ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

გვერდი შეიქმნა ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით.

www.imeroni.ge





საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტი
ქუთაის–გაენათის ეპარქიის ოფიციალური საიტი
მამა ჩვენი,უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის;
ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი
მეუფე კალისტრატე
ქუთაის–გაენათის ეპარქიის
ეკლესია–მონასტრები.
წმინდა სინოდი
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები
ჩვენი ტკივილი
მღვდელმსახურნი
სტიხაროსნები
გალობანი
ლოცვანი
სამხელიანი ღვთისმშობლის ხატი
ივერიის ღვთისმშობლის ხატი პორტაიტისა
ივერონის მონასტერი
პეტრიწონის მონასტერი
მრევლი
უწმინდესის ნათლულები
პრესა ჩვენს ტაძარზე.
გელათი
ბაგრატი
მოწამეთა
საქართველოს მოქმედი მონასტრები
შეკითხვა მოძღვარს
ჩვენი ფოტოარქივი
მართლმადიდებელი ხატების ვირტუალური კატალოგი
მმართლმადიდებელი საიტების ბმულები
მამა არჩილის ფოტოგალერეა
ამინდი

ვებგვერდის მატიანე



imereti medicine ecopharm imeroni karelin orthodoxy graali




ჩვენთვის ძვირფასია თქვენი აზრი ვებ–გვერდის შესახებ.

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ შემატყობინოთ.
საიტს ემსახურება მონა ღვთისა გიზო ლაშქარაშვილი.
მობ: 599 232572
Skype სახელი: gizogo

თუ გულმა გთხოვათ გაიღოთ შემოწირულობა ჩვენი ტაძრისათვის
იხილეთ საბანკო რეკვიზიტები და მიიღეთ ჩვენი მადლობა.

„საქართველოს ბანკი“
კოდი 220101502 ანგ№ 122399900
მიმღები : სინაურიძე მამუკა.
ტაძრის წინამძღვარი
დეკანოზი მამა ალექსი.
ტაძრის მშენებლობის ფონდი.

free counters
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.



07.01.2012

შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი!


ტროპარი:
შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა.
კონდაკი:
ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.

07.01.2011 ქრისტეშობის დღესასწაული ქუთაისში.

ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის სამღვდელოება და მრევლი გილოცავთ სრულიად საქართველოს და მთელს მართლმადიდებელ სამყაროს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს და შეგახსენებთ ჩვენი სულიერი მამის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს მიმართვას ქართველი ერისადმი. „უკვე რამოდენიმე წელია დავამკვიდრეთ ახალი შესანიშნავი ტრადიცია: შობის საღამოს სანთელს ან კანდელს ვანთებთ ფანჯარაში. ამას უდიდესი მნიშვნელობა და შინაარსი აქვს . ჩვენ ამით ვიწვევთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას და მართალ იოსებს , რათა ჩვენს გულში იშვას უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და ჩვენი გული, ჩვენი სახლი გახდეს ის წმიდა სავანე, სადაც არა მარტო იშვა უფალი, არამედ მუდმივად იქ დარჩება.“


2012 წლის საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II


ჩვენი ტაძრის წინამძღვრის დეკანოზი ალექსი სინაურიძის ქადაგებანი.

სულთმოფენობა. გარდაცვალების შესახებ.
განკითხვის ცოდვის შესახებ.
გლობალიზაცია და საქართველო.
ზებოს სინდრომი.
ეკლესის დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ.
პირველი წირვა ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში 2003 წელი.
მეუფე კალისტრატეს დაბადების დღე . 2003ელი.
დეკანოზი ალექსი სინაურიძე განსაცდელების და ლოცვის შესახებ. 2005 წელი.
დეკანოზი ალექსი სინაურიძე ნათლისღების შესახებ 2005 წელი

28 აგვისტო. მარიამობა.

მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა, ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.

დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს დიდ საეკლესიო დღესასწაულს - მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვმთისმშობლის მიძინებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა უფლის ზეცას ამაღლების შემდეგ მეჩვიდმეტე წელიწადს, იერუსალიმში, სიონში, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახლში, სადაც უწმიდესი დედა მიძინებამდე ცხოვრობდა.

მარიამობის შესახებ.


წმიდა სინოდის სხდომის ოქმი. 2011 წ. 11 ივლისი.



პეტრე-პავლობა.

ქრისტეს მოწაფეთა - მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან - წმ. პეტრე და პავლე, რომელნიც წმ. მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს... პეტრე - დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა... პავლე - ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“.
პეტრეპავლობის შესახებ.

ეკლესიის დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ.

„მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი“-ეს სწავლება არის მართლმადიდებელი ეკლესიის სული და გული, მისი მთავარი, ყოვლისმომცველი ხარება, რითაც და რისთვისაც ცხოვრობს ეკლესია. სწორედ ამ სწავლებაშია ეკლესიის უკვდავება და სრულყოფილება, მისი წმიდა დოგმატების და კანონთა არსი. ამიტომ ეს მისი უმთავრესი პრინციპი, საზომთა საზომი და სიწმიდეა. ამდენად, სრულიად დაუშვებელია და არაფრის ფასად არ შეიძლება, რომ ეკლესიამ ამ საკითხში რაიმე დაუთმოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ბოროტ ძალას ,მით უმეტეს - ეკლესიის აშკარა მტრებს, რომლებიც ყოველი ღონით ცდილობენ მის განადგურებას. ღვთის მორჩილება რომ უფრო გვმართებს, ვინემ ადამიანებისა - ეს მართლმადიდებელი ეკლესიის უცილობელი და მარადიული წეს-განგებაა, რომლითაც იგი პასუხს სცემდა ეკლესიის პირველ მდევნელებს და დღესაც პასუხობს ყოველი ჯურის მდევნელს ვინემ ქვეყნის აღსასრულამდე. „მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი(საქ.5,29)-ეს არის პასუხი ეკლესიის ყოველ დროის, ყოველი სახის მდევნელთა მიმართ, ვინემ საშინელ სამსჯავრომდე. ეკლესიისთვის პირველი მუდამ არის ღმერთი და შემდეგ-ადამიანი. ამიტომ ადამიანებს მანამ უნდა ვემორჩილებოდეთ, სანამ ისინი ღმერთს და საღმრთო სჯულს არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ როდესაც ადამინები ღვთის და საღვთო სჯულის წინააღმდეგ ილაშქრებენ, მაშინ ეკლესია მათ უნდა დაუპირისპირდეს. და თუ ასე არ მოიქცევა-მაშ როგორღა დარჩება ის ეკლესიად, ანდა მისი წარმომადგენლები-მოციქულთა მემკვიდრეებად? ასეთ დროს ე.წ. საეკლესიო იკონომიით (შემწყნარებლობით) თავის მართლება სხვა არაფერია, თუ არა ღმერთის და ეკლესიის ფარული გაცემა. ამგვარი იკონომია მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს ეკლესიის ღალატია. ეკლესია არის მარადისობა დრო-ჟამში, წუთისოფელში. ეს ქვეყანა ცვალებადია, ხოლო ეკლესია-უცვლელი. ეკლესიის მარადიული საღმთო ჭეშმარიტება, საღმთო სახარება და მორწმუნეთა საცხოვნებელად მისი მარადიული საშუალებებიც უცვლელია, რადგან უცვალებელია, უფალი იესო ქრისტე, რომელიც თავად ქმნის ეკლესიას ასეთად და მარადიულია მისი სახარებისეული ჭეშმარიტებაც: „იესო ქრისტეგუშინ და დღს და იგივე უკუნისამდე“(ებრ. 13,8) ეკლესიის მიერ მარადიული დროში იმყოფება, რათა მისით დრო-ჟამი იკურთხოს, მარადიულს შეერწყას და მას გაუსწოროს. ეკლესია კი არ უნდა ერგებოდეს დროს, არამედ, პირიქით- დრო უნდა ერგებოდეს ეკლესიას, ვითარცა მარადიულს. დროის სულისკვეთება მარადიულზე უნდა ორიენტირებდეს, რადგან ეკლესია არის მარადიული, ღმერთკაცებრივი სულის მატარებელი. ეკლესია არის მარად წმიდა, მარად სამოციქულო, მარად საყოველთაო და ღმრთაებრივი- ამიტომ იგი არასოდეს არ გაწირავს მარადიულს-დროებითზე ღვთაებრივს-ადამინურზე, ზეციურს-მიწიერზე. ეკლესია დროსი სულისკვეთებას არასოდეს არ ერგება, პირიქით, მან უნდა შეუწყოს დრო მარადისობას, დროეებითი-მარადიულს და ადამიანური-ღმერთკაცობრივს. ეკლეიის მარადიული გზა ამ ქვეყანაზე გაივლის: პირველყოვლისა-ღმერთი და შემდეგ-ადამიანი: „რაითა იყოს იგი თავადი(უფალი იესო ქრისტე) ყოველსა შინა მთავარ“(კოლ.1,18) ხელისუფლება არის ღმერთისაგან (რომ.13,16), ფასეულობათა იერარქია და წესრიგის იერარქიაც ღვთისმიერია, ამიტომ ხელისუფლებას უნდა ვემორჩილებოდეთ, ვითარცა ამქვეყნად ღვთივმონიჭებული წესრიგის მარეგულირებელს და მცველს. სხვაგვარად ყველაფერს ქაოსი და ანარქია მოიცავდა. მაგრამ ხელისუფალთა მორჩილება მანამ გვმართებს, სანამ ისინი ქვეყნად ღვთაებრივ წესრიგს იცავენ; სანამ ისინი ღვთის სამსახურში არიან; სანამ ხელისუფლებას მახვილი ბოროტების დასასჯელად და სიკეთის დასაცავად უპყრია... მაგრამ როდესაც ხელისუფლება საღვთო სიკეთის მდევნელი ხდება, როდესაც ხელისუფლება ყოვლადსიკეთის-უფალ იესო ქრისტეს და მისი ეკლესიის მდევნელი ხდება, მაშინ ასეთი ხელისუფლების არც მორჩილება და არც ყურისგდება არ შეიძლება.ასეთ ხელისუფლებას ქრისტიანი უნდა ებრძოდეს სწორედ სახარებისეული საშუალებებით. არაფრით არ შეიძლება, რომ ქრისტიანი ღმერთზე უმეტესად ამდამიან ემორჩილებოდეს. მით უფრო, ასეთ ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტი ღვთის და მისი სახარების მოწინააღმდეგეები არიან. თუმც კი ხელისუფლება ღვთისაგანაა, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ღმერთს განუდგება და მის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მაშინ იგი მოძალადედ იქცევა. მაშასადამე, ჩვენ ქრისტიანებმა ხელისუფლების საიდუმლოც ვიცით და ძალადობის საიდუმლოც: ხელისუფლება-ღმერთისაგან კურთხეულია, ყველაფერი, რაც რვთისაგან არის-კურთხეულია, ხოლო როდესაც მას ბოროტად იყენებენ- იგი ეშმაკისაგან არის. ღვთაებრივის ბოროტად გამოყენება -აი, ეს არის სრულად ეშმაკი და ეშმაკეული სამყარო, რომელიც ადამიანსაც მოიცავს. როდესაც ხელისუფლება ღმერთს ემყარება, მაშინ ღვთის მფარველობაშია და ღმერთთან იმყოფება, იგი ღმრთისმიერია და ღვთივკურთხეულია; ხოლო როდესაც ხელისუფლება ღმერთს განუდგება, იგი ძალადობად გადაიქცევა და ამით ღვთის მოწინააღმდეგის - ეშმაკის ძალაუფლებას დაუმორჩილებს თავს. ასეთია ხელისუფლების ბუნებასა და ფასეულობებზე სახარებისეული, წმიდა მოციქულთა და მამათამიერ მართლმადიდებლური მოძღვრება. ასეთია ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და უცოდველი მოძღვრება ხელისუფლების შესახებ; ასეთია იგი დასაბამიდან ვინემ დღესაქამომდე და უკუნითი უკუნისამდე. ამას მოწმობს ყველა წმიდა მოციქული, ყველა წმიდა მამა, ყველა მოწამე. წმიდა პირველმოწამე სტეფანედან მოყოლებული დღემდე (ახალმოწამეთა ჩათვლით), მოწამეები, რომლებიც უფალ იესო ქრისტესთვის ეწამნენ, ამ ქვეყნიერნა ღვთისმგმობელმა ხელისუფლებმა აწამეს. ხელისუფალთაგან წამებულ. დევნილ და ტნჯულ წმიდათა რიცხვი მილიონობითაა. ისინი წმიდა არიან და უკვდავნი, რამეთუ მათ დაამოწმეს ღმეღტკაცებრივი ჭეშმარიტება-რომ ქრისტიანებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ ამ ქვეყნიერ ხელისუფლების მპყრობელი მეფეების, ხელისუფლების, საერო თუ სასულიერო მთვრობების უღმერთო და ღვთისმგმობელ ბრძანებებს და სულერთია ვინ სად იქნებიან ეს ხელისუფალნი. ყოველი წმიდა მოწამე, ქრისტეს სარწმუნეობის ყოველი წმიდა აღმსარებელი-ცოცხალი განსახიერება და უკვდავი ხატებაა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოვლად წმიდა სახარების ამ სწავლების: „მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთა“ . ყოველი მათგანი ყოველი გონებით, ყოველი ძალით და ყოველი გულით იცავდა ამ სწავლებას. და სწორედ ამიტომ აწამებდა და კლავდა საუკუნეთა მანძილზე მათ ღვთისმბრძოლი ხელისუფლება. ასეთია მართმადიდებეილი ეკლესიის მოძღვრება ხელისუფლების მიმართ ეკლესიის დამოკიდებულებაზე. ეს არის გზა და ჭეშმარიტება ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიისა მოციქულთაგან დღემდე და ამქვეყნიური ცხოვრების აღსასრულამდე. ამიტომ ამ სწავლების ხარჟზე არც არაფრის დათმობა და არც კომპრომისი არავის, თვით მსოფლიო კრებასაც, ახელეწიფება. რუსულიდან თარგმნა მარიამ ნიაურმა. წმინდა იუსტინე პოპოვიჩი

სულიწმინდის გარდამოსვლა. სულთმოფენობა.

სულთმოფენობის დღესასწაულზე მოიხსენიებენ გარდმოსვლას მოწაფეებზე –– ცეცხლის ენების სახით. სულთმოფენობას ასევე უწოდებენ ერგასეულს (ძველქართულად ერგასი ნიშნავდა ორმოცდაათს) იმიტომ რომ ეს დღე აღდგომიდან 50-ე დღეს დგება. სულიწმინდის მოფენა მოციქულებზე არის „მწვერვალი“ – ახალი, მარადიული აღთქმისა ღმერთისა ადამიანებისათვის. ამ დღეს სულიწმინდა სამყაროს ხილული სახით გამოუჩნდა და ადამიანთა სულების გამომხსნელი მადლით აღივსო. სულიწმინდის გადმოსვლით მოწაფე ერთობაზე, როგორც ქრისტეს ეკლესიის საძირკველზე, შეიქმნა იგი, როგორც სულით განცხოველებული ერთიანი სხეული. ამ დროიდან ქრისტეს ეკლესია იწყებს ზრდას და თავის თავში ადამიანთა სულებს აერთიანებს.


ამაღლება. უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.

წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოსი საქართველოში შემოსვლა. ( 323)
ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.
წმიდა ნინოს ცხოვრება.
წმიდა დედა ჩვენი ნინო მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი.



ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!

ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

ქუთაისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურნი და მრევლი ვულოცავთ მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. უფალი ჩვენთან არს! გიხაროდენ!

"ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
... სულ ამ 4 სიტყვაშია გადმოცემული ქრისტეს 4 სახარება. ადამიანებმა ღმერთს სიკვდილი მიუსაჯეს, ღმერთმა კი თავისი აღდგომით მათ უკვდავება მიუსაჯა. გვემის სანაცვლოდ მათ მიტევებით უპასუხა, შეურაწყოფის სანაცვლოდ- უკვდავებით. ადამიანებს არასდროს გამოუხატავთ ღვთისადმი ისეთი დიდი სიძულვილი როდესაც მაშინ როცა ის ჯვარზე გააკრეს და ღმერთს არასდროს გამოუხატავს ადამიანებისადმი ისეთი სიყვარული როგორიც მაშინ, როდესაც ის აღსდგა. ადამიანებს უნდოდათ რომ, ღმერთიც მოკვდავად ექციათ, მაგრამ ღმერთმა თავისი აღდგომით ადამიანები უკვდავად აქცია. აღარ სუფევს სიკვდილი, უკვდავებით შეიმოსა ადამიანი და მთელი მისი სამყარო. ღმერთ–კაცის აღდგომით ადამიანური ბუნება სამუდამოდ დაადგა უკვდავების გზას და თვით სიკვდილისთვისაც საშიში გახდა. თუკი ადამიანი ცხოვრობს მკვდრეთით აღმდგარი ღმერთ–კაცის რწმენით, მაშინ იგი სიკვდილზე მაღლა დგას და სიკვდილი მის ფერხთით არის დაცემული და როცა ქრისტიანი ადამიანი კვდება ის მხოლოდ სხეულს ტოვებს როგორც სამოსელს, რომლითაც კვლავ შეიმოსება განკითხვის დღეს.უფალმა თავისი აღდგომით ყველაფერი შეცვალა, უკვდავება იქცა ადამიანის მეორე თვისებად, ის ადამიანისათვის ბუნებრივი გახდა, ხოლო სიკვდილი- არაბუნებრივი. როგორც ქრისტეს აღდგომამდე ადამიანებისთვისათვის ბუნებრივი იყო მოკვდავად ყოფნა, ასევე ქრისტეს აღდგომის შემდეგ ადამიანისათვის ბუნებრივად იქცა უკვდავება. ეს არის ქრისტეს აღდგომის ძალა, ეს არის მისი ძლევამოსილება და ყოვლისშემძლეობა, ამის გარეშე არ იარსებებდა ქრისტიანობა, ეს არის უდიდესი სასწაული ყველა სასწაულთა შორის, მისგან იწყება და მასთან მიდის ყველა სხვა დანარჩენი სასწაული. მისგან იწყება რწმენაც, სიყვარულიც, იმედიც, ლოცვაც და ღვთის სიყვარულიც. ადამიანი იბადება არა მაშინ როდესაც მას დედა შობს, არამედ მაშინ როცა იწამებს მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს, რამეთუ იგი მაშინ დაიბადება საუკუნო ცხოვრებისათვის, დედა კი მას შობს სიკვდილისათვის, სამარისათვის. ქრისტეს აღდგომაა თითოეული ჩვენთაგანის დედა, ყველა ქრისტიანის დედა, უკვდავთა დედა. აღდგომის რწმენით ადამიანი ხელახლა იბადება, მართლმადიდებლობისათვის იბადება, ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა!"
წმ.მამა იუსტინე პოპოვიჩი
"ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
...სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი, სადა არს ჯოჯოხეთო ძლევა შენი. აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ, აღსდგა ქრისტე, და დაეცნეს ეშმაკნი, აღსდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოსნი. აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს. აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა, რომლისა არს დიდებაი და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!"
წმ.იოანე ოქროპირი
2011-04-24. სააღდგომო ეპისტოლე
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II

აღდგომა 2011 წელი 24 აპრილი

აღდგომა 2010 წელი 4 აპრილი

აღდგომა 2009 წელი 19 აპრილი



17 აპრილი. ბზობა. ბაიაობა.

დიდებით შესვლა იერუსალიმში უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ახლოვდებოდა ებრაული პასექის დღესასწაული. ამ დღეს უამრავი ხალხი იკრიბებოდა იერუსალიმში სალოცავად. უფალიც გაემგზავრა ბეთანიიდან იერუსალიმში. როცა იგი მიუახლოვდა ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, პეტრეს და იოანეს უთხრა: ”გაეშურეთ სოფელში, რომელიც თქვენს წინაშეა. იქ დაგხვდებათ დაბმული ვირი და მისი პატარა კვიცი, რომელზედაც ჯერ არავინ მჯდარა. ახსენით და მოიყვანეთ ჩემთან. თუ ვინმემ გკითხოთ, უთხარით, რომ უფალს სჭირდება იგი”. მოწაფეები ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ იესო ქრისტემ. მოიყვანეს სახედარი, დააფინეს მასზე თავისი ტანსაცმელი და უფალს მიჰგვარეს. სახედარზე ამხედრებული იესო შევიდა იერუსალიმში. ხალხი გამოვიდა მის შესახვედრად იერუსალიმიდან. ზოგი ტანსაცმელს იხდიდა და უფენდა მას ფეხქვეშ, როგორც მეფეს, ზოგი - ბზისა და პალმის ხასხასა მწვანე ტოტებს. თან მაღალი ხმით უგალობდნენ მეფის შესაფერის სადიდებელს: ”ოსანა დავითის ჩამომავალს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალს! (”ოსანა” - ქართულად ნიშნავს დიდებას). ბზის ან პალმის ტოტთა მშვენიერებით ეკლესია უფრო ცოცხლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში. მეფის ასეთ შეხვედრას უძველესი ტრადიცია აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ქრისტიანი მზად უნდა იყოს ღმერთთან სულიერი შეგეგებისათვის. სამოსელის ნაცვლად გული დაუფინოს კვიცზე მჯდომარე მეუფეს, მხურვალე ლოცვა კი ბზის ტოტებით მიართვას მას; მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იგი მიიღეს იერუსალიმში და უგალობოს: ”ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!”

ბზობა–ბაიაობა ჩვენს ტაძარში 2010 წლის 28 მარტს. ფოტომასალა.

ჩვენს ტაძარში 2009წ. 12 აპრილს ბზობა – ბაიაობის ამსახველი ფოტომასალა

ხსნილია თევზითა და ღვინით


ზეთის კურთხევის საიდუმლო

ზეთის კურთხევის საიდუმლო სახარებიდან იღებს სათავეს. მახარებლის გადმოცემით,უფალი,თავის ორ–ორ მოწაფეს გზავნის პალესტინაში,უპირველეს ყოვლისა,იმისათვის, რომ ისინი ‘’ქადაგებდეს, რაითა შეინანონ’’ და გარდა ამისა ‘’სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს’’.ამასთანავე, იაკობის ეპისტოლეში ხაზგასმითაა აღნიშნული: ‘’უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა.და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან; დაღაცათუ ცოდვაი რაიმე ექმნეს, მო–ვეტეოს მას’’ (იაკ. 5,14–15). ზემოთ წარმოდგენილი ადგილების მიხედვით ზეთისცხების საიდუმლოთი აღსრულდება კურნება სულიერად თუ ხორციელად სნეულისა მისატევებლად მისი ცოდვებისა, რომელიც მან ჩაიდინა უმეცრებით ან რომლებიც დავიწყებული აქვს. საკუთრივ, ესაა ცოდვები, დიდად დაკავშირებული უძლულებასთან, რომელიც ეუფლება ქრისტიანს.
შვიდგზის ზეთისცხება ჩვენს ტაძარში.

დიდმარხვის მეხუთე კვირა.

ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელი (+522)

წმინდა მარიამ ეგვიპტელი ანდრია კრიტელის კანონის ბოლო გალობებში მორწმუნენი ვედრებას აღავლენენ წმიდა მარიამ ეგვიპტელის მიმართ, რომელიც თავისი მოღვაწეობით წმიდა ანდრიასთან ერთად სინანულის ხატად წარმოგვიდგება. იგი 12 წლისა განეშორა ოჯახს და ცოდვებით აღსავსე გზას დაადგა. ერთხელაც კი დროის გასატარებლად იერუსალიმისაკენ გემით მომლოცველებთან ერთად გაემგზავრა . წმინდა ქალაქისკენ მიმავალმა უამრავი ადამიანი აცდუნა. ხოლო, როცა იერუსალიმში ჩასულმა სხვებთან ერთად დააპირა უფლის ტაძარში შესვლა, უხილავმა ძალამ ზრურბლთან შეაჩერა და არ შეუშვა. მაშინ დაეუფლა საოცარი სინანული და შინაგანი დიალოგი გაუმართა ღმერთს, სთხოვდა, ოღონდ ტაძარში შეეშვა და მთელ დანარჩენ სიცოცხლეს სინანულში გაატარებდა. სახიერმა შემოქმედმაც, რომელსაც ყველა ჩვენგანი უყვარს და ცდილობს ცხონების გზაზე ყოველი ჩვენგანის დაყენებას, მიმადლა მას სიტყვის შესრულების ძალა და ტაძრიდან გამოსული მარიამი მართლაც შეუდგა იორდანიის უდაბნოებისაკენ მიმავალ გზას. სწორედ იქ , სრულიად მარტომ მოღვაწეობაში გაატარა 48 წელი. სიცოცხლის ბოლოს კი, ეს საოცარი მოღვაწე წმიდასს ზოსიმეს ხელით პირველად აზიარა თავის წმიდა ნაწილებს. ღირსი ზოსიმე მეორე წელს ესტუმრა უდაბნოს, რათა ეხილა იგი , მაგრამ წმინდანს სული უკვე უფლისთვის მიებარებინა, ფეხებთან კი უზარმაზარი ლომი ეჯდა, რომელიც ქუსლებს ულოკავდა. სწორედ ლომს უბრძანა წმიდა ზოსიმემ სამარის გათხრა, ლომმაც ტორებით გათხარა წმინდანის საფლავი. შევთხოვ წმინდა მარიამს შეგვაძლებინოს დიდი მარხვის ღირსეულად შენახვა:– ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!
მოკლე ინფორმაცია მარიამ ეგვიპტელის შესახებ.
ინფორმაცია მარიამ ეგვიპტელის შესახებ რუსულ საიტზე.



ხარება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა. 7 აპრილს

ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
ორი ათასი წლის წინ მთავარ ანგელოზმა გაბრიელმა კაცობრიობას ამცნო, რომ მხსნელი მოევლინებოდა. ეს პირველად ღთისმშობელს ეახლა–სწორედ იგი იღებდა მუცლად მაცხოვარს: «გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანაა და კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა». განცვიფრდა და შეწუხდა ქალწული რას უნდა ნიშნავდესო ეს მოკითხვა. ანგელოზი მიუხვდა ნაფიქრს და დაამშვიდა: « ნუ გეშინია, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მდლი წინაშე ღვთისა». ქალწული მარიამი ამ დროს მართლა იოსებზე იყო დაწინდული. ყოველი სიმდაბლით შემკული ქალწული გამოარჩია მთავარანგელოზმა. მარიამმა, მომავალმა დედამ მესიისა, ეჭვი შეიტანა ზეციური მახარობლის ნათქვამში: « ვითარმედ იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?! «სული წმიდაი გადმოვიდეს შენზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ » ასეთი იყო ნება უფლისა. ეს დღე უდიდესია, რადგან განცხადდა – ცოდვით დამძიმებული დედამიწა უნდა გადარჩენილიყო. ევედრეთ უფალსა, გადაარჩინოს ამიერიდან და უკუნითი უკუნისამდე ჩვნი სულები, მოგვმადლოს მაცხოვნებელი ძალა, იყოს ჩვენთან და შეგვეწიოს!



დიდი მარხვის მე–4 კვირას ეკლესია ღირს მამას იოანე კლემაქს იხსენიებს.

წმინდა იოანე სინელი იგივე კიბის აღმწერელი მე–7 საუკუნის მოღვაწე და უდიდესი ავტორიტეტია ქრისტიანულ სამყაროში. ის არის ავტორი წიგნისა ‘’კლემაქსი’’ანუ ‘’კიბე’’. წიგნი ორი ნაწილისგან შედგება: სწავლებანი განკუთვნილი სამონაზვნო გზას შედგომილთათვის და სწავლებანი წინამძღვართათვის. სწავლებანი წმინდა მამისა და მისი თანამედროვე მოღვაწეების პირად გამოცდილებაზე დაყრდნობითაა დაწერილი.წიგნი იმდენად მნიშვნელოვანია,რომ მას ბერ–მონაზონთა (და არა მარტო ბერ–მონაზონთა) მეორე სახარებასაც უწოდებენ და ათას წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ–ერთ უდიდეს სახელმძღვანელოდ მიიჩნევა მათთვის ვისაც სრულყოფილების მიღწევა და ღმერთთან მიახლოება დაუსახავს მიზნად. ’’კლემაქსი’’ ანუ ’’კიბე’’ მიწაზე არსებული სულიერი საუნჯეა, რომელშიც თავმოყრილია საღვთო ნიჭთა მშვენიერება და სისავსე.ის სარკეა სულისა, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი თავის შემეცნების ძალას გვაძლევს, არამედ ასწავლის გზას ვისაც ზეციურ ნეტარებაში ასვლა და ცხონება სწყურია.

დიდმარხვის მესამე კვირა.

ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე.
დიდი მარხვის მესამე კვირას ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ამ დღეს ყოველი ეკლესიის მთავარ ანალოგიაზე გამობრძანებულია პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარი და ყოველი მართმადიდებელი განსაკუთრებული პატივისცემით და სიყვარულით თაყვანისცემას მიაგებს მას.
‘’ჯვარი –აღდგომაა მკვდართა. სასოებაქრისტიანთა.
ჯვარი –კვერთხია მკელობელთა.ნუგეშია ღატაკთა.
ჯვარი – აღვირია მდიდართა.სიმბოლოა დემონებზე გამარჯვებისა.
ჯვარი –იმედია სასოწარკვეთილთა.სავანეა შეპყრობილთა.
ჯვარი – გამზრდელია ყრმათა.საჭეა ზღვაოსანთა.
ჯვარი – მამაა ობოლთა.ნუგეშია მწუხარეთა.
ჯვარი –მრჩეველია მართალთა.ჩინებულებაა მეფეთა.
ჯვარი –მცველია ჩვილთა.თავისუფლებაა მონათა.
ჯვარი –ზღუდეა მტრით გარემოცულთათვის.გვირგვინია ბერთა.
ჯვარი – ნათელია ბნელში მყოფთათის.მფარველია მამათა.
ჯვარი – საცდურია იუდეველთა.სიბრძნეა უმეცართა.
ჯვარი –ქადაგებაა წინასწარმეტყველთა.თანამგზავრია მოციქულთა.
ჯვარი – სიხარულია მღვდელთა.უბიწოებაა ქალწულთა.
ჯვარი – ქებათა–ქებაა წამებულთა. სიმტკიცეა ეკლესიისა.
ჯვარი – ძალია უღონოთა.მკურნალია უძლურთა.
ჯვარი –განწმენდია კეთროვანთა.აღმდგენია განრღვეულთა.
ჯვარი–დამსხვრევაა საკერპეთა.კეთილსაიმედოობაა მონაზონთა
ჯვარი – წყაროოა მწყურვალთა.საფარველია შიშველთა.
ჯვარი – წმინდა სკიპრაა ქრისტე მეუფისა! დაუძლეველი ზღუდეა მართლმადიდებელთა!’’
ჟურნალი ‘’კარიბჭე’’ 2011 წელი

ქრისტეს სამსჭვალი

როდესაც კონსტანტინე დიდმა, ტიტუსის ლეგიონების მიერ დანგრეული და იმპერატორ ადრიანეს მიერ შებილწული იერუსალიმის განახლება გადაწყვიტა, ამ წმინდა საქმის აღსრულებისათვის წმინდა მიწაზე დედა გაგზავნა. უფლის საფლავი მიწითა და ლოდებით იყო დაფარული და ზედ იუპიტერის კერპი იდგა. ქრისტეს ჯვარცმის ადგილას კი ვენერას წარმართული ტაძარი. მოციქულთა სწორმა დედოფალმა ელენემ შებილწული ადგილები აკურთხევინა, ყველა წარმართული სალოცავი შემუსრა და ახალი დიდი უფლის ჯვარცმის ტაძრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 325 წლის 13 სექტემბერს იკურთხა. გადმოცემით მესიის ჯვარცმიდან ჩამოხსნის შემდგომ, ჯვრები და სამსჭვალები მღვიმეში ჩაუყრიათ. ელენე დედოფალმა ვენერას ტაძრის საძირკველი გაათხრევინა და იქ სამი ჯვარი და სამსჭვალები აღმოაჩინეს. მაცხოვრის ჯვრის ამოსაცნობად ძელები მიცვალებულს შეახეს. ქრისტეს ჯვრის შეხებისას მკვდარი გაცოცხლდა. დედოფალ ელენეს ბრძანებით უფლის ჯვრის მოპოვების მღვიმეში ბაზილიკა ააგეს, რომელიც დღესაც მოქმედებს. მეოთხე საუკუნეში, როდესაც წმინდა ნინოს ლოცვითა და ღვაწლით, მეფე მირიანმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, საქართველოს არ ჰყავდა სამღვდელოება, რომ ხალხი მონათლულიყო. მაშინ მეფემ ბიზანტიის იმპერატორს, კონსკანტინე დიდს სთხოვა დახმარება. იმპერატორს ძლიერ გაუხარდა ქართლის გაქრისტიანება და სამღვდელოებასთან ერთად მცხეთაში წმინდა ძღვენიც გამოაგზავნა. ეს იყო: ორი სამსჭვალი, ანუ ლურსმანი, რომლითაც ქრისტე ჯვარზე მიალურსმნეს და ფიცარი, რომელზეც ფეხები ჰქონდა მიჭედებული მაცხოვარს. საქართველოში დაცული ყოფილა ცხოველსმყოფელი ჯვრის სხვა ნაწილებიც, ერთ-ერთი ასეთი ნაწილი ინახება საქართველოს საპატრიარქოში.

მ ა რ ხ ვ ა

მარხვა 24 აპრილს დასრულდება. სწორედ ამ დღეს აღნიშნავენ წელს მართლმადიდებლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

წმინდა წერილი მარხვის შესახებ

წმინდა მამები მარხვის შესახებ

წმინდა მამები სინანულის შესახებ


მიტევების კვირიაკე

2010 წელი. ქუთაისი. შენდობის დღის დღესასწაულის ფოტოკადრები .


2011 წლის 20 თებერვალი .
ვულოცავთ ჩვენი ტაძრის წინამძღვარს, მამა ალექსის /სინაურიძეს/ დეკანოზის წოდებას.

წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში კვირას, 20 თებერვალს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა. მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საკვირაო წირვისა და ქადაგების შემდგომ რამოდენიმე სხვა ღირს მამასთან ერთად ჩვენი ტაძრის წინამძღვარს მამა ალექსი / სინაურიძეს / მიანიჭა დეკანოზის წოდება გამშვენიერებული ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელ–მსახურნი და მრევლი ვულოცავთ მამა ალექსის ამ დიდ ჯილდოს და წოდებას. ღმერთმა ინებოს თქვენი ჯანმრთელობა და ბედნიერება მრევლის სასიხარულოდ. უზომოდ ამაყი ვართ თქვენით მამაო.



15 თებერვალი .მირქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.
კონდაკი: საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.
მირქმა


8 თებერვალს საქართველოში დავითობა აღნიშნება


წმიდა დავით აღმაშენებელი მეფე ყოვლისა საქართველოისა (+1125)

„სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღვდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშვიდ; ვითარცა დავით ცხებულთა შორის; მხურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; კაცთმოყვარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმულთა შორის; მკვირცხლ ვითარცა პავლე მოციქულთა შორის “ ამბობს ჟამთა აღმწერი არსენ ბერი დიდ დავითზე.
ყველა დავითს გულითადად ვულოცავთ დავითობას . დარწმუნებული ვართ, რომ წმინდა დავით აღმაშენებელი დღეს და მუდამ გვიფარავს და ლოცულობს ჩვენთვის და სრულიად საქართველოსათვის.
უდიდესია დიდი მეფის ღვაწლი სამშობლოს წინაშე. შეუძლებელია შეაფასო მისი ნამოღვაწარი.
დავითობა გელათის მონასტერში . /არქივიდან/

19 იანვარი. ნათლისღება. დიდი აიაზმა
ნათლისღება. დიდი აიაზმა.
ტროპარი: რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.
კონდაკი:განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.
ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.
07.01.2011 შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი!
საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესისა , სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქისა, მთავარეპისკოპოსისა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ; მამისა ჩვენისა
ილია მეორესი.

ტროპარი:
შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა.
კონდაკი:
ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.

07.01.2011 ქრისტეშობის დღესასწაული ქუთაისში.

ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის სამღვდელოება და მრევლი გილოცავთ სრულიად საქართველოს და მთელს მართლმადიდებელ სამყაროს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს და შეგახსენებთ ჩვენი სულიერი მამის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს მიმართვას ქართველი ერისადმი. „უკვე რამოდენიმე წელია დავამკვიდრეთ ახალი შესანიშნავი ტრადიცია: შობის საღამოს სანთელს ან კანდელს ვანთებთ ფანჯარაში. ამას უდიდესი მნიშვნელობა და შინაარსი აქვს . ჩვენ ამით ვიწვევთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას და მართალ იოსებს , რათა ჩვენს გულში იშვას უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და ჩვენი გული, ჩვენი სახლი გახდეს ის წმიდა სავანე, სადაც არა მარტო იშვა უფალი, არამედ მუდმივად იქ დარჩება.“

- უწმინდესი და უნეტარესი , სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია მეორე.
- შობა. მღვდელი არჩილი(დათეშიძე)-- 9.0 MB გადმოწერა.

განახლებული გელათის სამონასტრო კომპლექსი.



მოწამეთას განახლებული სამონასტრო კომპლექსი.




წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებით 14 ოქტომბრამდე , საქართველოს ამ უპირველეს საკათედრო ტაძარში , ყოველდღიურად უნდა აღევლინოს სამღვდელმთავრო წირვები ყველა ეპარქიის მღვდელმთავრის, სამღვდელოების და მრევლის მონაწილეობით.
პირველი წირვის ჩატარების პატივი 17 მაისს ქუთათელ–გაენათელ მიტროპოლიტს მეუფე კალისტრატეს და ამავე ეპარქიის სამღვდელოებას ხვდა წილად.


მოგაწოდებთ ფოტომასალას ამ დღის შესახებ.



გერმანელი მართლმადიდებელი ბერები ქუთაის–გაენათის ეპარქიაში.


23 აპრილს საქართველოში სტუმრად მყოფი გერმანელი მართლმადიდებელი ბერების დელეგაცია არქიმანდრიტ იონას ხელმძღვანელობით ქუთაის გაენათის ეპარქიას ეწვია, სადაც მათ ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე და ადგილობრივი სამღვდელოება მასპინძლობდა.
არქიმანდრიტმა იონამ აღნიშნა რომ ის ძალიან დაინტერესებულია ქართული გალობით და საეკლესიო ხუროთმოძღვრებით და სწორედ ეს არის მიზეზი მათი საქართველოში ჩამოსვლისა. მან აღნიშნა რომ ის აღფრთოვანებულია ქართული გალობით და საუკლესიო არქიტექტურით. ბერებმა თვითონაც იგალობეს სააღდგომო საგალობლები გერმანულ ენაზე. არქიმანდრიტი იონას აზრით ქართველი ერი გამორჩეულია მდიდარი ისტორიით, ტრადიციებით და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით. მან მადლობა გადაუხადა მაუფე კალისტრატეს გულითადი მასპინძლობისათვის და საჩუქრად გადასცა წიგნი სადაც აღწერილია მათი მონასტრის ცხოვრება. იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებით ღმერთი სიყვარულია და სწორედ ეს სიყვარული და ჭეშმარიტი სარწმუნოება აერთიანებს ყველა ქვეყნისა და ერის მართლმადიდებლებს
„მე გავეცანი ფოტომასალას დო ძალიან მიხარია , რომ გერმანიაში არსებობს მართლმადიდებელი მონასტერი, მით უმეტეს რომ მას ასეთი ღირსეული წინამძღვარი ყავს . გიყურებთ თქვენ და მიმაჩნია, რომ მართლმადიდებლობას გერმანიაში დიდი მომავალი აქვს“ – ბრძანა მეუფემ, დალოცა სტუმრები და მათ სხვადასხვა საჩუქრები გადასცა.
ქუთაისიდან გერმანელი ბერები გელათის მონასტერში ავიდნენ, სადაც მეუფე კალისტრატეს ლოცვა–კურთხევით რამოდენიმე დღე დარჩებიან.

გერმანიაში მართლმადიდებელი მონასტრის ოფიციალური საიტი
ბუხჰაგენის მონასტერი
ბერების გალობა
ბერების გალობა ქუთაისში

ვიზიტის ამსახველი კადრები




დიდება უფალს. ჩვენ გვყავს უწმინდესი და უნეტარესი, ჩვენი პატრიარქი.
მოისმინეთ მისი შექმნილი ღვთისმშობლის საგალობელი – ავე მარია



შვიდი თებერვალი საქართველოს ეკლესიის მნათობის, იმერეთის ეპისკოპოსის, წმინდა გაბრიელის /ქიქოძე/ მოხსენიების დღეა. მისი მადლიანი ლოცვა შესწეოდეს ნებისმიერი თქვენგანის ოჯახს და სრულიად საქართველოს!


წმინდა გაბრიელი /ქიქოძე/ დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს სოფელ ბახვში, ოზურგეთის მაზრაში. 1839 წელს დაამთავრა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში. 1842 წელს შევიდა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1845 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია, ხოლო 1849 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემია. 1851-1858 წლებში გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას. პარალელურად მუშაობდა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1856 წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაიცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) მღვდელ-მონაზვნად აღიკვეცა. 1858 წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად. იმავე წლის დამლევს გაბრიელი დაინიშნა გორის ეპისკოპოსად. 1860 წელს იგი ხელდასხმულ იქნა იმერეთის ეპისკოპოსად და ამ მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე. სხვადასხვა პერიოდში მართავდა აფხაზეთისა (1869-1886) და სამეგრელო-სვანეთის (1873-1886) ეპარქიებს. მეუფე გაბრიელი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი. საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია. გაბრიელმა შექმნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. 1858 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოიცა მისი კაპიტალური ნაშრომი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, რომელიც სემინარიებში დიდხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. ფართოდაა ცნობილი გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული სიტყვები და ქადაგებანი, რომელთა ორტომეული გამოცემულ იქნა ქართულ , რუსულ და ინგლისურ ენებზე. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე. გაბრიელ ეპისკოპოსის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მეუფე გაბრიელი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. იგი ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, წინ აღუდგა იანოვსკი-ლევიცკის მუნჯური მეთოდით სწავლებას, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრულად განდევნა სკოლებიდან. გაბრიელმა აღადგინა მრავალი დანგრეული ტაძარი, ზრუნავდა ქრისტიანობის განმტკიცებაზე .აღსანიშნავია მისი თავდადებული მოღვაწეობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. გაბრიელ ეპისკოპოსი დაჯილდოვებული იყო წმინდა ალექსანდრე ნეველისა და წმინდა ანას ორდენებით. იგი 71 წლის ასაკში აღესრულა და მისი წმინდა ნაწილები დაკრძალულია გელათიში ღვთისმშობლის ტაძარში.1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა.


– 18 ( 31 ) იანვარი . ღირსი მღვდელ - მონაზონი ალექსი
/ შუშანიას / ხსენების დღეა.

ტროპარი:
„ცათა უმაღლესად ამაღლდი სიწმინდითა შენითა, მამაო წმიდაო ალექსი, და ცხრა დასთა ანგელოზთა თანა ადიდებ წმინდასა სამებასა, მას ევედრე ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთა.“
კონდაკი:
გნატრით შენ ღირსო მამაო ალექსი და პატივასა წმინდასა ხსენაბასა შენსა, წიმამძღოლო მონაზონთაო და თანამკვიდრომ ანგელოზთაო.
ღირსი მღვდელ-მონაზონი ალექსი შუშანია. ( ჩვენი არქივიდან )



გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს!

უფლის ნათლისღების დღესასწაული გონებისათვის მიუწვდომელი ერთიანი ღმერთის სამპიროვნების საიდუმლოსადმი ჩვენს რწმენას განმტკიცებას და გვასწავლის წმინდა სამების –მამის, ძისა და სულიწმინდის – დიდებასა და აღიარებას თანაბარი ღირსებით, გვიმოწმებს ყველა ჭეშმარიტი მორწმუნისათვის ნათლისღების საიდუმლოს სიცოცხლისეულ აუცილებლობას, შთაგვაგონებს და გვინერგავს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის – განმანათლებლისა და ცოდვათაგან განმწმენდლის მიმართ - მოწიწებას, მოკრძალებასა და მადლიერების გრძნობას. ნათლობა ცოდვილს სჭირდება, მაშ, რატომ და რისთვის მიიღო ნათელი მაცხოვარმა – მან, ვისაც არ სჭირდებოდა ცოდვათა მიტევება?! ან როგორ უნდა მიეღო ცოდვათა მიტევება და შენდობა მას, ვინც წმ. მოციქულ პეტრეს თქმით: „ არასოდეს არ ცოდვა ჩაუდენია არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს(პეტრე 2,22). ცხადია ნათელი არც იმისთვის მიიღო, რომ თუნდაც იოტისოდენა ცოდვიანი იყო და არც იმიტომ, რომ სულიწმინდის მადლს იყო მოკლებულიის, ვინც ყოვლადწმინდა ქალწულს თვით სულიწმინდით ჩაესახა, ნათლისღების უპირატესი მიზეზი და მიზანი ის იყო, რომ ადამიანებს ერწმუნათ იოანე ნათლისმცემლის შემდგომი მომავალი, ანუ იესო ქრისტე (საქმე მოც.19,4), ერწმუნათ მესია,–მხსნელი ქვეყნიერებისა. ნათლისღებით უფალმა აკურთხა ნათლისღება, როგორც ერთგვარი კარი ზეციურ სამოთხეში შესასვლელად (ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში (იოანე3,5)), ხოლო მკვდრეთით აღდგომის შემდგომ დააწესა იგი როგორც წმ. საიდუმლო ცოდვათა მოსატევებლად, განსაწმენდელად და გასამართლებლად. ნათლისღების სხვა მიზეზზეც თვითონ მიგვითითა მაცხოვარმა, როცა გაკვირვებული იოანეს შეკითხვას: მე ვსაჭიროებ შენგან მონათვლას, შენ კი ჩემთან მოდიხარ– უფალმა მიუგო: ასე იყოს, ვინაიდან ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება(მათე3,15), – ანუ აღსრულება საღვრთო მცნების, რჯულის და წინასწარმეტყველებისა. მარტო მონათვლა არ კმარა! სულის ცხონებისათვის საჭიროა მაცხოვრის მიერ დაწესებული ყველა რჩევისა და შეგონების, ყველა მცნების შესწავლა და შესრულება, ქრისტიანული ცხოვრება, ღვთის მოსაწონი, მოყვასისთვის სასიკეთო და საკუთარი სულისთვის მაცხოვნებელი კეათილი საქმის კეთება, რაც უფლის მოყვარულად და მეგობრად გვაქცევს: ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს, მას ვუყვარვარ (იეიოანე14,2); ხოლო ვისაც არ ვუყვარვარ, არც იცავს ჩემ სიტყვებს (იოანე14,29); თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ გააკეთებთ, რასაც მცნებად გიდებთ(იოანე16,15). სწორედ ქრისტეს მოყვარული და ერთგული მართლმადიდებელი ქრისტიანებისაგან კრებს უფალი ახალი აღთქმის რჩეულ ერს სასუფევლისთვის ანუ ზეციური ეკლესიისთვის (ძველი აღთქმის რჩეული ერის ნაცვლად ახალ აღთქმაში რჩეულ ერს ჭეშმარიტ ქრისტიანთა კრებული წარმოადგენს)მსოფლიოს ყველა ხალხიდან, დედამიწის ყოველი კუთხიდან: მაცხოვარმა თავისი სახელით გამოისყიდა რჩეული ერი ყოველი ტომისა და ერისა (გამოცხადება5,9)
აკაკი მინდიაშვილის წიგნიდან „საუფლო დღესასწაულები“ იბეჭდება შემოკლებით


დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ტროპარი: შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვასოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ რომელნი ვარსკულავსა ჰმსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყვანის–ცემა შენი მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით, აღმოსავალთათ უფალო დიდება შენდა.
„ჩვენ გვესმის და ადვილად გამოსაცნობიც არის , რისთვის გვიხარიან იესო ქრისტეს შობის დღე. გვესმის ეს დიდი დღე რისთვის არის დიდი, რისთვის არის ყოველ–წლივ სიხარულით და მილოცვით მისაგებებელი, რისთვის არის სადღესასწაულო დიდისა და პატარასათვის. ამ დღეს დაიბადა სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი და ცხოვრების მომნიჭებელი მაცხოვარი ქვეყნისა, ღმერთი ყოვლად მხსნელის სიყვარულისა, ღმერთი ნუგეშისმცემელი უძლურისა და უღონოსი, დავრდომილთა აღმადგენელი, სნეულთა მაურვებელი, ცოდვილთა შემწყნარებელი, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა მეოხ–პატრონი და მწყალობელი. მან აღამაღლა ღირსება და პატივი ადამიანისა იქამდე, სადამდინაც მისდა მოსვლამდე ვერ მიმწყდარიყო ადამიანის შეშინებული გონება და გაუღვიძებელი გრძნობა. ვით მამა ზეცის , იყავ შენცა სრულიო, უმოძღვრა კაცს და ამით გვამცნო, რომ კაცი შეძლებულ არს აღსვლად ღვთაების სისრულემდე. რაოდენი დიდებაა და პატივი კაცის ბუნებისა ამექვს სიტყვაში, ღვთისა ბაგეთაგან წარმოთქმულში... იღვაწე და ღვთის სისრულემდე შენც შეგეძლება ახვიდე და მიახწიოო. ესოდენი განდიდება და აღმატება ადამიანის ღირსებისა ჯერ მანამდე არა ადამიანს არ გაეგონა და საკვირველია განა, რომ ყოველ ამას შემდეგ ყოველ წლივ იესო ქრისტეს შობის დღეს დიდებით ვადიდებთ, ერთმანეთს სიხარულით ვულოცავთ , ვმხიარულობთ და თვითოეულის გული მოწყალებისათვის და მადლისათვის სძგერს...“
წმ. ილია მართალი.

06-01–2010
საშობაო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II



2009 წლის 22 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა განახლებული გელათის აკადემია.

ამ დიდი მოვლენის აღსანიშნავად გელათის სამონასტრო კომპლექსს ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი თანმხლები პირებით, ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე, ეკლესიის იერარქები, სამღვდელოება, მრევლი და უამრავი საერო პირი. ჩატარდა განახლებული აკადემიის კურთხევა , საზეიმო წირვა .
ამ დღის ამსახველი ფოტოკადრები

ჯვართამაღლება

27.09.2009 მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისა.
ღვთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე - ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს. ჯვართამაღლების შესახებ.


ღვთისმშობლობა

21.09.2009 შობა ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას მართლმადიდებელი ეკლესია 21 (ძვ. სტ. 8) სექტემბერს დღესასწაულობს. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის შესახებ.


19 აგვისტოს ფერისცვალებაა!

6(19) აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).
ტროპარი:
მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.
კონდაკი:
ფერისცვალების შესახებ.

არქიმანდრიტი რაფაილი /კარელინი / საქართველოს ეკლესიის თვალსაჩინო მოღვაწე. გვმოძღვრავს მარხვის შესახებ:
მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს ერთდღიანი და მრავალდღიანი მარხვები. ერთდღიანი მარხვებია ოთხშაბათი და პარასკევი. ქრისტიანი მათ იცავს ყოველდღიურად გარდა კალენდარში მითითებული განსაკუთრებული შემთხვევებისა. მარხვაა აგრეთვე ორი დღესასწაული: ჯვართამაღლება (27 სექტემბერი) და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა (11 სექტემბერი). მთარგმნელი და გამომცემელი ლუკა ლევიძე.
დაწვრილებით
არქიმანდრიტი რაფაილის ოფიციალური საიტი.

პეტრე–პავლობის მარხვა.

სულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმიდათა კვირიაკედ იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმინდა მოციქულთა მარხვა იწყება. ეს მარხვა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია - პეტრეპავლობის მარხვა.
პეტრეპავლობის მარხვის შესახებ.

გახსოვდეს ეს ჩემგან იყო.

–გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, ასევე მეც მეხება? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.
–შენ ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, უძვირფასესი, და მე შეგიყვარე შენ, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა.
–როდესაც განსაცდელი დაგატყდება თავს და მტერი მდინარესავით მოგადგება, მე მინდა იცოდე, რომ - ეს ჩემგან იყო.
–შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და უსაფრთხოება შენი მდგომარეობს იმაში, რომ მომცე საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.
–თუ შენ იმყოფები მძიმე გარემოებაში, იმ ადამიანებს შორის, რომელთაც არ ესმით შენი, ანგარიშს არ უწევენ იმას, რაც შენს სულს სჭირდება და რომელნიც გთრგუნავენ შენ, გახსოვდეს - ეს ჩემგან იყო. .....ვრცლად.

რისთვის მიმატოვე, ადამიანო?


მე ვარ ნათელი, მაგრამ თქვენ ვერ მხედავთ;
მე ვარ გზა, მაგრამ თქვენ არ მომყვებით;
მე ვარ ჭეშმარიტება, მაგრამ თქვენ არ გჯერათ ჩემი;
მე ვარ სიცოცხლე, მაგრამ თქვენ არ მეძებთ მე;
მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ;
მე ვარ უფალი, მაგრამ თქვენ არ მემორჩილებით;
მე ვარ თქვენი ღმერთი, თქვენ კი არ მევედრებით;
.....ვრცლად.


გილოცავთ ამაღლებას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.


ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში საყოველთაო შენდობის დღეთ გამოცხადდა.


10 საათზე ეპარქიის ყველა ტაძარში ღვთისმშობლის პარაკლისი აღევლინა. 12 საათამდე 10 წუთით ადრე ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის – მეუფე კალისტრატეს ლოცვა–კურთხევით ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში განუწყვეტლივ რეკდნენ ზარები. 12 საათზე მეუფემ შვიდგზის ლოცვათაგან ლოცვა წაიკითხა, სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.

მოგაწოდებთ ამ დღის მოვლენათა ამსახველ ფოტომასალას.


სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე.

უფალო, დალოცე ჩემი მტრები.

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი).
უფალო, დალოცე ჩემი მტრები. მეც ვლოცავ მათ და არ ვწყევლი. ჩემი მტრები შენი მკლავებისაკენ მეტად მიბიძგებენ, ვიდრე მეგობრები. მეგობრები მიწას მიმაჯაჭვავდნენ, მტრები კი მწყვეტდნენ მიწიდან და მიმსხვრევდნენ ყველა ოცნებას მიწის შესახებ. მათ მაქციეს უცხოელად მიწიერ სამეუფოში და მიწის ურგებ მცხოვრებად. როგორც დევნილი ნადირი პოულობს მეტად საიმედო თავშესაფარს, ვიდრე არადევნილი, ასევე მეც, მტრების მიერ დევნილმა, ვიპოვე ყველაზე საიმედო თავშესაფარი, როდესაც შენს კარავში შემოვეფარე, სადაც ვერც მეგობრები და ვერც მტრები ჩემს სულს ვერ დაღუპავენ. დალოცე ჩემი მტრები, უფალო. მეც ვლოცავ მათ და არ ვწყევლი. მათ ჩემს ნაცვლად აღიარეს ჩემი ცოდვები მთელი სამყაროს წინაშე.
.....ვრცლად.

აღმოყვანება პატიოსანთა ნაწილთა წმიდისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონიდან ქალაქ ბარში

წმიდა ნიკოლოზი მშვიდობით მიიცვალა 345-351 წლებში. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები დიდხანს ქალაქ მირონის საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მასთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.
.....ვრცლად.


წმინდა დიდებული, ყოვლად ქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი

გალილეველი მეთევზის, ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი, სასოებით ელოდა მესიის გამოცხადებას. იესო ქრისტეს იგი განსაკუთრებით უყვარდა და თავდადებული მსახურებისა და მაღალი სულიერებისთვის ,, ძე ქუხილისა’’ უწოდა. მაცხოვართან დაახლოების შემდეგ იოანეს ზნეობრივი მხარე უფრო მეტად ამაღლდა და სული იესო ქრისტეს თავდადებული, უზენაესი სიყვარულით აევსო.
.....ვრცლად.


წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი.

1166 წელს საქართველოს მეფეს გიორგი III-ს და მის მეუღლე ბურდუხანს ქალიშვილი - თამარი შეეძინათ. გიორგი მეფემ თავისსავე სიცოცხლეში იგი მეფედ გამოაცხადა. 1184 წელს მეფე გიორგი გარდაიცვალა და საქართველოს ერთდადერთ მბრძანებლად და პატრონად იქცა თვრამეტი წლის თამარი. ქვეყანამაც ერთგულად და სიყვარულით მიიღო ”მზე მზეთა და ნათელი ნათელთა”. ხელისუფლების სათავეში მოსვლა თამარმა საღმრთო საქმით არნიშნა: მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც შეკრებილ მღვდელთმთავართა და მამათა სიმრავლეს უდიდესი მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა.
.....ვრცლად.

დიდი მარხვა!


წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა სააღდგომოდ .

რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა. რომელმაც იღვაწა მარხვითა, მიიღენ აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმანცა იმუშაკა პირველ-ჟამითგან, მიიღენ დღეს თანამდები სიმართლისა. რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა, მადლობით დღესასწაულობდინ, ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია, ნუ იჭვეულობნ, რათა არა რაი დაჭირვება არს მისა. და რომელი დააკლდა ჟამსა მეცხრესა, მოვედინ ნუ რა რაის ორგულებნ, და ნუ ეშინინ, ხოლო რომელი მეათერთმეტესა ჟამსა მოიწია, ნუ შეშინდებინ დაყოვნებისათვის, რამეთუ მრავალმოწყალე არს მეუფე ჩვენი და კაცთმოყვარე. შეიწყნარებს უკანასკნელთა ვითარცა პირველთა, და განუსვენებს მეათერთმეტისა ჟამსა მოსრულთა, ვითარცა პირველისა ჟამისა მუშაკთა და უკანასკნელთა თვისცა მოწყალე არს, და შეღრთავს მათ პირველთა თანა, მათ მისცემს, და ამათ მიანიჭებს.
.....ვრცლად.

ბზობა. დიდებით შესვლა იერუსალიმში უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ბზობა. ბაიაობა.

ახლოვდებოდა ებრაული პასექის დღესასწაული. ამ დღეს უამრავი ხალხი იკრიბებოდა იერუსალიმში სალოცავად. უფალიც გაემგზავრა ბეთანიიდან იერუსალიმში. როცა იგი მიუახლოვდა ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, პეტრეს და იოანეს უთხრა: ”გაეშურეთ სოფელში, რომელიც თქვენს წინაშეა. იქ დაგხვდებათ დაბმული ვირი და მისი პატარა კვიცი, რომელზედაც ჯერ არავინ მჯდარა. ახსენით და მოიყვანეთ ჩემთან. თუ ვინმემ გკითხოთ, უთხარით, რომ უფალს სჭირდება იგი”. მოწაფეები ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ იესო ქრისტემ. მოიყვანეს სახედარი, დააფინეს მასზე თავისი ტანსაცმელი და უფალს მიჰგვარეს. სახედარზე ამხედრებული იესო შევიდა იერუსალიმში. ხალხი გამოვიდა მის შესახვედრად იერუსალიმიდან. ზოგი ტანსაცმელს იხდიდა და უფენდა მას ფეხქვეშ, როგორც მეფეს, ზოგი - ბზისა და პალმის ხასხასა მწვანე ტოტებს. თან მაღალი ხმით უგალობდნენ მეფის შესაფერის სადიდებელს: ”ოსანა დავითის ჩამომავალს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალს! (”ოსანა” - ქართულად ნიშნავს დიდებას). ბზის ან პალმის ტოტთა მშვენიერებით ეკლესია უფრო ცოცხლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში. მეფის ასეთ შეხვედრას უძველესი ტრადიცია აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ქრისტიანი მზად უნდა იყოს ღმერთთან სულიერი შეგეგებისათვის. სამოსელის ნაცვლად გული დაუფინოს კვიცზე მჯდომარე მეუფეს, მხურვალე ლოცვა კი ბზის ტოტებით მიართვას მას; მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იგი მიიღეს იერუსალიმში და უგალობოს: ”ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!”

ჩვენს ტაძარში 12 აპრილს ბზობა – ბაიაობის ამსახველი ფოტომასალა


შვიდგზის ზეთისცხება ჩვენს ტაძარში.


წმინდა წერილი მარხვის შესახებ


წმინდა მამები მარხვის შესახებ


წმინდა მამები სინანულის შესახებ


წმინდა მამები ლოცვის შესახებ


ღვთისმშობლის დაუჯდომელი


პატრიარქი სინანულის შესახებ.

დიდმა წინასწარმეტყველმა და უფლის წინამორბედმა იოანე ნათლისმცემელმა თავისი მოღვაწეობა სინანულისაკენ მოწოდებით დაიწყო. იგი ხალხს სინანულისაკენ მოუწოდებდა, რადგან , სადაც სინანულია , იქ ღვთისაგან შენდობაა, მისი წყალობა და მადლია. სინანულის ჟამს რაღაც მისტიური პროცესი ხდება, რომელიც სულიერად გვწმენდს. ამასთან უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ განვიწმინდებით, ესეც უფლის მადლითა და შემწეობით ხდება, ოღონდ იმ შემთხვევაში , თუ ვგრძნობთ , რომ ცოდვილნი ვართ და საკუთარ ცოდვებს განვიცდით. ამიტომ ვევედრებით სულიწმინდას; „მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმინდა გვყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა“. როცა აღსარებაზე მიდიხარ, საკუთარი ცოდვები უნდა აღიაროთ და არა სხვისი.
ილია მეორე . სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი.


ღვთისმშობლის ხატის ტროპარი
წმიდისა ხატისა შენისა, ჰოი დედოფალო ღვთისმშობელო,სირთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებით და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.


პატრიარქის ლოცვა.

,,ო, ღმერთო ერთო, სამებაო წმიდაო, ერთარსო და განუყოფელო, დიდება და მადლობა შენდა, ღვთივკურთხეულო მამულო ჩვენო საქართველო, უდაბნოსა შინა ყვავილო დაუჭკნობელო, ტაძარო სამებისაო, კლიტეო დავითისაო, მახვილო მესიისაო, ადიდე ღმერთი და იხარე მარად”.




საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესისა , სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქისა, მამისა ჩვენისა
ილია მეორესი.

ქრისტეშობა . 2008/2009 წელი.


ფოტომასალა – ქრისტეშობა 2009 წელს ჩვენს ტაძარში
- შობა. მღვდელი არჩილი(დათეშიძე)-- 9.0 MB გადმოწერა.

– ქ რ ო ნ ი კ ა –

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 2008 წლის 14 ოქტომბერს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - "უფლის კვართის ორდენი" მიენიჭა .
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო _ "უფლის კვართის ორდენი" მიენიჭა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს ჯილდო მანგლისისა და წავკისის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ სინოდის სახელით გადასცა. როგორც მეუფემ ბრძანა, "უფლის კვართის ორდენი" პატრიარქს აღსაყდრებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისდამი სიყვარულისა და მოკრძალების აღსანიშნავად გადაეცა.
.....ვრცლად.

ვულოცავთ ქუთაის–გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტს მის მაღალყოვლდუსამღვდელოესობას მეუფე კალისტრატეს 70 წლის იუბილეს.
ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი მისი მაღალყოვლდუსამღვდელოესობა მეუფე კალისტრატე. (შოთა მარგალიტაშვილი) განსაკუთრებული სიყვარულით უყვარს ეპარქიის მრევლს და სამღვდელოებას.
მეუფე კალისტრატე თვალსაჩინო მაგალითია ჩვენთვის თავისი სიტყვით, საქმით, ვაჟკაცობით, სიკეთით, სიყვარულით, თავგანწირულობით, საოცარი სიმდაბლით.
ის უკვე 25 წელია ქუთაის–გაენათის ეპარქიაში მოღვაწეობს .
......ვრცლად.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული .

წლის მანძილზე ხუთჯერ აღინიშნება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული, ანუ ტაძრის დღე.
ღვთისმშობლის ხატის დღეებია:
25 თებერვალი. –
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი ( აღდგომის მესამე დღე ).
4 სექტემბერი. –
9 ოქტომბერი. –
26 ოქტომბერი. –
ჩვენი ტაძრის მრევლი განსაკუთრებით აღნიშნავს ყველა ამ დღესასწაულს. ლოცვით,აღსარებით, წირვით, ზიარებით. ჩვენს მეუფეს მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ,როგორც თვითონ აღნიშნავს ,განსაკუთრებით უყვარს ჩვენი ტაძარი და ყოველთვის აღავლენსს საზეიმო წირვას ჩვენს ტაძარში. მეუფე კალისტრატემ ეხლაც აღავლინა საზეიმო წირვა , დალოცა მრევლი და მღვდელმსახურნი. ტაძრის წინამძღვარმა მამა ალექსიმ მრევლის და სამღვდელოების სახელით კიდევ ერთხელ ამბიონიდან მიულოცა მეუფე კალისტრატეს იუბილე და ეპარქიაში ნაყოფიერი მოღვაწეობის ოცდახუთი წლისთავი. საზეიმო წირვა გააშუქა ადგილობრივმა ტელევიზიამ და პრესამ.
იხილეთ ამ დღის აღსანიშნავი ფოტომასალა.

ლოცვები

გთავაზობთ ლოცვებს, რომლებიც ამოკრებილია ინტერნეტგვერდებიდან.

მადლობას ვუხდით ავტორებს და უმორჩილესად გთხოვთ არ ჩათვალოთ ეს პლაგიატად.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი.


ამ სურათზე აღბეჭდილია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, კარიბჭის ანუ პორტაიტისა, ათონის მთაზე , ივერონის მონასტრის იღუმენია და მფარველი. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორია იწყება მეცხრე საუკუნიდან. თეოფილე კეისრის მეფობის ჟამს ბიზანტიაში ხატმებრძოლეობის პერიოდი მძვინვარებდა
......ვრცლად.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვრის
მღვდელი ალექსი (სინაურიძის) მიმართვა მრევლისადმი.
გვერდი „ჩემი ტაძარი “ ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით მომზადდა.
ამ გვერდის საშუალებით ჩვენ გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ტაძრის ისტორია, აწმყო , მომავლის გეგმები. ტაძრის ღვთისმსახურნი, მათი ოჯახები, სტიხაროსნები, მედავითენი, მგალობელთა გუნდი. მესანთლეები, მრევლი ... ერთი სიტყვით ჩვენი დიდი ოჯახი საერთო სიხარულით პრობლემებით და ტკივილით. ადამიანები , რომელთაც ძალიან უყვართ ჩვენი ტაძარი. შეაქვთ მოკრძალებით წილი ტაძრის მშენებლობაში და შემკობაში. მომავალში კი ღვთის შეწევნით და კეთალი ადამიანების დახმარებით, უფრო დიდი ჯვარგუმბათოვანი ტაძრის აშენებაა დაგეგმილი, რადგან ამ ხუთი წლის განმავლობაში მრევლი გაიზარდა და მადლობა ღმერთს ტაძარი მრევლს ვეღარ იტევს.
ქუთაისში ყოფნისას უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა ახალი ტაძრის მშენებლობის ადგილი და იმედია ღვთის შეწევნით, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მეოხებით, პატრიარქისა და მეუფის ლოცვით და მრევლის ლოცვითა და მონდომებით ყველა სიძნელეს დავძლევთ.
„კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერა ერეოდიან მას“ ბრძანებს უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და ჩვენც ამის იმედი გვაქვს .
ღმერთმა დაგლოცოთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ!
ქრისტესმიერი სიყვარულით ქუთაისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი
მღვდელი ალექსი (სინაურიძე).

ჩვენთვის ძვირფასია თქვენი აზრი ვებ–გვერდის შესახებ
აქ ჩაწერეთ თქვენი წერილი.



გიხაროდენ ! სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის ასლი ჩვენს ტაძარში დაიდებს ბინას.


2008 წლის 17 ივლისი ერთ–ერთი ღირსშესანიშნავი დღეა ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ისტორიაში. ამ დღეს თორთლაძეების ოჯახმა ჩვენს ტაძარს წმინდა ათონის მთის ხილანდარის მონასტრის მთავარი სიწმინდის, სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის ძველთაძველი ასლი შემოსწირა. როგორც ექსპერტებმა დაასკვნეს ხატი დაახლოებით მეჩვიდმეტე საუკუნეში უნდა იყოს გადმოწერილი . ის 40 წლის განმავლობაში ბრძანდებოდა ამ ოჯახში.
გთავაზობთ ვიდეომასალას ამ დღის შესახებ.

ინფორმაცია სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის შესახებ. რუსულად

ინფორმაცია სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის შესახებ. ქართულად
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

–წმინდა ათონის მთის ხილანდარის მონასტრის ბერების სტუმრობა გელათში.

საქართველოში ჩამობრძანებული ათონელი ბერების დელეგაცია 2006 წლის ოქტომბერში გელათის მონასტერს ეწვია.,
.....ვრცლად.
==== იხილეთ გვერდი ვრცლად.====






მართლმადიდებელი საზოგადოების საყურადღებოდ.

ქუთაისის ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ვებგვედი შეიქმნა ღვთის შეწევნით, ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით და ტაძრის წინამძღვრის მამა ალექსის რედაქტირებით.
გთხოვთ მოგვაწოდოთ წინადადებები და რჩევები გვერდის უკეთესი ორგანიზაციისათვის.
ვებ გვერდების ავტორთა და პატრონთა საყურადღებოდ ვაცხადებთ, რომ საიტი აქტიურად იყენებს სხვა რესურსების შემოქმედებას მათი საავტორო უფლებების დაცვით. გთხოვთ ნუ ჩაგვითვლით პლაგიატად. თუ მიიჩნევთ ამას თქვენი საავტორო უფლების დარღვევად, მოგვწერეთ. ჩვენ უმორჩლესად მოგიხდით საჯაროდ ბოდიშს და თქვენი ინფორმაცია საიტიდან ამოიშლება.

ფ ო ტ ო გ ა ლ ე რ ე ა
შენდობის დღე ჩვენს ტაძარში 2009 წლის 28 აპრილს.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნა ჩვენს ტაძარში.2009 წელს 19 აპრილის ფოტომასალა.
დიდი პარასკევი. ხსენება საცხოვნებელთა ვნებათა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ჩვენს ტაძარში 2009 წლის 17 აპრილს. .
შვიდგზის ზეთისცხება ჩვენს ტაძარში.
2009 წელს ჩვენს ტაძარში 12 აპრილს ბზობა – ბაიაობის ამსახველი ფოტომასალა
ფოტომასალა – ქრისტეშობა 2009 წელს ჩვენს ტაძარში



   გვერდი შეიქმნა მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით 2008 წელს