანისის ეპარქია ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, ე.წ. „ქვენა სოფელში“, მდინარეების მაშავერასა და ხრამის აუზში მდებარეობს. იგი ქართლის განაპირა ქალაქ დმანისს და მის მიმდებარე სანახებს მოიცავს. აღნიშნული სახელწოდებით ეპარქია მხოლოდ 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით აღდგა. მანამდე მისი სამწყსო ბოლნისისა და დმანისის საერთო სახელწოდებით არსებულ სამღვდელმთავროს მიეკუთვნებოდა, უფრო ადრე კი აგარაკ-წალკის ეპარქიაში შედიოდა. დმანისის სამღვდელმთავრო სამწყსოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბოლნისის, დასავლეთიდან - ახალქალაქისა და კუმურდოს, ჩრდილოეთიდან - მანგლისისა და წალკის ეპარქიები, სამხრეთი საზღვარი საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა. დმანისი იყო ძირძველ ქართულ პროვინციათა - ტაშირისა და დმანისხევის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და კულტურულ-საეპარქიო ცენტრი. საქართველოს უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე მდებარე სტრატეგიულად ძალზე მნიშვნელოვანი მხარე ადრიდანვე მრავალ დამპყრობს იზიდავდა. სხვადასხვა ჯურის მომხვდურთა მიერ გამუდმებული დაპყრობების მიუხედავად, ამ მხარის მკვიდრი მოსახლეობა საკუთარი მამულის აღორძინებას პირველყოვლისა სასულიერო კერების - ეკლესიებისა და მონასტრების საფუძვლიანი აღდგენით იწყებდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ თანამედროვე დმანისის ეპარქიის სამწყსო ტერიტორია აგარაკ-წალკის სამღვდელმთავროს მიეკუთვნებოდა. 1995 წ. საქართველოს ეკლესის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით აგარაკ-წალკას გამოეყო ბოლნისისა და დმანისის ეპარქია, რომელიც აღნიშნულ ორ მეზობელ რაიონს აერთიანებდა. 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სადღესასწაულო კრებაზე ბოლნისისა და დმანისის სამღვდელმთავრო ტერიტორიის საფუძველზე დმანისის ეპარქია ჩამოყალიბდა, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა, ორი უძველესი და დამოუკიდებელი სამღვდელმთავროს მემკვიდრეობის განახლების თვალსაზრისით. განახლებული დმანისის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად წმიდა სინოდმა გამოირჩია მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის არქიმანდრიტი ზენონ იარაჯული.
ბოლნისის ეპარქიის ეპისკოპოსი ეფრემი
დაინიშნა 21.12.2006. წმიდა სინოდის დადგენილებით.
მანამდე ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქოზიფის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი (გამრეკელიძე).
ბოლნისის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი საქართველოს უძველეს ქალაქს - ბოლნისსა და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსთავისა და მარნეულის, დასავლეთიდან - დმანისის, ჩრდილოეთიდან - მანგლისისა და წალკის ეპარქიები, ხოლო სამხრეთის საზღვარი საქართველო-სომხეთის საზღვარს ემთხვევა. ქვემო ქართლი ეთნიკურ-გეოგრაფიული სახელია საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ კურთხისა, რომელიც მდინარე მტკვრის დინების ქვემო მარჯვენა სანაპიროზე ვრცელდება. ეს ვრცელი მხარე ბუნებრივად არის შემოსაზღვრული თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით.
ეპარქიის ტერიტორიაზე დიდი სავაჭრო გზა გადიოდა, რომლის გასწვრივაც უძველესი დროიდან დაწინაურებული და, ამავდროულად, თვითმყოფადი კულტურით გამორჩეული ინტენსიური დასახლებები არსებობდა. ქვემო ქართლი ოდითგანვე ქვეყნის ძლიერების მტკიცე დასაყრდენად მოიაზრებოდა, ამიტომაც მას ქართველი მეფეები ოდითგანვე დიდ ყურადღებას უთმობდნენ. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ეს რეგიონი ქართლის პიტიახშს ემორჩილებოდა. ერთ ხანს (IV ს.) იგი ირანის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა. ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის დროს 12 საეპისკოპოსოთაგან ოთხის ქვემო ქართლში დაარსება რეგიონის დიდ მნიშნველობას მიანიშნებს: „და დასუა ეპისკოპოსად... ერთი მანგლისს, ერთი ბოლნისს, ერთი რუსთავს, ერთი აგარაკს, რომელ არს ხუნანს გამართებით“. VII-VIII საუკუნეებიდან ქართლში არაბთა დამკვიდრების შემდეგ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კუთხეც მათი გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. VIII საუკუნის 30-იან წლებში, მურვან ყრუს ლაშქრობამ ქვემო ქართლს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ეს მხარე თავიდანვე თბილისის საამიროს შემადგენლობაში მოექცა. საამიროს დასუსტების მიუხედავად, საქართველოს სხვა პროვინციებისაგან განსხვავებით, IX საუკუნიდან თბილისთან ერთად მხოლოდ ეს მხარე - მანგლისის ხევი და სამშვილდის ქვეყანა შემორჩა ამირას დაქვემდებარებაში. ამავე დროს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე შეიქმნა კლდეკარის საერისთავო და ტაშირ-ძორაგეტის სამეფო. XI საუკუნიდან თურქ-სელჩუკთა შემოსევებმა და დავით აღმაშენებლის ძლევამოსილმა ომებმა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ადრეული ხანის მსხვილი ფეოდალური ერთეულები (გარდაბნის, ანუ ხუნანის და გაჩიანის, ანუ სამშვილდის საერისთავოები) საქართველოს გამაერთიანებელ მეფეთა ხელში მრავალრიცხოვან, მაგრამ მცირე საერისთავო ქვეყნებად დაიშალა. როგორც ცნობილია, ქვეყნის ძნელბედობის გამო, ქვემო ქართლის გარკვეული ნაწილი მცირე ხნით სომხებს ჰქონდათ მიტაცებული. იმ დროისათვის ლორე-ტაშირის მეფეთა საჯდომი ციხე-სიმაგრე სამშვილდე იყო. XI ს-ის მეორე ნახევრიდან ქვემო ქართლში სომეხ ბაგრატიონთა ბატონობას ბოლო მოეღო. დავით აღმაშენებლის მეფობის დროიდან ქვემო ქართლის სამხეთი მხარე კვლავ საქართველოს განუყოფელი ნაწილია. XII-XIII საუკუნეებში აქ გაგისა და ლორეს ქართული სანაპირო საერისთავოები არსებობდა. XIII საუკუნეში მონღოლთაგან დაპყრობილი საქართველო ადმინისტრაციულ ერთეულებად - დუმნებად დაანაწილეს. ქვემო ქართლი მეორე დუმანს შეადგენდა. XIV ს-ის მეორე ნახევრიდან, თურქმანთა ახალი ურდოების შემოსევებმა მთელი ქართლი ააოხრა. სწორედ ამ დროიდნა იწყება ერთიანი საქართველოს პოლიტიკური დაშლა, სათავადოების წარმოქმნა. საქართველომ იმხანად დაკარგა ხუნანის საერისთავო და სახელმწიფო საზღვარმა ქცია-მტკვრის შესაყარზე გადაინაცვლა. უძველესი და უმდიდრესი წარსულის მქონე მხარეში ეკლესია IV საუკუნეში დაფუძნდა. „მოქცევაი ქართლისაის“ თანახმად, ბოლნისის ცნობილი ტაძარი IV ს-ის ბოლო წლებში აუგია ელია მთავარეპისკოპოსს. ვახტანგ გორგასალმა ბოლნისის სიონის ტაძარში საეპისკოპოსო საყდარი დააარსა. ვახუშტის ცნობით: „სარკინეთის ხევის დასავლეთით... არს მცირე ქალაქი ბოლნისი. მას ზემოთ ეკლესია დიდი, უგუმბათო ბოლნისისა, რომელი აღაშენა მეფემან ფარსმან და გორგასალ დასუა ეპისკოპოსი“. პირველ ბოლნელ ეპისკოპოსად მიჩნეულია დავითი, რომელიც ბოლნისის სიონის აღმოსავლეთი ფასადის წარწერაშია მოხსენიებული. ამდენად, ბოლნისის დამოუკიდებელი და ძალზედ განვრცობილი ეპარქია V ს-ში ჩამოყალიბდა.
ბოლნისის სამღვდელმთავრო ტერიტორია ძალიან მდიდარია V-XVIII საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლებით. ამ კუთხეში ადრიდანვე ფართოდ იყო გაშლილი მწიგნობრული საქმიანობაც. მრავალთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ცნობილი მწერალი და მქადაგებელი იოანე ბოლნელი. 1917 წ. ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად, მრავალმხრივ საინტერესო ისტორიული წარსულის ეპარქიებში ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების გამოცოცხლება ძალზე ნელა, მხოლოდ 70-80-იან წლებში დაიწყო. ძველი ბოლნისის ეპარქია, აგარაკ-წალკის საერთო სახელწოდებით არსებულ ქვემო ქართლის ეპარქიაში იყო გაერთიანებული. ბოლნისი ცალკე ეპარქიად გამოყოფა 1995 წელს წმიდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. იმ დროიდან მას ბოლნისისა და დმანისის ეპარქია ეწოდა. ეპარქიის მწყემსმთავრად მანამდე აგარაკ-წალკის მთავარეპისკოპოსი თადეოზი იქნა განწესებული. 2003 წ. 18 აგვისტოს, ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე ბოლნისისა და დმანისის ეპარქია გაიყო და მის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო ჩამოყალიბდა - ბოლნისის ეპარქია და დმანისის ეპარქია. კრებამ ბოლნელ მღვდელმთავრად მთავარეპისკოპოსი თადეოზი დაადგინა. ამჟამად ბოლნისის სამწყსოს განაგებს ეპისკოპოსი იეგუდიელი.
ეპისკოპოსი შიო (ელიზბარ მუჯირი)
დაბ. - 1969 წ. თბილისი
1991 წ. - თბილისის კონსერვატორია
1999 წ. - ბათუმისა სასულიერო სემინარია
მოსკოვის სასულიერო აკადემია
მოსკოვის წმ. ტიხონის თეოლოგიური ინსტიტუტი
1993 - ბერად აღკვეცა
1995 - დიაკონი
1996 - მღვლად კურთხევა
1998 - იღუმენი
07.09.2003 - ეპისკოპოსად კურთხევა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული კოლხეთის სამეფოში, მდინარე რიონსა და ეგრისწყალს შორის არსებულ ტერიტორიაზე - ოდიშის დაბლობზე მდებარეობს. იგი მოიცავს სამეგრელოს ქალაქებს - სენაკს, ჩხოროწყუს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. სენაკისა და ჩხოროწყუს სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ჭყონდიდის, დასავლეთიდან - ზუგდიდისა და ცაიშის, ფოთისა და ხობის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან - ცაგერისა და ქვემო სვანეთის, ჩრდილო-დასავლეთიდან - მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან - შემოქმედის ეპარქიები. ეპარქიის სამწყსო ტერიტორია განფენილია მდინარეების ხობისწყლისა და ტეხურის შუა დინების, და ნაწილობრივ, მდინარე რიონის აუზებზე, რაც ძველი ქართული სამეფოს ეგრისის, იმავე ლაზიკის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. მოციქულთა ქადაგებით მოქცეული ამ კუთხის მოსახლეობა, საბოლოოდ IV ს-ში, საქართველოში ქრიტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ქრისტიანდება. გაქრისტიანების მიუხედავად, ერთმორწმუნე ბერძენთა აგრესია ეგრისის მიმრთულებით კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა. ბერძნულ წყაროთა მიხედვით, ჰერაკლეს შემოსევებისას ეგრისის სამეფოს ტერიტორიაზე არსებულ ბერძნული სამღვდელმთავროების იურისდიქციაში იყო მოქცეული მთელი ზღვისპირეთი. კონსტანტინეპოლის პოლიტიკური და საეკლესიო გავლენისაგან გათავისუფლება VIII ს-დან დაიწყო. აფხაზეთის საკათალიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ, მთელ დასავლეთ საქართველოში მისი იურისდიქცია გავრცელდა, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ძალმომრეობით დაფუძნებული ბერძნული სამღვდელმთავროების ქართულით შეიცვალა. თანამედროვე სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ტერიტორიის იმჟამინდელი მოსახლეობა ცაიშისა და ჭყონდიდის ეპარქიების შემადგენლობაში ითვლებოდა. როდესაც საქართველო სამეფოებად და სამთავროებად დაიყო, სენაკის ტერიტორიაზე არსებული უკვე გაყოფილი ეგრისის სამეფოს ძველი დედაქალაქი ციხე-გოჯი, XVI-XVIII ს-ში ოდიშის მთავართა - დადიანთა რეზიდენცია გახდა. ამ დროიდან ჩრდილო კავკასიელ მთიელთა შემოსევებით შევიწროებული აფხაზეთის კათალიკოსი იძულებული ხდებოდა თავშესაფარი შედარებით უსაფრთხო ადგილას ეძია და უპირველესი მღვდელმთავარი ღვთისმსახურებას ხშირად სენაკში აღასრულებდა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ეს მხარე 1823 წ. ჩამოყალიბებულ სამეგრელოს ეპარქიაში იყო გაერთიანებული. 1874 წ. მაისის თვეში რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით გაუქმებული სამეგრელოს ეპარქია იმერეთის ეპარქიას მიუერთეს, ხოლო 1885 წლიდან შექმნილი გურია-სამეგრელოს ეპარქია სენაკისა და ჩხოროწყუს ტერიტორიებსაც აერთიანებდა. 1917 წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლდა ჭყონდიდის ეპარქია, რომელიც მთლიანად მოიცავდა სამეგრელოს ტერიტორიას. 1995 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის საფუძველზე, მის ტერიტორიული გაყოფის შედეგად, აღდგა ძველი სამღვდელმთავროები: ზუგდიდისა და ცაიშის, ფოთისა და სენაკის, და საკუთრივ ჭყონდიდისა. 2003 წ. 18 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით, ჭყონდიდისა და ფოთი-სენაკის ეპარქიათა ხელახალი ტერიტორიული გადანაწილების საფუძველზე ჩამოყალიბდა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია. ახალდაარსებული ეპარქიის საჭეთმპყრობლად წმიდა სინოდმა გამოარჩია არქიმანდრიტი შიო მუჯირი.
ეპისკოპოსი სპირიდონი ()
ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) _ ერისკაცობაში გრიგოლ აბულაძე 1950 წელს ქ. ზესტაფონში დაიბადა. 1980-იანი წლებიდან ეკლესიის მრევლია. 1988 წელს საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში იწყებს მუშაობას. 1990 წლის 28 აგვისტოს ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე) დიაკვნად აკურთხა. 1990 წლის 4 დეკემბერს ჯიხეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტერში მღვდლად დაასხეს ხელი და სხალთის მამათა მონასტრის წინამძღვარად დაინიშნა. 1991 წელს ხულოში სასულიერო სასწავლებელი გაიხსნა და მის რექტორად დაინიშნა, ამასთანავე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1992 წელს ხირსის წმ. სტეფანეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს და სიღნაღის სასულიერო სასწავლებლის რექტორად დაინიშნა. 1993 წელს ზესტაფონში სასულიერო სასწავლებელი გაიხსნა, ხოლო 1994 წლის იანვარში ქალაქის ცენტრალური და #6 ბაგა-ბაღები საპატრიარქოს გადაეცა. დეკანოზი გრიგოლი სასულიერო სასწავლებლის რექტორად და ბაგა-ბაღებში არსებული წმ. გიორგისა და წმ. ქეთევანის სახელობის ტაძრების წინამძღვრად დაინიშნა. იმავე წელს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრითა და ენქერით. 1995 წლის 7 მაისს სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მიტრით დააჯილდოვა. 2006 წლის 21 დეკემბერს წმ. სინოდის სხდომაზე ახლად შექმნილი სხალთის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოირჩიეს. 23 დეკემბერს ბერად აღკვეცეს, სახელად სპირიდონი უწოდეს და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 24 დეკემბერს კი _ სვეტიცხოვლის 12 მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
ტყიბულის და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი (გური შალამბერიძე)
ეპარქია შეიქმნა წმიდა სინოდის 2007წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით
დაბ. – 25.02.1940 მაიაკოვსკი (1991 წლიდან ბაღდადი) ფერსათი. 1963-1971–ლენინგრადის სემინარია-აკადემია. ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი. სიონის ტაძრის პრესვიტერი. 1988, 14.10 – ჭყონდიდელი ეპისკოპოსი 1994 – მთავარეპისკოპოსი 2000 – მიტროპოლიტი მისამართი: საქართველო; 3100, მარტვილი. ჭყონდიდის მონასტერი. ტელ: [955] 32 303338; [955] 313 21338; 2006.21.12.ჭყონდიდელი მიტროპოლიტი
  gverdi Sedgenilia gizo da daviT laSqaraSvilebis mier - 2007 wels
|
gizogo@gmail.com | imereTi | quTaisi | mob: 899 232572| skype id: gizogo |
| lashkarashvili@gmail.com | imereTi | quTaisi | mob: 899 933918| skype id: dato_var |